"სიქსერზი" თავის ყოფილ ვარსკვლავს დააფასებს
პირველ მარტს ფილადელფიაში, ადგილობრივი კლუბისა და "ვაშინგტონის" შეხვედრის დროს, ჩატარდება "სიქსერზის" საშინაო არენის - Wells Fargo Center-ის თაღზე ლეგენდარული ალენ აივერსონის 3-ნომრიანი მაისურის აღმართვის საზეიმო ცერემონია.

აივერსონი 2000-იან წლებში "ფილადელფიას" ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი გახლდათ. მასთან ერთად, ეს გუნდი 2001 წელს NBA-ს ფინალში გავიდა, თავად ალენი კი ადგილობრივი გულშემატკივრების ნამდვილი კერპი იყო. ბევრი მოქმედი კალათბურთელი აღიარებს, რომ პროფესიონალებში გადასვლისკენ მათ ალენ აივერსონის მაგალითმა უბიძგა, რომელიც უშიშრად აგროვებდა ქულებს მოკრძალებული ფიზიკური გაბარიტების მიუხედავად (182 სმ, 80 კგ).

აივერსონი "ფილადელფიამ" 1996 წლის დრაფტზე პირველ ნომრად აირჩია. "სიქსერზის" რიგებში მცველმა 722 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 27,6 ქულა დააგროვა. ალენს რამდენიმე ინდივიდუალური პრიზი აქვს მოპოვებული: 1997 წელს გახდა წლის საუკეთესო ახალბედა, 2001 წელს - სეზონის საუკეთესო მოთამაშე, ოთხჯერ იყო რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერი (1999, 2001, 2002, 2005), სამჯერ მოხვდა წლის პირველ სიმბოლურ ნაკრებში (1999, 2001, 2005). მან 11-ჯერ ითამაშე NBA-ს "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა