გაბრიჩიძე ჯერ ქუთაისში იყო, შემდეგ ფოთში, 28 ნოემბერს კი ბათუმში გაემგზავრება
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ გაბრიჩიძე დასავლურქართული კალათბურთის წრეებს ხვდება. იგი ჯერ ქუთაისში იყო, შემდეგ ფოთში, 28 ნოემბერს კი ბათუმში გაემგზავრება.

მიხეილ გაბრიჩიძემ საინტერესო ამბავი მოგვითხრო:

- შევხვდი ფოთის სპორტსკოლისა და სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს. ვნახე დარბაზი, რომელიც ვეტერანი როლანდ გარუჩავას ხელმძღვანელობით ფოთში საკუთარი ხელით გაარემონტეს: პორტში მოიძიეს ხე-ტყე, რომელიც თავად დახერხეს და ისეთი დარბაზი გამოვიდა, არა მხოლოდ უმცროსების, დიდების თამაშების ჩატარებაც შეიძლება.

ფოთის ხელმძღვანელობამ კალათბურთის მწვრთნელების მონდომება რომ დაინახა, მხარში ამოუდგა და შენობა მერიის ბალანსზე გადაიყვანა. მანამდე იგი ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნოდა, რომელიც, თავის მხრივ, გაგებით მოეკიდა კალათბურთელებისთვის დარბაზის დათმობის საკითხს.

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, დარბაზთან არის შენობა, რომელშიც შეიძლება 40-50-კაციანი სასტუმრო მოეწყოს და კალათბურთის სათამაშოდ ჩასულ სტუმრებს უმასპინძლოს. ასევე, შესაძლებელია, ფოთში საკალათბურთო ინტერნატის ტიპის სკოლა გაიხსნას.

მიხეილ გაბრიჩიძეს ქუთაისზეც ვკითხეთ.

- პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში პირველი გასვლითი შეხვედრები ქუთაისში მქონდა. ამ ქალაქის საკალათბურთო მნიშვნელობასა და ისტორიაზე საუბარს აღარ მოვყვები.

შევხვდი იმერეთის კალათბურთის ფედერაციისა და სპორტსკოლის წარმომადგენლებს. სხვა საკითხებთან ერთად, ვისაუბრეთ დარბაზზე, სადაც მოედნის საფარი არ იძლევა სხვადასხვა მაღალი დონის შეჯიბრების მასპინძლობის საშუალებას.

როგორც მითხრეს, მოედნის გამოცვლა მომავალ წელს იგეგმება და ქუთაისს სრულფასოვანი არენა ექნება. ვერ შევხვდი საკალათბურთო კლუბის წარმომადგენლებს, რომლებთანაც ბათუმიდან დაბრუნების შემდეგ ვისაუბრებ.

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
ახალგაზრდულ ევროპირველობებზე ჩვენი მეტოქეები გამოვლინდა
მიხეილ გაბრიჩიძე არჩევნების შემდეგ: პაატას გვერდში დგომა სჭირდება
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საგანგებო განცხადება
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი პაატა გურასპაულია
პაატა გურასპაული: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს