წლის შემაჯამებელი ტურნირის რვა მატჩში ერთი სამსეტიანი ბრძოლა შედგა

წლის შემაჯამებელ ტურნირზე ორი ტური გავიდა და აქამდე ჩატარებულ რვა მატჩიდან მხოლოდ ერთში გაიმართა სამსეტიანი ბრძოლა, დანარჩენი შეხვედრები კი ორ პარტიაში დასრულდა. გამონაკლისი არ ყოფილა B ჯგუფის მეორე ტურის მეორე მატჩი შვედ რობინ სიოდერლინგსა და ესპანელ დავიდ ფერერს შორის. ორივე ჩოგბურთელმა პირველი ტურის მატჩი დათმო და ამიტომაც უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდათ.

პირველი მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად სიოდერლინგმა სრულად აამუშავა თავისი მთავარი იარაღი - მოწოდება და ამის ხარჯზე იოლად იღებდა საკუთარ მოწოდებებს, თუმცა თანაბარი ანგარიში პირველი სეტის ბოლომდე შენარჩუნდა. როცა ყველას ეგონა, რომ ტაი-ბრეიკი გარდაუვალი იყო, ფერერმა მოულოდნელად თამაშს უკლო. მისი ჩავარდნა მე-12 გეიმს დაემთხვა, რომელშიც თავად იყო მოწოდებაზე. ამ გეიმში სკანდინავიელმა სამი სეტბოლი გაანიავა, მაგრამ მეოთხე ცდა წარმატებული გამოდგა - 7:5.

მეორე სეტში რობინმა კიდევ უფრო ადრე შეძლო თავისი უპირატესობის რეალიზება და მეოთხე გეიმში აღებული ბრეიკით თითქოსდა გადაწყვიტა მატჩის ბედი - 5:2. სიოდერლინგს ორი ქულა აკლდა გამარჯვებამდე, მაგრამ მეტოქის გეიმი დათმო, თუმცა ეს მისთვის ტრაგედია არ ყოფილა, რადგან მანამდე ესპანელს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია და წესით, რობინს არ უნდა გასჭირვებოდა მატჩზე ჩაწოდება. მიუხედავად ამისა, ფერერმა შეძლო პირველი ბრეიკის აღება და შეხვედრისთვის ინტრიგის დაბრუნება. ამ სეტის ფინალიც წინა პარტიის დასასრულს ჰგავდა - 5:6-ზე ესპანელი იყო მოწოდებაზე, რომელმაც ისევ ვერ გადაგდა ბოლო ნაბიჯი ტაი-ბრეიკამდე. 7:5, 7:5 სიოდერლინგის სასარგებლოდ.

ფერერმა მეორე მატჩი წააგო ჯგუფში, მაგრამ ჯერ არ დაუკარგავს ნახევარფინალში გასვლის შანსი. თუ დავიდი დღეს ორ სეტში მოუგებს ენდი მიურეის, ხოლო როჯერ ფედერერი ანალოგიურად დაამარცხებს სიოდერლინგს, მაშინ სამ ჩოგბურთელს თითო მოგება ექნება სეტების ერთნაირი შეფარდებით - 2:4. ამ შემთხვევაში დაითვლიან გეიმების რაოდენობას და მაშინ თეორიული შანსი ფერერსაც მიეცემა. ხოლო თუ ორივე მატჩი საპირისპირო შედეგით დასრულდა, ამ შემთხვევაში სიოდერლინგს, მიურეისა და ფედერერს ექნებათ ორ-ორი მოგება და სეტების შეფარდება - 4:2. მსგავსი სიტუაცია იყო შარშან, იმ განსხვავებით, რომ შვედის ადგილზე ხუან მარტინ დელ პოტრო იყო, რომელმაც, საბოლოოდ ერთი გეიმით გაუსწრო ბრიტანელს. ასე რომ, ფედერერმა ნახევარფინალის გასანაღდებლად ერთი პარტია უნდა მოიგოს ან ორი პარტიაში წაგებულ შეხვედრაში ექვსი გეიმი მიითვალოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ორგანიზატორებმა მიაღწიეს იმას, რომ მესამე ტურში "უაზრო" მატჩები არ იქნება.

A ჯგუფში მეორე ტური ტომაშ ბერდიხისა და ენდი როდიკის მატჩით გაიხსნა. ამ ჩოგბურთელებმაც წაგებით დაიწყეს ტურნირი და აღნიშნულ შეხვედრაში აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებოდათ.

ტომაში და ენდი წელს სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ბოლოს ეს მაიამის მასტერსზე მოხდა და მაშინ ორ სეტში ამერიკელმა გაიმარჯვა.

გუშინ კი ჩეხმა შეძლო რევანშის აღება. თამაში თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და მეტოქეები იოლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს. პირველი შანსი ამერიკელს 5:4-ზე მიეცა. მან ბერდიხის მოწოდებაზე ორი სეტ-პოინტი მიიღო, მაგრამ ჩეხი დროულად მოეგო გონს და საფრთხე მოიგერია. მეტოქისგან განსხვავებით, ტომაშმა სეტში პირველივე ბრეიკ-პოინტი ქულად აქცია და მე-11 გეიმი აიღო, რის შემდეგაც სეტზე იოლად ჩააწოდა.

როდიკის თამაში საბოლოოდ მას შემდეგ მოიშალა, რაც მეორე სეტის მეხუთე გეიმში ისევ წააგო საკუთარი მოწოდება. ამერიკელს აღარაფერი გამოსდიოდა, რასაც ბერდიხის მეორე ბრეიკი და სეტის იოლად მოგება (6:3) მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ უიმბლდონის ფინალის შემდეგ, ეს ბერდიხის მხოლოდ მერვე გამარჯვება გახლდათ.

დომინო აღარ ითამაშებს

ცნობილმა სლოვაკმა ჩოგბურთელმა დომინიკ ჰრბატიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. 32 წლის ვეტერანმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ოჯახისთვის უფრო მეტი ყურადღების მიქცევა უნდა, მით უმეტეს, რომ ჩოგბურთელის მეუღლე დეკემბერში პირველ შვილს გააჩენს.

"ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, - განაცხადა ჰრბატიმ. - მინდა მეტი დრო დავუთმო ოჯახს, რადგან დეკემბერში მატებას ველით".

კარიერის განმავლობაში დომინიკ ჰრბატიმ ATP-ის ექვსი ტურნირი მოიგო. 1999 წელს როლან გაროსის ნახევარფინალს მიაღწია, აგრეთვე სამჯერ იყო "დიდი სლემის" ტურნირების მეოთხედფინალში. ბოლო მატჩი "დომინომ" გასულ კვირას მშობლიური ბრატისლავას "ჩელენჯერზე" ჩაატარა და იქ რუს იგორ კუნიცინთან დამარცხდა.

საინტერესოა, რომ ჰრბატი ერთადერთი მოთამაშეა, ვისაც დადებითი ბალანსია აქვს რაფაელ ნადალთან და როჯერ ფედერერთან მატჩებში.

დევისი თასისა და ფედერაციის თასის თარიღები შესაცვლელია

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია 2 დეკემბერს ბელგრადში დევისის თასისა და ფედერაციის თასის ფინალების თარიღის შეცვლაზე იმსჯელებს. როგორც უკვე ცნობილია, რამდენიმე დღის წინ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) ორი კვირით გაზარდა საჩოგბურთო არდადეგები, რის გამოც წლის შემაჯამებელი ტურნირის სტარტად 5 ნოემბერი გამოცხადდა.

ამის გამო წლის ბოლო ტურნირსა და დევისის თასის ფინალს შორის თითქმის სამკვირიანი პაუზა გაჩნდება. ამიტომაც სურს ფედერაციას გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩის უფრო ადრე გადმოტანა. იგივე ცვლილებები ელის ქალთა ფედერაციის თასსაც.

სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
ნაკაშიმაც დამარცხებულია - ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალში რუბლევს დაუპირისპირდება
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა