"საერთოდ, რუსეთის პირველ ლიგაში თამაში ძნელია. ფეხბურთელები ბევრს, მაგრამ უაზროდ დარბიან"
გოგიტა გოგუა ხაბაროვსკის "სკა ენერგიას" ლიდერი და წამყვანი მოთამაშე გახდა. გუნდი თუ იგებს, რუსული მედია ყოველთვის 30 წლის ქართველის თამაშს გამოარჩევს. მან 19 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და "ვანდივიზიონმა" ლიგის სიმბოლურ ნაკრებში 4-ჯერ დაასახელა.

შევიტყვეთ, რომ გოგუას მიმართ ინტერესი რუსეთის პრემიერლიგის კლუბებმა გამოიჩინეს და ხაბაროვსკელებთან მოლაპარაკებაც დაიწყეს, მაგრამ "სკა ენერგიას" ხელმძღვანელობა მაისამდე გაფორმებული კონტრაქტის დარღვევასა და ქართველი ნახევარმცველის გაშვებას არ აპირებს.

თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ დგას დღის წესრიგში. საქმე ისაა, რომ ამჟამად ხაბაროვსკული კლუბი ლიგაში მე-8 ადგილზეა და მართალია, პრემიერლიგაში გადასვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებს, მაგრამ ეს მაინც მიზერული იმედია; ამავე დროს, გავარდნის საფრთხეც აღარ ემუქრება.

ძნელი სათქმელია, ასეთ დროს, ხაბაროვსკელები წამყვანი მოთამაშის ტრანსფერზე უარს რატომ უნდა ამბობდნენ.

ვითარებიდან ისე ჩანს, რომ კლუბი ვაჭრობს. სხვათა შორის, გოგუამ "ვანდივიზიონთან" ინტერვიუში რუსეთის პირველი ლიგა ასე დაახასიათა:

"მინდა, პრემიერლიგაში დავბრუნდე, მაგრამ ეს ჯერ ვერ მოვახერხე. საერთოდ, პირველ ლიგაში თამაში ძალიან ძნელია. ეს როგორ ავხსნა... ფეხბურთელები ბევრს, მაგრამ უაზროდ დარბიან".

ამავე დროს, შევიტყვეთ, რომ შესაძლოა, მალე "სკა ენერგიაში" კიდევ ერთი ქართველი გადავიდეს. მისი გვარი ჯერ ვერ დავაზუსტეთ, მაგრამ ლაპარაკია საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ერთ-ერთ ფეხბურთელზე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

guja_kakhadze
წარმატებები! მე მჯერა ამ კაცის!!!!
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
გოჩა ხოჯავა ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" აღარ ითამაშებს
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
პოლონელების ლოდინს ნაღდი ვამჯობინე - გიორგი ნავალოვსკი რუსეთში ბრუნდება
კახა ალადაშვილმა "სახალინს" ეფექტური ჯარიმა გაუტანა [VIDEO]
სავარაუდო ტრანსფერი: გიორგი ილურიძეც ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" მიდის
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
"...ვაგებთ და გინებით გვიკლებენ. ძლივს გრანდთან მოვიგეთ და ამბობენ, გაუვარდათო"
კახა ალადაშვილი და გოგიტა გოგუა ხაბაროვსკის "სკა ენერგიას" ტოვებენ
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა