მიხეილ კობეშავიძის გუნდმა "მაქაბი" ზედმეტი გართულებების გარეშე დაამარცხა
ბათუმში მე-7 ტურის მეორე მატჩი გაიმართა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა "მაქაბის" უმასპინძლა და ზედმეტი გართულებების გარეშე - 110:79 დაამარცხა.

მიხეილ კობეშავიძის გუნდმა სეზონში მე-5 გამარჯვება მოიპოვა და სანამ ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართებოდეს, გათამაშების ცხრილს სათავეში მოექცა.

თუკი "მაქაბიმ" პირველ მეოთხედში წინააღმდეგობა გაუწია "ბათუმს", მეორე პერიოდში მასპინძლებმა უპირატესობა სრულად მოიპოვეს და დიდი შესვენებისთვის 24 ქულის სხვაობით - 59:35 დაწინაურდნენ.

მატჩის ბედი გარკვეული იყო, საკითხავი ისღა იყო დარჩენილი, თუ რა სხვაობით იმარჯვებდა "ბათუმი". მასპინძლებმა საბოლოოდ 31 ქულით მოიგეს, რითაც ცხრილში პირველ ადგილზე აინაცვლეს.

ბათუმელთა შორის, ტრადიციულად, ლეგიონერები გამოირჩნენ. 26 ქულითა და 10 პასით ჯუნიორ ქედუგინი გახდა საუკეთესო, 25 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა ჯერემი სეფოლდს, ხოლო ჯემი ჯექსონის ანგარიშზე 23 ქულა დაგროვდა. ბათუმელთაგან საუკეთესო ქართველი ლაშა კეშელავა იყო 11 ქულით.

რაც შეეხებათ მაქაბელებს, 23 ქულითა და 9 მოხსნით გიორგი ფერიაშვილი გამოირჩა, ლევან რევაზაშვილმა პირად ანგარიშზე 22 ქულა და 8 მოხსნა ჩაიწერა, ხოლო ორმაგი დუბლი მაიზერ რევაზაშვილმა მიითვალა - 10 ქულა, 13 მოხსნა.

მე-7 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა 30 ნოემბერს, სპორტის სასახლეში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

მიხეილ კობეშავიძე ("ბათუმის" მთავარი მწვრთნელი):

"გუნდების ძალების თანაფარდობიდან გამომდინარე, დღევანდელ მატჩში, რა თქმა უნდა, არ იყო ბრძოლა. ამიტომ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და ყველა კალათბურთელს მივეცით სათამაშო დრო".

ჯამლეტ ხუხაშვილი ("მაქაბის" მთავარი მწვრთნელი):

"როგორც მოსალოდნელი იყო, დღევანდელი შეხვედრა ბათუმის გამარჯვებით დასრულდა. ეს გუნდი თავისი შემადგენლობით უძლიერესია სუპერლიგაში და ვფიქრობ, მედლების ერთ-ერთი კანდიდატია.

რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მოგეხსენებათ, გიორგი რევაზაშვილი 1 თვე ვერ დაეხმარება ჩვენს გუნდს, რომლის გარეშეც, რა თქმა უნდა, ყველა მეტოქესთან არადამაკმაყოფილებელ შედეგს ვაჩვენებთ. ამიტომ ველოდებით იმ დროს, როცა სამივე რევაზაშვილი (გიორგი რევაზაშვილი, ლევან რევაზაშვილი და მაიზერ რევაზაშვილი) დადგება მოედანზე და ყველა გუნდთან ბოლომდე ვიბრძოლებთ.

უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ბევრს ვმუშაობთ მაიზერ რევაზაშვილზე, რომელიც ჯერ 17 წლისაც არ არის და უკვე 208 სანტიმეტრი სიმაღლისაა. სასიხარულოა, რომ დღეს მან ჩვენს გუნდში ერთადერთი ორმაგი დუბლი შეასრულა და 10 ქულა და 13 მოხსნა მოგვიტანა".

წყარო: superleague.ge

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან
საქართველოს ნაკრების გზა 2021 წლის ევრობასკეტამდე - ნაწილი III
ძიუდოს აკადემიამ სკოლის მოსწავლეთა შორის კარატეში საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლა [PHOTO]
სუპერლიგა 2017/18: "სოხუმი" უკრაინელებითა და მიხეილ კობეშავიძით
"ᓑᓐᓗᓣᓛᓘᓡ" ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓘ: ᓑᓐᓗᓣᓛᓘᓡ ᓛᓔᓠᓘᓐ ᓨᓔᓫᓚᓔᓑᓘᓡᓓᓐᓒᓕᓐᓠᓐᓓ ᓒᓕᓔᓮᓛᓐᓠᓔᓑᓐ
ბათუმი-რუსთავი 102:74 - დაგეგმილი გამარჯვება
საქართველოს თასი. 1/2 ფინალი. "რუსთავმა" და "დინამომ" იმარჯვეს
ჯამლეტ ხუხაშვილი: შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე ვერ მოვხვდეთ, მაგრამ...
ქუთაისი-ბათუმი 90:73 - უშეღავათო ბრძოლა
ბათუმი-დინამო 59:72 - მასპინძლები უბრძოლველად დამარცხდნენ
3×3 კალათბურთის ფედერაციის პრეზენტაცია სპორტისა და კულტურის სამინისტროში
საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ხორვატიასთანაც დამარცხდა
"უნდა მიგვეცა საშუალება, გამოესწორებინათ შეცდომა, თავისუფლებაზე და არა ციხეში ყოფნის დროს"
დავით უსტიაშვილის ხელმძღვანელობით "ბათუმმა" პირველი მატჩი ქუთაისში მოიგო