8 თერთმეტმეტრიანი ერთ ტურში... ბოლოს ამდენი 14 წლის წინათ დაინიშნა
ბუნდესლიგის მე-14 ტურში იმდენი პენალტი დაინიშნა, რამდენიც ბოლო 14 წლის განმავლობაში გერმანიის ჩემპიონატის არცერთ ტურში არ დანიშნულა. მსაჯებმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ, ჯამში, რვაჯერ მიუთითეს - სწორედ ამდენი პენალტი დაინიშნა 1999/2000 წლების სეზონის მეორე ტურშიც. ყველაზე მეტი პენალტი კი ბუნდესლიგის ისტორიაში 1971/72 წლების სეზონის ერთ-ერთ ტურში დაფიქსირდა - 12.

პოზიტივები

- მარტო "მაინცისა" და "დორტმუნდის" მატჩში, რომელიც "ბორუსიამ" 3:1 მოიგო, მსაჯმა დენიზ აითექინმა სამი პენალტი დანიშნა. სამივე თერთმეტმეტრიანი - აბსოლუტურად სამართლიანად. დორტმუნდელებმა სწორედ დასკვნით ფაზაში, რობერტ ლევანდოვსკის მიერ გატანილი ორი პენალტით მოიგეს.

- ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მეოთხედ მოხდა ისე, რომ ლევანდოვსკიმ ერთ მატჩში მინიმუმ ორი გოლი გაიტანა. საერთო ჯამში კი, პოლონელის ანგარიშზე 11 გოლია, რითაც რობერტი ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.

- "ჰოფენჰაიმისა" და "ვერდერის" მატჩი შესანიშნავი საფეხბურთო სპექტაკლი იყო, რომელიც 4:4 დამთავრდა და იქაც სამი თერთმეტმეტრიანი ვიხილეთ. სეიად სალიჰოვიჩმა დუბლი სწორედ პენალტებით შეასრულა (მეორე პანენკას სტილში დაარტყა). აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ სალიჰოვიჩმა გოლი კევინ ფოლანდსაც გაატანინა.

- ბრემენელები "ჰოფენჰაიმთან" ორჯერ ორბურთიანი სხვაობით აგებდნენ და მაინც მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, რისთვისაც, ცხადია, ქებას იმსახურებენ. "მუსიკოსებისგან" საუკეთესო აარონ ჰანტი გახლდათ, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს ჯერ (ასევე პენალტით) სხვაობა შეამცირა, მერე კი, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ელჯერო ელიასაც გაატანინა.

- ამ ტურში გოლი ასევე პენალტით გაიტანა ჯეფერსონ ფარფანმაც - "შალკემ" "შტუტგარტს" 3:0 მოუგო, ფარფანის პენალტი კი მეორე გახლდათ. მანამდე სწორედ ჯეფერსონმა გახსნა ანგარიში.

- "ბრაუნშვაიგთან" 2:0-ზე მოგებულ მატჩში ტიაგო ალკანტარამ "ბაიერნის" ფორმით მოედანზე 90 წუთი პირველად გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გვარდიოლას ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი ბურთს 154-ჯერ შეეხო და რეკორდმაისტერის თითქმის ყველა შეტევაში მონაწილეობდა.

- მატჩის გმირი კი არიენ რობენი გახლდათ, რომელმაც ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მეხუთე და მეექვსე გოლები გაიტანა. ეს რობენის კარიერაში საიუბილეო, რიგით მე-500 ოფიციალური მატჩი იყო.

- "მანჩესტერ იუნაიტედთან" გადატანილი შოკის (0:5) შემდეგ "ლევერკუზენის" წინა ხაზი ისევ ამოქმედდა. სიდნი სემის არყოფნაში, ჰეონ-მინ სონმა დუბლი შეასრულა (მეხუთე და მეექვსე გოლები ამ სეზონში), შტეფან კისლინგმა კი მე-9 გოლი გაიტანა.

- მიონხენგლადბახის "ბორუსია" საკუთარ მოედანზე ისევ აუღებელ ციხესიმაგრედ რჩება და პირადი რეკორდიც დაამყარა. "ფრაიბურგთან" რაფაელის გოლით მოპოვებული გამარჯვება (1:0) "გლადბახისთვის" ამ სეზონის მეშვიდე საშინაო მატჩში მეშვიდე მოგება გახლდათ, რაც თავის დროზე (70-იან წლებში) თვით ლეგენდარულმა "გლადბახმაც" კი ვერ შეძლო.

- ჰანოვერელებმა და მათმა თავკაცმა მირკო სლომკამ შვებით ამოისუნთქეს: "აინტრახტთან" მოპოვებული გამარჯვება (2:0) "ჰანოვერისთვის" მეექვსე ტურის შემდეგ პირველი მოგება გახლდათ.

ნეგატივები

- აი, "აინტრახტი" კი უკვე სავალალო მდგომარეობაშია. არმინ ფეეს გუნდმა ევროპალიგის ჯგუფური ეტაპი კი გადალახა, მაგრამ ბუნდესლიგაში 14 ტურის შემდეგ მე-15 ადგილზეა და დღევანდელი გადასახედიდან, გადარჩენისთვის უნდა იბრძოლოს.

- "ნიურნბერგი" "ლევერკუზენთან" 0:3-ის შემდეგ ისევ მოუგებელია. გუნდს 14 ტურის შემდეგ მოგება არ ჰქონდეს, ეს ბუნდესლიგის ისტორიაში მხოლოდ მესამე შემთხვევაა. უკვე ცხადია, რომ ფრანკებს ახალი მწვრთნელის (გერტიან ვერბეეკი) დანიშვნამაც ვერ უშველათ.

- "მაინცისა" და "დორტმუნდის" შეხვედრაში, ფინალურ სასტვენამდე 12 წუთით ადრე ტაბლოზე 1:1 ენთო და მაინცელებმა ეს ანგარიში რომ ვერ შეინარჩუნეს, ეს, პირველ რიგში, ელკინ სოტოს ბრალია, რომელმაც საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელით ჩამოხსნა...

- "ჰოფენჰაიმს" და "ვერდერს" დაცვის ხაზი არ უვარგათ, რაზეც მათ შორის გაჩაღებული თვალსასეირო ბურთაობის საბოლოო შედეგიც ნათლად მეტყველებს - 4:4.

- ლევერკუზენელმა გონსალო კასტრომ "ნიურნბერგთან" საკმაოდ კარგად ითამაშა, მაგრამ მარკუს ფოილნერს ისე ეუხეშა, რომ "ნეგატივებში" მოხვდა. კასტროს ძალიან გაუმართლა, მოედნიდან რომ არ გააძევეს.

- ბრაუნშვაიგელები "ბაიერნს", რა თქმა უნდა, დაცვაში ჩაუსხდნენ, მაგრამ მათი გეგმა უკვე 111-ე წამზე ჩაიშალა - რობენმა ანგარიში გახსნა.

- სამაგიეროდ, დაცვაში მთელი მატჩის განმავლობაში შესაშურად კარგად იდგნენ აუგსბურგელები. "ჰერტამ" მათი ბეტონის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო - 0:0.

- "შტუტგარტი" "შალკესთან" 0:3 განადგურდა, რაც შვაბებისთვის ზედიზედ მეორე წაგება გახლდათ და ევროპის ზონას უკვე 7 ქულით ჩამორჩებიან.

XIV ტურის სიმბოლური ნაკრები, ლელოს ვერსიით

(4-2-3-1)

XIV ტურის გმირი

არიენ რობენი (ბაიერნი)

მისი უშუალო მეურვე ნორმან თოიერკაუფი მატჩის შემდეგ მართლა ცუდად იყო. თოიერკაუფისთვის ეს ბუნდესლიგაში მე-12 შეხვედრა გახლდათ და მაინცდამაინც საუკეთესო ფორმაში მყოფ არიენ რობენთან მოუხდა ჭიდილი და რა გასაკვირია, რომ მაგრად დაიჩაგრა. რობენი მას თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში კატა-თაგვობანას ეთამაშებოდა. ჰოლანდიელი, რომელმაც დუბლი შეასრულა, მართლაც ბრწყინვალე ფორმაშია.

საუკეთესო ფეხბურთელები

"კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება

1. არიენ რობენი ბაიერნი 12 2.19

2. ფრანკ რიბერი ბაიერნი 11 2.20

3. მარკო როისი დორტმუნდი 14 2.43

4. ფილიპ ლამი ბაიერნი 13 2.50

5. სიდნი სემი ლევერკუზენი 13 2.50

6. სვენ ულრაიხი შტუტგარტი 11 2.50

7. ტონი კროოსი ბაიერნი 14 2.55

8. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 14 2.57

9. პიერ-მიშელ ლასოგა ჰამბურგი 10 2.63

10. მაქს კრუზე გლადბახი 14 2.64

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა

1. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 14 11 5 16

2. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 14 9 4 13

3. მაქს კრუზე გლადბახი 14 7 6 13

4. ალექსანდრუ მაქსიმი შტუტგარტი 12 4 8 12

5. მარკო როისი დორტმუნდი 14 7 5 12

6. სიდნი სემი ლევერკუზენი 13 7 5 12

7. რაფაელ ვან დერ ვაარტი ჰამბურგი 12 6 6 12

8. რაფაელი გლადბახი 14 7 4 11

9. ადრიან რამოსი ჰერტა 14 7 4 11

10. ფრანკ რიბერი ბაიერნი 11 4 7 11

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გერმანია. ბუნდესლიგა. XIV ტური: გაუთბეთ რობენს ფეხები! [VIDEO]

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
დიდი ისტორიის დასასრული - მარკო როისი ზაფხულში "დორტმუნდს" დატოვებს
ემოციური კადრები - "სიგნალ იდუნა პარკი" მარკო როისს დაემშვიდობა [VIDEO]
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
იურგენ კლოპი: "ლივერპულს" ვურჩიე, ეს ფეხბურთელი არ შეეძინა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
10 მილიონი ევრო სეზონში - ლევანდოვსკი თურქეთში გადაბარგებასთან ახლოსაა
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
12 წლის შემდეგ - მარკო როისი პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ფერანი რჩება - "ბარსელონა" ტორესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
როისი რჩება - "დორტმუნდი" ფეხბურთელს ხელფასს მნიშვნელოვნად უმცირებს
ხვალ კლოპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელად გამოაცხადებენ
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
როისი, სავარაუდოდ, MLS-ს მიაშურებს
არიენ რობენმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო
"დორტმუნდმა" მარკო როისს კონტრაქტი გაუგრძელა
"წამოდი პარიზში, როგორც ჯოკერი..." - მიულერი ყოფილ თანაგუნდელს დაბრუნებას ულოცავს და პარიზში ეპატიჟება
"ამ სამუშაოს ჩემთვის კი არა, თქვენთვის დავთანხმდი. თუ ჩემს ოჯახს მიწასთან გაასწორებთ..." - კლოპმა გერმანიის ნაკრები ჩაიბარა
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
არიენ რობენი დეკემბრამდე ვერ ითამაშებს
არიენ რობენი დაბრუნდა! [VIDEO]
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა