"მგლებისა" და "მეფეების" გაცვლა
"დალას მავერიქსის" ლიდერი დირკ ნოვიცკი აგრძელებს წინსვლას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში.

გერმანელმა "დენვერთან" 26 ნოემბრის შეხვედრაში 18 ქულა დააგროვა, რის შემდეგაც მისი კარიერული მონაგარი 25 353 ქულა გახდა. დირკმა ერთი ქულით გაასწრო "ბრუკლინ ნეტსის" ვეტერანს კევინ გარნეტს, რომელიც 26 ნოემბერს არ თამაშობდა და ყველა დროის სიაში მე-14 ადგილზე გადაინაცვლა. შეგახსენებთ, რომ ეს არის 35 წლის ნოვიცკის მე-16 სეზონი ასოციაციაში.

12 ნოემბრიდან მოყოლებული, დირკმა სამი კალათბურთელის უკან ჩამოტოვება მოახერხა - გაუსწრო ჯერი უესტს, რეჯი მილერსა და კევინ გარნეტს. ახლა, მოქმედ კალათბურთელებს შორის, ნოვიცკიზე წინ მხოლოდ კობი ბრაიანტია, რომელსაც 31 617 ქულა აქვს დაგროვილი და სიაში მეოთხე ადგილზე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ გარნეტის გასწრებისთვის საჭირო ქულები გერმანელმა საჯარიმოების ზუსტად ტყორცნის შემდეგ დააგროვა. ცნობისთვის, დირკს ამ სეზონში 35-დან 35 საჯარიმო ზუსტად აქვს შესრულებული.

კვირის მოთამაშეები

"ვაშინგტონ უიზარდსის" გამთამაშებელი ჯონ უოლი და "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის" ცენტრი ლამარკუს ოლდრიჯი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი უოლი თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა და ამ შეხვედრებში საშუალოდ 24.3 ქულას, 8.5 შედეგიან გადაცემასა და 2.75 ჩაჭრას აგროვებდა. ვაშინგტონელი საშუალოდ მოედანზე 39.8 წუთს ატარებდა. ორ მატჩში მან ორმაგი დუბლი შეასრულა, დანარჩენ ორში კი მინიმუმ 30 ქულა დააგროვა.

ოლდრიჯის კარგი თამაშის წყალობით, "პორტლენდმა" გასულ კვირას ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგო. ამ შეხვედრებში პორტლენდელის მონაგარი იყო - 22.5 ქულა, 10.5 მოხსნა და 1.75 დაფარება. ოლდრიჯმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "გოლდენ სტეიტთან" მატჩში, როცა სეზონში პირადი რეკორდები დაამყარა ოთხ კატეგორიაში: 30 ქულა, 21 მოხსნა, 3 დაფარება და 3 ჩაჭრა.

უოლის კვირა

19 ნოემბერი. ვაშინგტონი-მინესოტა 104:100. 14 ქულა, 5 მოხსნა, 16 პასი.

22 ნოემბერი. ტორონტო-ვაშინგტონი 96:88. 37 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა.

23 ნოემბერი. ვაშინგტონი-ნიუ იორკი 98:89. 31 ქულა, 4 მოხსნა, 7 პასი, 2 ჩაჭრა.

ოლდრიჯის კვირა

18 ნოემბერი. ბრუკლინი-პორტლენდი 98:108. 27 ქულა, 8 მოხსნა, 2 დაფარება.

20 ნოემბერი. მილუოკი-პორტლენდი 82:91. 21 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა.

23 ნოემბერი. გოლდენ სტეიტი-პორტლენდი 101:113. 30 ქულა, 21 მოხსნა, 3 პასი, 3 დაფარება, 3 ჩაჭრა.

კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი მოთამაშეები აცხადებდნენ პრეტენზიას: პოლ ჯორჯი ("ინდიანა"), ზაკ რენდოლფი ("მემფისი"), ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), უესლი მეტიუზი ("პორტლენდი"), დემარ დეროზანი ("ტორონტო").

"მგლებისა" და "მეფეების" გაცვლა

"მინესოტა ტიმბერვულვზმა" და "საკრამენტო კინგზმა" მოთამაშეები გაცვალეს. როგორც NBA-ს ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, "მგლებმა" "მეფეების" მიმართულებით გაუშვეს ფორვარდი დერიკ უილიამსი, სანაცვლოდ კი იგივე ამპლუის ლუკ მბა ა მუტე მიიღეს. შეგახსენებთ, რომ "მინესოტამ" უილიამსი 2011 წლის დრაფტზე მეორე ნომრად აირჩია.

გარიგება საბოლოოდ გაფორმებულად მას შემდეგ ჩაითვლება, რაც მბა ა მუტე სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

მიმდინარე სეზონში უილიამსი 15 წუთში საშუალოდ 4.9 ქულას აგროვებს, მბა ა მუტეს საშუალო მაჩვენებლებია - 4.4 ქულა და 3.0 მოხსნა.

აღმოსავლეთი

თ მ წ %

1. ინდიანა 14 13 1 92.9

2. მაიამი 14 11 3 78.6

3. ატლანტა 14 8 6 57.1

4. ტორონტო 13 6 7 46.2

5. შარლოტი 15 7 8 46.7

6. ჩიკაგო 13 6 7 46.2

7. დეტროიტი 14 6 8 42.9

8. ფილადელფია 15 6 9 40.0

9. ვაშინგტონი 13 5 8 38.5

10. ბოსტონი 16 6 10 37.5

11. ორლანდო 13 4 9 30.8

12. კლივლენდი 14 4 10 28.6

13. ნიუ იორკი 13 3 10 23.1

14. ბრუკლინი 13 3 10 23.1

15. მილუოკი 13 2 11 15.4

დასავლეთი

თ მ წ %

1. სან ანტონიო 14 13 1 92.9

2. პორტლენდი 15 13 2 86.7

3. ოკლაჰომა 12 9 3 75.0

4. კლიპერსი 15 10 5 66.7

5. ჰიუსტონი 15 10 5 66.7

6. დალასი 15 9 6 60.0

7. გ. სტეიტი 14 8 6 57.1

8. დენვერი 13 7 6 53.8

9. მემფისი 14 7 7 50.0

10. მინესოტა 16 8 8 50.0

11. ლეიკერსი 14 7 7 50.0

12. ფინიქსი 14 7 7 50.0

13. ნიუ ორლეანი 13 6 7 46.2

14. საკრამენტო 13 4 9 30.8

15. იუტა 16 2 14 12.5

ქულები

კევინ დურანტი (ოკლ) 28.6

კარმელო ენტონი (აილ) 26.5

ლებრონ ჯეიმსი (მაი) 26.0

კევინ ლავი (მინ) 24.6

პოლ ჯორჯი (ინდ) 24.3

ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 24.2

მონტა ელისი (დალ) 23.5

კევინ მარტინი (მინ) 22.5

ლამარკუს ოლდრიჯი (პორ) 22.0

ბლეიკ გრიფინი (კლი) 22.0

მოხსნები

კევინ ლავი (მინ) 13.8

დუაიტ ჰოვარდი (ჰიუ) 13.2

დეანდრე ჯორდანი (კლი) 12.7

ანდრე დრამონდი (დეტ) 11.9

ბლეიკ გრიფინი (კლი) 10.8

ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლ) 10.7

ენტონი დევისი (ნ-ორლ) 10.6

პაუ გასოლი (ლეი) 10.6

დემარკუს კაზინსი (საკ) 10.5

სპენსერ ჰოიესი (ფილ) 10.3

პასები

კრის პოლი (კლი) 12.5

სტივენ კარი (გ. სტე) 8.9

ჯონ უოლი (ვაშ) 8.9

ჯეფ ტიგი (ატლ) 8.8

ტაი ლოუსონი (დენ) 8.7

რიკი რუბიო (მინ) 8.6

ბრენდონ ჯენინგსი (დეტ) 8.4

მ. კარტერ-უილიამსი (ფილ) 7.4

სტივ ბლეიკი (ლეი) 7.4

ჯრიუ ჰოლიდეი (ნ-ორლ) 7.3

ჩაჭრები

რიკი რუბიო (მინ) 3.1

მ. კარტერ-უილიამსი (ფილ) 3.0

კრის პოლი (კლიპ) 2.4

ტონი ალენი (მემ) 2.2

ჯონ უოლი (ვაშ) 2.1

მარიო ჩელმერსი (მაი) 2.0

კორი ბრიუერი (მინ) 2.0

კავაი ლეონარდი (ს-ანტ) 1.9

პოლ ჯორჯი (ინდ) 1.9

ანდრე იგუოდალა (გ. სტე) 1.9

დაფარებები

როი ჰიბერტი (ინდ) 4.1

ენტონი დევისი (ნ-ორლ) 3.9

ბრუკ ლოპესი (ბრუ) 2.8

სერჟ იბაკა (ოკლ) 2.3

დუაიტ ჰოვარდი (ჰიუ) 2.3

მაილს პლამლი (ფინ) 2.0

ჯონ ჰენსონი (მილ) 1.9

ელ ჰორფორდი (ატლ) 1.9

დეანდრე ჯორდანი (კლი) 1.9

ტიმ დანკანი (ს-ანტ) 1.8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: როუზის გარეშე რთულია

ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
უარი 50 მილიონზე - ვემბანიამამ "სპურსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
20 წ. | მსოფლიო მე-12 ადგილზე დავასრულეთ
"ფეხბურთს ჰყავს ოსტატი და მისი სახელია ლეო მესი" - მაქსი როდრიგესი
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა
"ჩელსიმ" "არსენალს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - როჯერსი "არისტოკრატებს" 140 მილიონ ევროდ შეუერთდება
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მუნდიალის აღმოჩენას, 40 წლის ვოზინიას, ისტორიულმა კლუბმა კონტრაქტი შესთავაზა
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ახალი რეკორდი: 13 ბომბი ერთ მატჩში!
"სან ანტონიომ" ზაზა ფაჩულიას გარეშე მყოფი "დეტროიტი" დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]
"ვაღიარებ, თავის მოკვლაზე ვფიქრობდი" - ჯონ უოლი
ნოვიცკი იჯდა და ამაყად უყურებდა ლუკას თამაშს... [VIDEO]
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
NBA. პლეი ოფი: ისევ უოლი და მეშვიდე მატჩი იქნება
კვლავ ზაზას გარეშე - "გოლდენ სტეიტი" "სპურსთან" სერიაში 2:0 დაწინაურდა [VIDEO]
NBA. პლეი-ოფი: კავაის 37 ქულა, "პორტლენდი" 2:0 დაწინაურდა, დეროზანმა "სპურსს" ვერ უშველა [VIDEO]
"თუ გნებავთ, ნოვიცკის ჰკითხეთ, დონჩიჩი მასზე უკეთესია" - კუბანის უცნაური განცხადება
დირკ ნოვიცკიზე წინ! დონჩიჩი რეკორდს რეკორდზე ამყარებს
ჯონ უოლი: ჩემი შვილების შვილების შვილებს ყველაფერი წესრიგში უნდა ჰქონდეთ
NBA. პლეი ოფი: "ვაშინგტონს" უოლი და ბილი მიათრევენ
ლუკა დონჩიჩი: გასულ სეზონში დაცვაში გვიჭირდა, რადგან დაცვაში დირკი გვყავდა
გოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]
"გოლდენ სტეიტი" "სან ანტონიოსთან" სერიაში 3:0 დაწინაურდა, ზაზა კვლავ არ თამაშობს [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: თვე ოკლაჰომელებისა და უოლისაა
"გოლდენ სტეიტმა" "სან ანტონიოს" სერია ზაზა ფაჩულიას გარეშე მოუგო [VIDEO]
NBA-ს ლეგენდა: მადლობა ყველა ქართველს ჩემი თბილად მიღებისთვის [VIDEO]