სერ ალექს ფერგიუსონის ასისტენტის სკანდალური განცხადება
მაიკლ კრისტოფერ ფელანმა ერთგვარი "ქამინგ აუთი" გააკეთა და სკანდალურად განაცხადა - რა სერ ალექს ფერგიუსონი, რის სერ ალექს ფერგიუსონი, ბოლო 5 წელია "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი მე ვიყავიო...

ამ 51 წლის ინგლისელს მაიკ, მიკ, მიკი... ფელანს ალბათ "იცნობთ", იგი 2008 წლის შემდეგ, ფერგიუსონის თანაშემწედ მუშაობდა. სერ ალექსის ნაცვლად პრესკონფერენციაზეც ყოფილა და ისიც ხშირად გვინახავს, მატჩისას როგორ უთათბირიათ ერთმანეთთან მწვრთნელსა და ასისტენტს. თუმცა ფელანს თუ ვენდობით, კიდევ საკითხავია ვინ იყო მწვრთნელი.

სხვათა შორის, სათამაშო კარიერისას, მას ფერგიუსონის შეგირდადაც უბურთავია, 1989-1994 წლებში და რამდენიმე ტიტულის მოგებაც მოასწრო "წითელ ეშმაკებთან" ერთად. მისი კარიერა "ბარნსლიში" დაიწყო, შემდეგ იყო "ნორვიჩი", რომელმაც მოგვიანებით ნახევარმცველი კლუბის დიდების დარბაზშიც შეიყვანა და ბოლოს, "იუნაიტედის" შემდგომ, ერთი სეზონი "ვესტ ბრომვიჩ ალბიონში". მას მერე, ფელანი დიდ ფეხბურთში აქტიურად არ გამოჩენილა, სანამ 2008 წელს კარლოს კეირუშის შემცვლელად არ დანიშნეს.

"თავს ბოსად ვგრძნობ, ეს ბუნებრივიცაა, სწორედ ამით ვიყავი დაკავებული უკანასკნელი ხუთი წელიწადი, მაგრამ ასისტენტის სტატუსით. რასაკვირველია, მთლიანობაში ყველაფრის სათავეში ფერგიუსონი იდგა და სახე ის იყო.

იგი რომ დიდი გადაწყვეტილებებების მიმღები არ ყოფილიყო, ვერ აღმოჩნდებოდა იქ, სადაც ახლა არის, მაგრამ პირველი სწორედ თავად აღიარებს, რომ ბოლო წლების წარმატებებში სხვებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. ჩვენ არ ვჩანდით და პატივისცემის ნიშნად ხმასაც არ ვიღებდით, ასეც უნდა ყოფილიყო, ჩემი მხრიდან არანაირი პრობლემა არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით. ახლა თავისუფლად იმიტომ ვლაპარაკობ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" წევრი აღარ ვარ.

ჩემთვის პროგრესია, რომ უპრობლემოდ შემიძლია მთავარ მწვრთნელად ვიმუშავო და თუ საინტერესო შემოთავაზებას მივიღებ, სიამოვნებით დავთანხმდები მას. არ ვამბობ, რომ "მანჩესტერში" ვისწავლე ყველაფერი, მაგრამ იქ რომ ხარისხი ავიმაღლე ეს ფაქტია" - განაცხადა ფელანმა.

შესაძლოა ამ ადამიანმა სათანადო დაფასება ვერ მიიღო და ცოტა განაწყენებულიცაა. დევიდ მოიესის მისვლის მერე, "ევერტონის" ყოფილმა თავკაცმა ბევრი რამ შეცვალა და სამწვრთნელო შტაბიც გადაახალისა. ეს ფელანსაც შეეხო, რომელიც გაუშვეს. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ გაბრაზება ნაკლებადაა შუაში და ფელანს უბრალოდ სამსახურის პოვნა და ოფიციალურად მთავარ მწვრთნელად სურს თავის მოსინჯვა.

"მოკლედ, ვაპირებ ფეხბურთის დიდ და მრისხანე სამყაროში გამოვჩნდე. ხალხი, რომლებიც მწვრთნელებსა და მენეჯერებს ეძებენ, შესაძლოა არც მიცნობენ ან ისე მიცნობენ, როგორც - მიკ ფელანს, მწვრთნელის ასისტენტს. მათ არ იციან ამ წლების მანძილზე რას ვაკეთებდი, რას მივიღე და რას მივაღწიე. ამიტომაც მინდოდა ეს ყველაფერი მეთქვა" - გვეუბნება ფელანი.

ერთი სიტყვით, ფელანის თქმით, იგი ფაქტობრივად "ფარულ აგენტად" მუშაობდა, ახლა კი ჩრდილში ყოფნა მობეზრდა და სინათლეზე გამოვიდა. საინტერესოა რა გამოხმაურება მოჰყვება მის კომენტარებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ბანაკში და იტყვის თუ არა რამეს თავად ფერგიუსონი.

ისე, ფელანს იმედი უნდა ჰქონდეს, რომ სამუშაოს მალე იპოვნის, რადგან სულ ახლახან მისი კოლეგა და "იუნაიტედის" კიდევ ერთი კადრი რენე მიოლენსტენი "ფულემში" მიიყვანეს მწვრთნელად. იგი თანამემამულე მარტინ იოლს უნდა დაეხმაროს, რადგან "კოტეჯელთა" მენეჯერს სერიოზული პრობლემები აქვს და მოხსნის პირასაა. თუმცა თავად ფელანი ჯერჯერობით რადიოსა და ტელევიზიებში სტუმრობებითაა დაკავებული. ვნახოთ, რამდენად გაამართლებს საკუთარი თავის ასეთი პიარი. ახლახან იგი დუბლინს ესტუმრა და საუბრობდნენ იმაზეც, რომ შესაძლოა შემოთავაზება რომელიმე ირლანდიური კლუბისგანაც მიიღოს.

"მზად ვარ მივიღო წინადადებები ინგლისიდან, პრემიერლიგა იქნება, ჩემპიონშიპი თუ უფრო ქვედა ლიგები. ასევე უცხოეთიდან, თუნდაც ირლანდიიდან, სადაც მუშაობა ინგლისელისთვის განსხვავებული რამაა. არავისადმი არ მაქვს აგდებული დამოკიდებულება, ყველას პატივსვცემ და თავს ყველგან კარგად ვიგრძნობ, მთავარი საქმე და კლუბის გეგმებია" - დასძინა ფელანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალექს ფერგიუსონის 45 შეცდომა

damrtkmeli
კი მაგრამ წავიდა სერ ალექსი და რატომაა ქვემოთ მანჩესტერი?
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] გადაირია, კვლავ საოცრებები აკეთა - კვარაცხელიას პენალტის ამღები ჩრდილო ირლანდიელი მეკარის მორიგი გმირობა
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
"ვესტ ჰემს" მაგუაიერი სურს - ტრანსფერს პირადად მოიესი ითხოვს
ინგლისი. პრემიერლიგა. XIII ტური: რეკორდული უქმეები [VIDEO]
ირანის ნაკრების ფეხბურთელმა აუტის ჩაწოდება ორიგინალურად სცადა, თუმცა... [VIDEO]
"ტრაბზონის" სპორტული დირექტორი: შოთამ ხუთი ენა იცის, დიახ, მისი დანიშვნა გვსურს
რონალდო: ფერგიუსონი ჩემი საფეხბურთო მამაა
კარლოს კეირუში გაათავისუფლეს
ფერგიუსონის ყოფილ ასისტენტთან ერთად - ტენ ჰაგმა სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
კარლოს კეირუში: რონალდო იმიტომ არ გააძევეს, რომ ვარსკვლავია?
გამორჩეული სპორტსმენები, რომლებიც ელისაბედ მეორემ დააჯილდოვა
"ევერტონმა" დაიჩი გაათავისუფლა, "კანფეტებს" დიდი ალბათობით, მოიესი ჩაიბარებს
რუსეთისკენ მსვლელობა დაიწყო - მოსკოვში პირველი ირანის ნაკრების თვითმფრინავი დაეშვა
"სინამდვილეში, რონალდინიოს ყიდვას ვაპირებდით, ფერგიუსონი სრულიად განადგურებული იყო..." - ფერდინანდმა გაიხსენა, როგორ შედგა კრიშტიანოს ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში"
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტანდარტები დაბლა დასწია" - დევიდ მოიესმა "წითელ ეშაკებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ოფიციალურად: მოიესმა "ევერტონი" მეორედ ჩაიბარა
ᓐᓠᓒᓔᓜᓢᓘᓜᓐ-ᓘᓠᓐᓜᓘ 1:0 - ᓛᓔᓡᓘᓡ ᓡᓐᓛᓥᓣᓚᓘᓐᓜᓘ [VIDEO]
"ის ყველაზე მამაცი ფეხბურთელი იყო, ვინც კი მინახავს" - სერ ალექს ფერგიუსონი
ხაბი ალონსომ შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბი ჩაიბაროს
კვლავ ნაკრებს გაწვრთნის - კარლოს კეირუშმა ახალი სამუშაო იპოვა