საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ერთ-ერთი იმ იშვიათ გამონაკლისთაგანია, რომელმაც თავისი სახეობის განვითარების სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა
საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ერთ-ერთი იმ იშვიათ გამონაკლისთაგანია, რომელმაც თავისი სახეობის განვითარების სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა, რომელიც გათვლილია 2014-16 წლებზე.

ჩვენ ამ დოკუმენტს შიდა განხილვამდე გავეცანით. სამწუხაროდ და სავალალოდ, სპორტულ ფედერაციათა უმეტესობისთვის მსგავსი გეგმებისა თუ სტრატეგიების შემუშავება უცხო ხილია.

ძალზე ზუსტად ბრძანა ერთხელ ძიუდოში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ვლადიმერ ნუცუბიძემ, ფედერაციები ტურისტულ ბიუროებად იქცნენ, რომელთა მთელი მოვალეობაც საერთაშორისო ტურნირებზე სპორტსმენთა გასაგზავნად ვიზების გამზადებააო.

ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავს იმ რეალობას, რომელშიც ქართული სპორტი ბოლო წლების განმავლობაში იმყოფებოდა, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და, საბედნიეროდ, ვითარება ნელ-ნელა იცვლება - რიგი ფედერაციები უკვე მიეჩვივნენ განვითარების სტრატეგიული პროექტების შემუშავებას და ეს აუცილებლობად მიაჩნიათ.

სხვა საკითხია, რა დონისაა ეს პროგრამები და რამდენად პასუხობენ თანამედროვე სპორტის მოთხოვნებს, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ამგვარი მოთხოვნა გაჩნდა და თან, ეს ფურცელზეც უნდა გადაიტანონ, აღმასკომს წარუდგინონ განსახილველ-დასამტკიცებლად, ანუ ოფიციალური სახე მისცენ, წინა წლების უძრაობასთან შედარებით, პროგრესის თვალსაზრისით მაინც ბევრს ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ფედერაციებმა მსგავსი სტრატეგიების შემუშავებასა და ფურცელზე გადატანაზე ფიქრი სპორტის სამინისტროს მოთხოვნით დაიწყეს - ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ არ შეიძლება, სახელმწიფომ პასუხისმგებლობა მოიხსნას ფედერაციის დამოუკიდებლობის მოტივით.

არსებობს ოქროს შუალედი, რომელიც სახელმწიფომ უნდა იპოვოს მმართველობის ისეთი ფორმის შესამუშავებლად, რომ ეს არც დიქტატი იყოს, მაგრამ ფედერაციასაც მუჯლუგუნი წაჰკრას და "შეაღვიძოს", როცა "ჩაეძინება" და ვერ ახერხებს პროგრესს.

აბა, როცა წლიდან წლამდე ამა თუ იმ სახეობაში არ იზრდება კლუბების რაოდენობა, არ იზრდება მოვარჯიშეთა რიცხვი, ანუ მასობრიობა, გეოგრაფია; არ უმჯობესდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სანამ უნდა უყურო ასეთ ფედერაციას? არადა, გავიხსენოთ, რამდენი გვინახავს ბოლო 20 წლის განმავლობაში ასეთი, როცა მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთსა და იმავე ხალხს ვხედავდით პრეზიდენტებად? საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში კანონი განსაზღვრავს განვითარების კრიტერიუმებს - ფედერაცია მათ თუ ვერ ასრულებს, მაშინ სახელმწიფო ერევა მის ფუნქციებში საკანონმდებლო ბაზის მეშვეობით.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის სტატუსი ინდულგენცია და თავდაცვის საშუალება არაა, როგორც ეს საქართველოში ბევრს ჰგონია. ბოლო-ბოლო, ფედერაციების დაფინანსების ძირითადი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია.

ვერ დავიჩემებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის ახლანდელი გეგმის პროექტი სრულად უპასუხებს თანამედროვე მოთხოვნებს - ამას დრო აჩვენებს, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ასეთ დოკუმენტზე მუშაობა დაიწყეს, მრავლისმთქმელია.

გვჯერა, როცა ამის სურვილი გაჩნდა, გზადაგზა ხარვეზებსაც დაინახავენ. თუ ეს გამოჩნდება და სირაქლემას პოზას არ მიიღებენ, ასეთი მიდგომა წინსვლის გარანტიაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tazo
კურტანიდზემ კლუბები ხო გააკეტა და სხვა დანაპირებესაც მალე აასრულებს,ნეტა ვინმეს ჯერავს ბატონი ლუკას ზხაპრების?
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
[VIDEO] 18 წლის ხარებაშვილის ორი საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში
0:9 - იეგოიანის "ექსელსიორი" "ტვეტნესთან" განადგურდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
ქვილითაია შეცვალეს - "ჰოლშტაინი" "გროიტერ ფიურტთან" დამარცხდა
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება