კამერუნელ ფორვარდს "ზიდანისებური თაურის" გამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო, ისეა "ინტერის" საქმე. მილანური გრანდი ქულებს უხვად ანიავებს და სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მისთვის უჩვეულო მეექვსე ადგილზეა მოკალათებული. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც "ნერაძურიში" მოწოდების სიმაღლეზეა, სამუელ ეტოო გახლავთ, თუმცა "კიევოსთან" პაექრობაში თავი მოიჭრა და საკუთარ იმიჯთან ერთად, "ინტერიც" გვარიანად დააზარალა.

ერთ-ერთ ეპიზოდში, კამერუნელმა ფორვარდმა ემოციები ვერ მოთოკა და ვერონული გუნდის სლოვენიელ უკანახაზელ ბოშტიან ცესარს თავი მუცელში უთავაზა. თუ ეს ეპიზოდი იხილეთ, უთუოდ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალი, ზინედინ ზიდანისა და მარკო მატერაცის საქციელი გაგახსენდებოდათ. მოკლედ, ეტოო არასპორტულად მოიქცა, თუმცა მატჩის არბიტრმა ეს ვერ შეამჩნია და ეტოომ თამაში სრულად ჩაატარა. სამაგიეროდ, სადისციპლინო კომიტეტს არ გამოჰპარვია ეს ეპიზოდი და გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. კამერუნელმა არ გააპროტესტა დისციპლინარების გადაწყვეტილება და პრესასთან საუბარში უბრალოდ ბოდიში მოიხადა:

"ძალიან ვწუხვარ, რომ ემოციები ვერ მოვთოკე და "კიევოს" მცველს ვეუხეშე. ამით პირველ რიგში ჩვენი გუნდი, მწვრთნელი და გულშემატკივრები დავაღალატე. მინდა ბოდიში მოვუხადო მათ და ასევე პრეზიდენტ მასიმო მორატის, რომელიც ყოვეკთვის მხარში მიდგას და დარწმუნებული ვარ, ჩემგან ასეთ რამეს არ მოელოდა. ბოდიშს ვუხდი "კიევოს" მცველს და მსაჯებს, რომლებმაც ეს პიზოდი ვერ შეამჩნიეს და შესაბამისად, მათ გარჯას დაბალი შეფასება მიეცა. ასეთი რამ მომავალში აღარ განმეორდება".

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა