ვარსკვლავის დაბრუნება

უეინ რუნიმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანებს ტელეეკრანიდან მიმართა – გაზეთებში ამას დანაშაულის გამოსყიდვის მცდელობა დაარქვეს. წერენ, რომ რუნი გულშემატკივრის წინაშე ჩადენილის გამოსწორებას ჯერ კიდევ პრემიერლიგის ბოლო ტურიდან შეუდგა, როდესაც „უიგანთან“ შეხვედრაში მოედანზე 35 წუთით შეუშვეს და... ფორვარდმა გოლის გატანის ერთი აშკარა შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. მოგეხსენებათ, ის კარგა ხანს არ თამაშობდა. სკანდალური ისტორიების შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონმა გაათავისუფლა და ხან მეუღლესთან ერთად დუბაიში ისვენებდა, ხანაც ამერიკაში გახლდათ კოჭის სამკურნალოდ. მოგეხსენებათ ისიც, თუ რაზე შემოსწყრა მანჩესტერელი ქომაგი თავდამსხმელს – ის გუნდიდან წასვლით იმუქრებოდა, ხოლო, როდესაც ჯამაგირი კვირაში 250 ათას ფუნტამდე გაუზარდეს, დაწყნარდა. მოკლედ, კაცისგან, რომელიც ძალიან უყვარდათ და ერთგულების მაგალითად მიაჩნდათ ასეთი საქციელი შანტაჟს ჰგავდა.

და აი, ტელემიმართვა, რომელშიც... ყველაფერი იყო ერთი სიტყვის გარდა, არადა ფანების დიდი ნაწილი სწორედ ამ სიტყვას ელოდა – ბოდიშზე მოგახსენებთ. სხვათაშორის, ბოდიშის თემა თავად ფერგიუსონისგან მოდის. სერ ალექსმა ჯერ კიდევ ოქტომბერში თქვა, რომ როდესაც რუნი საქმეს დაუბრუნდებოდა, აუცილებლად ითხოვდა პატიებას იმისთვის, რაც ჩაიდინა. ბოდიშის ნაცვლად ფორვარდმა თქვა:

„მოვიტყუები, რომ ვთქვა თითქოს, დაბრუნების წინ ფანების რეაქციაზე არ ვფიქრობდი და ის ჩემთვის სულერთი იყო. საბედნიეროდ, ხალხმა შესანიშნავად მიმიღო. ამის შემყურეს ერთადერთი, რაც მინდოდა მოედანზე გასვლა და თანაგუნდელების დახმარება, გოლების გატანა იყო.

კარგად მესმის ფანების გაღიზიანების ამბავიც. საკონტრაქტო მოლაპარაკებები საჯაროდ არ უნდა წარმართულიყო. იმან, რომ ამ მოლაპარაკებების შესახებ ყველამ იცოდა, საქმე გაართულა, მაგრამ ჩემი და კლუბის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ მაინც გამოვნახეთ საერთო ენა. გავიგე ჭორებიც, თითქოს მე „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარდა სხვა კლუბებთანაც ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს და „იუნაიტედს“ ასეთი ხერხით დავანიშნინე მაღალი ხელფასი. ეს სისულელე და ტყუილია. მე მოლაპარაკებებს მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ვაწარმოებდი, რადგან მომავალი ამ კლუბთან მაქვს დაკავშირებული“.

სხვათა შორის, კლუბის ბანაკიდან, ამ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით, ორი ხმა გამოვიდა. ერთის თანახმად მიმართვა ალექს ფერგიუსონის იდეაა ანუ რუნის ჩართული კამერის წინაშე ლაპარაკი მწვრთნელმა აიძულა, მეორის თანახმად კი იდეა თავად ფეხბურთელს ეკუთვნის. თუმცა, ასეა თუ ისე, „მანჩესტერ იუნაიტედში“ წარსულის დავიწყება და მხოლოდ მომავალზე ფიქრი გადაუწყვეტიათ. ყოველ შემთხვევაში, როდესაც ფერგიუსონს ჰკითხეს, რატომ არ უხდის მიმართვაში რუნი გულშემატკივარს ბოდიშს, მან უპასუხა, რომ ამ მიმართვის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა.

ვიდეომიმართვაში რუნიმ დეტალურად ილაპარაკა ამერიკაში გატარებულ დღეებზე. ყოველ დღე დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე ვვარჯიშობდიო, ამბობს თავდამსხმელი.

კიდევ, მართალია, ფეხბურთელი პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ მის გარშემო აჟიოტაჟის ატეხვაში მას-მედიას ადანაშაულებს. ის ხაზგასმით ამბობს, რომ თანაგუნდელებთან არასდროს არანაირი პრობლემა არ ჰქონია და ამაში, „რეინჯერსთან“ თამაშის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჯონი ევანსიც დაიმოწმა.

ფერგიუსონმა კი ასე ბრძანა: „უეინ რუნი ფიზიკურად შესანიშნავად არის მომზადებული. მართალია, ბურთით ვარჯიში ჯერ აშკარად აკლია, ორი-სამი თავაშის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება“.

ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა