"მილანის" საქმეები შესანიშნავად მიდის, თუმცა არის ერთი რამ, რაც მათ ხასიათს აფუჭებს

"მილანის" საქმეები შესანიშნავად მიდის, მასიმილიანო ალეგრის გუნდი სერია A-ს სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საგზური უკვე მოპოვებული აქვს. მოკლედ, გულშემატკივრები ძალიან კმაყოფილები არიან, თუმცა არის ერთი რამ, რაც მათ ხასიათს აფუჭებს. ეს ფილიპო ინძაგი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. პიპომ "პალერმოსთან" შეხვედრაში მიიღო ტრავმა და როგორც აღმოჩნდა, მეტად სერიოზული. აქამდე ექიმები ვერ სვავდნენ ზუსტ დიაგნოზს, თუმცა იყო ვარაუდები, რომ ინძაგის სეზონის ბოლომდე მოუწევდა ლაზარეთში გადანაცვლება. სამწუხაროდ, ეს ვარაუდო გამართლდა და პიპო მართლაც ძალიან დიდ ხანს იუქმებს. ამის შესახებ ადრიანო გალიანიმ განაცხადა პრესასთან საუბარში:

"ბოლომდე გვქონდა იმის იმედი, რომ ფილიპოს ტრავმა იმდენად სერიოზული არ აღმოჩნდებოდა, მაგრამ რეალობა მეტად მძიმე გამოდგა. ინძაგიმ ჯვარედინი მყესი დაიზიანა და სეზონის ბოლომდე მოედანს ვერ დაუბრუნდება. ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისია, რადგან პიპოს ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი შეუძლია გუნდის გადარჩენა. ასე მოხდა მადრიდის "რეალთან" და საერთოდ, დიდ შეხვედრებში პიპო შეუცვლელია. რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთი და უნდა შევეგუოთ არსებულ რეალობას. მთავარია, თავად გამხნევდეს, ჩვენ ის მომავალ სეზონშიც დაგვჭირდება".

გალიანიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესანიშნავ სათამაშო კონდიციაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მის შესაძენად თავის დროზე ძალღონე არ დაიშურა: "როდესაც ზლატანის ყიდვა გადავწყვიტეთ, ბევრ პრობლემას გადავაწყდით. "ბარსელონაში" ჩასულს სანდრო როსელი შვებულებაში დამხვდა - იბიცაზე ისვენებდა და სატელეფონო საუბარში იბრაჰიმოვიჩის გასხვისება კატეგორიულად იუარა. თუმცა, არ დავნებდით და შედეგი სახეზეა, იბრა "მილანის" ფეხბურთელია. ვერ ვიტყვი, რომ მთელი გუნდი მასზეა დამოკიდებული, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი რომ არის, ამას წყალი არ გაუვა. მისი როლი კიდევ უფრო გაიზარდა, რაც ფილიპო ინძაგი დაშავდა და ლაზარეთში სეზონის ბოლომდე გადაინაცვლა. ზლატანს იერიშის დაგვიერგვინება ბრწყინვალედ გამოსდის, ამასთან, თვითნვე შეუძლია შექმნას სახიფათო მომენტი და ბოლო პასი გააკეთოს. მისი ტრანსფერი გასულ ზაფხულს ჩვენთვის პრიორიტეტული იყო და ბედნიერი ვარ, რომ მიზანს მივაღწიეთ".

გალიანიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევაზე და ზოგადად, იტალიური საკლუბო ფეხბურთის პერსპექტივაზე ილაპარაკა: "ძალიან კარგია, რომ მერვედფინალში უკვე გავედით და ეს ამოცანა ნაადრევად შევასრულკეთ. პლეიოფებამდე მთელი სამი თვეა დარჩენილი და ამ დროში უნდა ვეცადოთ, რომ სერია A-ში კიდევ უფრო განვიმტკიცოთ მდგომარეობა. ძალიან გამახარა იმანაც, რომ "რომამ" მოახერხა "ბაიერნის" დამარცხება. საერთოდ, ევროარენაზე სერია A-ს ყველა წარმომადგენელს ვგულშემატკივრობ, რადგან ისინი იტალიური ფეხბურთის ღირსებას იცავენ. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ რეიტინგის ამაღლებაზე, რათა შერყეული პოზიციები განვიმტკიცოთ. ამიტომ, თითოეული გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე ევროპის ლიგაზე".

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე