ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დაცვას დაუნესი მიხედავს

დაცვას დაუნესი მიხედავს

„ვესტ ჰემის“ მწვრთნელის ავრამ გრანტის ასისტენტად უოლი დაუნესი იმუშავებს
რასაც ახლა გეტყვით, ორიოდ დღეში ოფიციალურად გამოცხადდება: „ვესტ ჰემის“ მწვრთნელის ავრამ გრანტის ასისტენტად უოლი დაუნესი იმუშავებს. 49 წლის დაუნესი, რომელსაც ფეხბურთი 1979-1988 წლებში უთამაშია, ხოლო 2002-2004 წლებში „ბრენტფორდს“ წვრთნიდა, სამსახურიდან გაშვებულ ჟელიკო პეტროვიჩს შეცვლის. პეტროვიჩზე ორიოდ დღის წინ ვწერდით - მას ფეხბურთელები ვერ შეეგუენ. მოთამაშეებს მისი არც ქცევა მოეწონათ (ძალიან ქედმაღალი ვინმე ბრძანდებაო) და არც ვარჯიშები - პრემიერლიგაში წარმატების მისაღწევად ყოველ ვარჯიშზე ბოლომდე დახარჯვაა საჭირო, პეტროვიჩი კი ამას ვერ ახერხებდა.

„ჩაქუჩთა“ მეპატრონეებს, დევიდ სალივანსა და დევიდ გოლდს იმედი აქვთ, რომ გრანტი დაუნესის დახმარებით მოხერხებს იმას, რაც პეტროვიჩთან ერთად ვერ შეძლო - აღმოსავლეთ ლონდონელებს პრემიერლიგის ფსკერიდან სადმე, ცხრილის შუაში გადაიყვანს. დაუნესი, ძირითადად, „ვესტ ჰემის“ დაცვის მოსარჯულებლად აიყვანეს სამსახურში - გუნდს მიმდინარე სეზონში 25 გოლი აქვს გაშვებული.

ბოლოს სად მუშაობდა უოლი დაუნესი? „საუთჰემპტონში“ ალან პერდიუს მწვრთნელთა შტაბის ერთ-ერთი წევრი იყო, მაგრამ, აგვისტოში სამსახურიდან გაუშვეს. მანამდე, სტივ კოპელს „რედინგის“ გაწვრთნეში ეხმარებოდა.

შაბათს, 27 ნოემბერს, „ჩაქუჩები“ „აპტონ პარკზე“ „უიგანს“ მასპინძლობენ. „ვესტ ჰემი“, როგორც გითხარით, ბოლო ადგილზეა, „უიგანს“ კი 5 ქულით მეტი აქვს და მე-18 ადგილზე იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შეხვედრას სამკვდრო-საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

არადა, სალივანსა და გოლდს დიდი გეგმები აქვთ. ადრეც გვიხსენებია, რომ მათ, ლონდონის ოლიმპიური სტადიონის შეძენა სურთ და როგორც 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის თავმჯდომარის მოადგილე სერ კით მილსი ბრძანებს, ამის დიდი შანსიც აქვთ - „ვესტ ჰემი“ ამ საქმეში კონკურენტზე, ლონდონის მეორე გუნდ „ტოტენჰემ ჰოთსპურზე“ წინ არის. მოგეხსენებათ, აქ, სტადიონზე ოლიმპიადის შემდეგ გადაბარგებაზეა ლაპარაკი. ცნობისთვის: „ოლიმპიური პარკის მემკვიდრეობის კომპანიამ“ „ჩაქუჩებსა“ და „დეზებს“ შორის გამარჯვებული შობამდე ანუ სულ რაღაც ერთ თვეში უნდა დაასახელოს. მილსმა ბრძანა:

„ვესტ ჰემის წინადადებაში მთავარი ის არის, რომ კლუბი სარბენი ბილიკების ხელუხლებლად დატოვებას აპირებს. თუ ამასთან ერთად გამართული იქნება შემოთავაზების ეკონომიკური მხარეც, ვფიქრობ, მემკვიდრეობის კომპანია „ოლიმპიურ სტადიონს“ სწორედ მას დაუმტკიცებს. „ვესტ ჰემის“ გარდა არის „ტოტენჰემის“ ვარიანტიც, მაგრამ „სფურზის“ შემთხვევაში ოლიმპიელებს სარბენი ბილიკების სხვაგან გადატანა მოუხდებათ.

როდესაც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ჩვენი პროექტი წარვუდგინეთ და ზაფხულის თამაშების მასპინძლობის უფლება მივიღეთ, ერთ-ერთი საკითხთაგანი სწორედ მძლეოსნობის სარბიელის აშენება და ხელუხლებლად დატოვება გახლდათ. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა მკაფიოდ გვითხრა, რომ სჯობს „ოლიმპიური სტადიონი“ ლონდონიდან გარეთ გავიტანოთ, ვიდრე მას სარბენი ბილიკები მოვაშოროთ. მეორე მხრივ, ჩვენ ხელში არ უნდა შეგვრჩეს ეგრეთწოდებული „თეთრი სპილო“ ანუ რაღაც, რისი ფასიც მის რეალურ საჭიროებასა და ღირებულებაზე გაცილებით მეტია“.

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა

დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში

მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია

"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა

"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა

"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია

[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს

"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს

[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა

Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს

უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა