ქართველმა დიდოსტატმა რუსეთის სუპერფინალში ლიდერობა დათმო

რუსი დიდოსტატი ალისა გალიამოვა ტიტულოვანი მოჭადრაკეა: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა, მრავალი საერთაშორისო შეჯიბრებისა და რუსეთის ჩემპიონატის შარშანდელი სუპერფინალის გამარჯვებულმა წლეულს თავისი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა მოიგო. ამჯერად იგი წარმატებით გამოდის რუსეთის მე-60 ჩემპიონატის სუპერფინალში.

გუშინ მე-8 ტურში გულშემატკივართა და სპეციალისტთა ყურადღების ცენტრში სწორედ გალიამოვას და ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერის ნაზი პაიკიძის შეხვედრა აღმოჩნდა. თეთრებით ახალგაზრდა ქართველი დიდოსტატი თამაშობდა. მართალია, მან მედგარი წინააღმდეგობა გაუწია გამოცდილ მეტოქეს, მაგრამ ბოლომდე გამკლავება მაინც ვერ შეძლო და 83-ე სვლაზე დამარცხდა.

დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ტატიანა კოსინცევა-ალექსანდრა კოსტენიუკი 1:0, სვეტლანა მატვეევა-ნატალია პოგონინა 0,5:0,5, ვერა ნებოლსინა-ოლგა გირია 0,5:0,5, ვალენტინა გუნინა-ტატიანი შადრინა 0:1, ნადეჟდა კოსინცევა-ანასტასია ბოდნარუკი 0:1.

რვა ტურის შემდეგ: გალიამოვა-5,5, პაიკიძე, პოგონინა, ტ. კოსინცევა-5-5, ნ. კოსინცევა, ბოდნარუკი, შადრინა, კოსტენიუკი, ნებოლსინა-4-4, გირია-3, გუნინა-2,5, მატვეევა-2 ქულა.

დღეს მე-9 ტურში ითამაშებენ: პოგონინა-ნ. კოსინცევა, შადრინა-ტ. კოსინცევა, გირია-გუნინა, გალიამოვა-ნებოლსინა, ბოდნარუკი-პაიკიძე, კოსტენიუკი-მატვეევა.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე