მარტვილის "მერანი" ზამთრის შესვენებისას რამდენიმე გამოცდილი მოთამაშის დამატებას გეგმავს
მარტვილის "მერანის" წაგებათა ორთვიანი სერია გასულ ტურში დასრულდა. კახა ჩხეტიანის გუნდმა მეგრულ დერბიში ნავსი გატეხა და მიმდინარე სეზონში პირველი გასვლითი ქულა მოიპოვა.

ამის მიუხედავად, მარტვილელებს თავი ქუდში ნამდვილად არ აქვთ და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად წინ დიდი ბრძოლები ელით.

"მერანში" არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო კონტურებზე გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს ვესაუბრეთ.

- საუბარი "ზუგდიდთან" თამაშით დავიწყოთ...

- კოლხური დერბი თავისი სპეციფიკით ყოველთვის გამორჩეული იყო და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა ყოფილა. ჩემი გუნდის თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ გამიხარდა, რომ ბიჭებმა ხასიათი აჩვენეს და პრინციპულ მეტოქესთან ქულის აღება შეძლეს.

სათამაშო უპირატესობას "ზუგდიდი" ფლობდა, ჩვენ კი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების არყოფნის გამო, იძულებულები ვიყავით, დაცვითი ტაქტიკა აგვერჩია. მომენტები საკმაოდ გვქონდა, თუმცა მათი რეალიზება ვერ მოვახერხეთ.

ფაქტობრივად, დუბლებით გვიწევს თამაში. მართალია, ქათამაძე, გეგია, ქარდავა, ციცხვაია და ფოცხვერაშვილი პერსპექტიული ახალგაზრდები არიან, მაგრამ უმაღლესი ლიგისთვის საჭირო გამოცდილება აკლიათ. საბოლოო ჯამში, შედეგს დადებითად შევაფასებდი.

- გუნდში შუა სეზონში მიხვედით. მოასწარით რაიმეს შეცვლა?

- დროის ასეთ მცირე მონაკვეთში რადიკალური ცვლილებების განხორციელება, შეუძლებელია, თუმცა ყველანაირად ვცდილობ.

ჩემს მოსვლას დიდი საკადრო პრობლემები დაემთხვა. ერთხელაც ვერ მოვახერხე ოპტიმალური შემადგენლობის დაყენება. მაგალითად, წინა ტური ტრამვის გამო ხუბუამ, ლობჟანიძემ, მელქაძემ და კვანტალიანმა გამოტოვეს. დისკვალიფიკაცია ჰქონდათ ბაბუნაშვილს, კუჭუხიძეს, მელიავასა და ფონიავას.

"ზუგდიდთან" მიღწეულმა ფრემ ბიჭებს საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნა. უშუალო კონკურენტ "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩშიც მოსაგებად გავალთ მოედანზე. მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, რისთვისაც ძალ-ღონეს არ დავიშურებთ.

- ტრავმის გამო "ვიტ ჯორჯიასთან" ვინ დაგაკლდებათ?

- გიორგი მელქაძეს უკვე ერთი თვე გაუცდა და იმედია, ძველ კონდიციებს მალე დაიბრუნებს. მელქაძე განაცხადში იქნება, თუმცა მისი თამაში ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. ჩვენთვის დიდი დანაკლისია კვანტალიანის ტრავმაც, მისი არყოფნა წინა ხაზში მნიშვნელოვან პრობლემებს გვიქმნის.

- ზამთრის შესვენებამდე საკმაოდ რთული შეხვედრები გელით...

- ...მაგრამ ბრძოლისთვის მზად ვართ და ოპტიმიზმის ნაკლებობასაც არ ვუჩივით. მჯერა, რომ ჩვენი შრომა ნაყოფს გამოიღებს. დარჩენილ მატჩებში შევეცდებით, მაქსიმუმი გავიღოთ და დავამტკიცოთ, რომ უძლიერესთა შორის ასპარეზობის ღირსნი ვართ.

- დისციპლინის მხრივ, რა მდგომარეობაა გუნდში?

- არანაირი პრობლემა არ არის. ბიჭები ვარჯიშებს არ აცდენენ და თავდაუზოგავად შრომობენ...

ზამთრის შესვენებისას ვგეგმავთ რამდენიმე გამოცდილი მოთამაშის დამატებას. სხვათა შორის, "მერანში" ჩემი მოსვლის შემდეგ დავიმატეთ ჯემალ გაბუნია, რომელიც ამპლუით მცველია და ძირითად შემადგენლობაში უკვე დაიმკვიდრა ადგილი.

ვაკვირდებით ბრაზილიელ ფეხბურთელს, მისი საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება. სელექციას გავაგრძელებთ და ვეცდებით, საინტერესო ქართველი და უცხოელი მოთამაშეები მოვიძიოთ. რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ნიჭიერი ახალგაზრდების დაწინაურებაა.

-კლუბის ბიუჯეტი თუ იძლევა ამბიციური გუნდის ჩამოყალიბების საშუალებას?

- გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. ამიტომაც ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად ჩამოვაყალიბოთ ამბიციური გუნდი, სადაც თავის გამოჩენის საშუალება ადგილობრივებსაც ექნებათ. თუმცა ეს თანდათანობით უნდა მოხდეს.

რაც შეეხება ფინანსურ საკითხს, რისი საშუალებაც იქნება, იქიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. აქვე მინდა ვთქვა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ესმის ჩვენი ბოლოდროინდელი წარუმატებლობის მიზეზები და ამას გაგებით ეკიდება. მათგან სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ. ვეცდები, ჩემი მუშაობით მათი იმედები გავამართლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უმაღლესი ლიგის XV ტურის წინ: იქნებ ამინდმა პატივი დაგვდოს...

ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-6 დინამო (თბ). როგორ გადაიდო კვარაცხელიას სადებიუტო გოლი...
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
"შავმა ლომმა" "ტოიოტა ჩელენჯი" გამარჯვებით დაიწყო
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]