ოზურგეთის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თასის გათამაშებამ მინი-ფეხბურთში, მოყვარულთა შორის
28 ნოემბერს, ქ. ოზურგეთის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თასის გათამაშებამ მინი-ფეხბურთში, მოყვარულთა შორის.

ტურნირზე საქართველოს ყველა რეგიონი თითო-თითო გუნდითაა წარმოდგენილი (თბილისი, გორი-შიდა ქართლი, რუსთავი-ქვემო ქართლი, ახალციხე - სამცხე-ჯავახეთი, ლაგოდეხი - კახეთი, ზუგდიდი - სამეგრელო, წეროვანი - სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი, ჭიათურა - იმერეთი, ბათუმი - აჭარა, ონი - რაჭა, ნატახტარი - მცხეთა-მთიანეთი); მხოლოდ მასპინძლები, გურულები ასპარეზობენ ორი გუნდით (ლანჩხუთი და ოზურგეთი).

14 გუნდი ორ 7-გუნდიან ჯგუფში, დასავლეთისა და აღმოსავლეთის პრინციპით არის გადანაწილებული. წრიული სისტემის შემდეგ ჯგუფებში პირველ ადგილზე გასულები ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს, ხოლო მეორეადგილოსნები ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.

ტურნირის გამარჯვებული, მედლებთან ერთად, 3000 ლარით დაჯილდოვდება; მეორეადგილოსანს 2000 ლარი გადაეცემა, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი 1000 ლარს დაისაკუთრებს. გამორჩეული გუნდები და ფეხბურთელები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. ფინალური შეხვედრები 30 ნოემბერს გაიმართება.

28.11.2013 - პირველი სათამაშო დღე:

აღმოსავლეთის ლიგა:

გორი - წეროვანი 2-2

ნატახტარი - რუსთავი 1-2

თბილისი - ლაგოდეხი 1-2

გორი - რუსთავი 0-3

წეროვანი - ნატახტარი 0-2

თბილისი - ახალციხე 4-2

გორი - ნატახტარი 0-7

წეროვანი - რუსთავი 1-0

ლაგოდეხი - ახალციხე 1-1

დასავლეთის ლიგა:

ზუგდიდი - ლანჩხუთი 2-0

ოზურგეთი - ბათუმი 1-0

აფხაზეთი - ჭიათურა 0-0

ზუგდიდი - ბათუმი 2-2

ლანჩხუთი - ოზურგეთი 0-2

აფხაზეთი - ონი 2-0

ზუგდიდი - ოზურგეთი 0-2

ლანჩხუთი - ბათუმი 1-0

ჭიათურა - ონი 4-2

ტურნირი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და ეროვნული ფედერაციის - "სპორტი ყველასათვის" ორგანიზებით იმართება.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა