ქალაქის მთავრობა მზადაა, "დიდი ცირკის" პრომოუტერებთან მოქმედი კონტრაქტი გააუქმოს

ესპანეთის ქალაქ ვალენსიას მთავრობა მზად არის, გააუქმოს ფორმულას 1-ის პრომოუტერებთან მოქმედი კონტრაქტი, რომელიც ამ ქალაქში ევროპის გრან-პრის გამართვას ითვლისწინებს.

ეს ხელშეკრულება მხოლოდ ორი წლის შემდეგ დასრულდება, მაგრამ ქალაქის ადმინისტრაციას მისი პირობების გადასინჯვა სურს. დღეისთვის ვალენსიას ფორმულა 1-ის ეტაპის ორგანიზება 30 მილიონი დოლარი უჯდება. ამ თანხიდან 18 მილიონი "დიდი ცირკის" მთავარი პრომოუტერის ბერნი ექლსტოუნის ანგარიშზე ირიცხება, დანარჩენი კი ტრასის მომზადებასა და ქუჩის რბოლის გამართვისთვის საჭირო დროებითი ნაგებობების მონტაჟს ხმარდება.

არადა, ბილეთების რეალიზაციიდან ორგანიზატორებს მხოლოდ 10 მილიონი შესდით, თანაც თუ 2008 წელს რბოლას 112 ათასი მაყურებელი სტუმრობდა, წელს ეს რიცხვი 75 ათასამდე შემცირდა. ვალენსიას მთავრობა აცხადებს, რომ საპორტო ქალაქი საკუთარ თავს ვერ მისცემს ასეთი დანახარჯების უფლებას. ამასთან, ესპანური პრესის ინფორმაციით ბერნი ექლსტოუნი კატეგორიულ უარს ამბობს კონტრაქტის პირობების გადახედვაზე.

იმასაც იტყობინებიან, რომ ექლსტოუნმა უკვე გამართა მოლაპარაკებები ესპანეთის აკლანისში ან პორტუგალიის პორტიმაოში ევროპის გრან-პრის გადატანის შესახებ.

მომავალ სეზონში "ტორო როსოში", შესაძლოა, შეცვლა მოხდეს, კერძოდ, შვეიცარიელი სებასტიან ბუემის ნაცვლად იტალიურ საჯინიბოში "რედ ბულის" ტესტ-პილოტი დანიელ რიკიარდო ჩაირიცხოს. უფრო ადრე წერდნენ, რომ ავსტრალიელი ავტომრბოლი "ლოტუსის" შემადგენლობაში მოხვედრისთვის იბრძოდა. ჯერჯერობით "ტორო როსოს" ხელმძღვანელობა მზად არ არის 2011 წლის შემადგენლობის გამოსაცხადებლად.

"ბუემის კიდევ ექნება თავისი კონკურენტუნარიანობის დამტკიცების შანსი, მით უმეტეს, რომ 2010 წლის სეზონის სტარტი მისთვის წარმატებული იყო. ჯერ მზად არ ვარ პილოტების დასახელებისთვის. მსგავსი გადაწყვეტილების მიღების დრო ჯერ არ მოსულა", - ამბობს ტოსტი.

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია