საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
სეზონის დასაწყისში ზედა ექვსეულისთვის მებრძოლი "მერანი" წარუმატებელმა სერიამ ძალზე რთულ სიტუაციაში ჩააყენა. არადა, მარტვილელებს ჩინებული სტარტი ჰქონდათ - 6 ტურის შემდეგ სამეულშიც იმყოფებოდნენ...

თუმცა მალხაზ ჟვანიას წასვლამ მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა. "მერანის" წარუმატებლობის მიზეზი არც ფინანსური პრობლემებია და არც - უიღბლობა. საქმე უფრო რთულადაა - თამაშის ხარისხი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

თავისი მიზნები აქვს "ვიტ ჯორჯიასაც". ამ მოგებით ვიტელთა სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

რაც შეეხება შეხვედრას, სუსხიანი ამინდის მიუხედავად, გუნდებმა მატჩი საკმაოდ ნორმალურ ტემპში დაიწყეს. სტუმრებს თავიდანვე ეტყობოდათ, რომ სწრაფ გოლზე ჰქონდათ აქცენტი გაკეთებული და ამას წარმატებითაც გაართვეს თავი - კორიფაძის ჩაწოდებულ კუთხურს კუხალეიშვილმა შეაგება თავი - 0:1.

მერანელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გოლმა ისინი არ დააბნია. მასპინძლებმა მთლიანად ხელთ იგდეს უპირატესობა. აღსანიშნავია ლევან გეგეჭკორის შორეული დარტყმა, რომელიც მცირე მანძილით ასცდა ნიკა დაუშვილის კარს.

"მერანმა" ანგარიშის გათანაბრება მალევე მოახერხა - ბაბუნაშვილის გადაცემას ღონღაძის ზუსტი თავური მოჰყვა - 1:1.

შესანიშნავად ირჯებოდა ბაბუნაშვილი, რომელიც მარტვილელთა შეტევების მთავარი სულისჩამდგმელი იყო და თანაგუნდელებს კარგი გადაცემებითაც ამარაგებდა. ცოტა ხანში მან უმწვავესი შეტევა წამოიწყო, მარჯვენა ფლანგზე კი შულაიამ საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, რომელიც ციკოლიამ დაუხანებლად გაგზავნა კარისკენ - მეკარემ დამაჯერებლად ითამაშა.

ტაიმის ბოლო წუთზე იყო სადავო ეპიზოდიც - ციკოლიას პასით შულაია საჯარიმოში შეიჭრა, თუმცა ორთაბრძოლისას წაიქცა. მასპინძლები 11-მეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ, არბიტრმა კი სხვაგვარად განსაჯა. ტაიმიც აქ დასრულდა...

მარტვილელთა შეტევები მეორე ტაიმშიც გაგრძელდა, თუმცა ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ და მოედნის ცენტრის სიახლოვეს შეცდომებსაც მოუხშირეს. ამის საპირისპიროდ, ვიტელებმა თამაში კონტრშეტევებზე ააგეს.

და მაინც - ნახევარმომენტები თუ ეთქმის ბაბუნაშვილისა და შულაიას დარტყმებს, რომლებიც არაზუსტი გამოდგა.

ერთ-ერთი ასეთი კონტრშეტევისას შეცვლაზე შესულმა პავლიაშვილმა საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა მაისურაძის მისამართით. ამ უკანასკნელმა მარცხენა დაბალ კუთხეში დარტყმით წინ გაიყვანა თავისიანები.

გამოუვალმა მდგომარეობამ "მერანის" მწვრთნელი კახა ჩხეტიანი აიძულა, ხუთიდან ერთ-ერთი მცველი (გივი ქარქუზაშვილი) თავდამსხმელით (იმედა აშორტია) შეეცვალა. თუმცა რეალურ მომენტებამდე საქმე მაინც არ მისულა, რაც უთუოდ სტუმართა მცველების დამსახურებაა - ისინი საიმედოდ იცავდნენ პერიმეტრს.

მერანელთა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რის გამოც მნიშვნელოვნად გაირთულა სატურნირო მდგომარეობა. სულ რაღაც 13 ქულა და ბოლოდან მესამე ადგილი - მარტვილელთა მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა.

"ვიტ ჯორჯიამ" სასიცოცხლოდ აუცილებელი 3 ქულა აიღო და ზედა ექვსეულს მიუახლოვდა.

მატჩის შემდეგ

კახა ჩხეტიანი ("მერანის" მთავარი მწვრთნელი):

"დასანანი მარცხი ვიწვნიეთ... არავის ეგონოს, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ. პირიქით, წარუმატებლობას ჩემს თავს დავაბრალებდი. ბრძოლისთვის ბიჭებს მადლობა უნდა გადავუხადო, გულშემატკივრებს კი - თანადგომისთვის".

ზურაბ ბერიძე ("ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელი):

"რთული მატჩი გამოდგა. 3 ქულა ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდებოდა. ჩვენმა ტაქტიკურმა მონახაზმა გაამართლა, აქცენტი სწრაფ გოლზე გავაკეთეთ და ამან გაამართლა კიდეც. ჩემს ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი, "მერანს" კი წარმატებებს ვუსურვებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის!" - დემბელემ ხვიჩას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა
"შავი ლომი" | ინგლისური გაკვეთილი "ნორთჰემპტონისგან"
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
იამალის "რკინის ლოგიკა" - "ოქროს ბურთი" არ უნდა გადაეცეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ პსჟ-ს ფეხბურთელს
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 1:0 - ცხინვალის ენდშპილი
ბოლნისის "სიონი: ახალგაზრდებიც და გამოცდილებიც
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია
ჯონი შეროზია: რამდენიმე ვარიანტიდან "ვიტ ჯორჯია" ვარჩიე
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
"ერთი სული გვქონდა, როდის დასრულდებოდა ეს ყველაფერი" - ექსკლუზიური ინტერვიუ მატჩების გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელთან
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-2 მეშახტე. სენსაცია ქუთაისში! ჩხეტიანმა წარსულზე გაიმარჯვა
ქუთაისის "ტორპედოში" კობა ჟორჟიკაშვილს მალხაზ ჟვანია შეცვლის?
გიორგი მიქაძე: ისეთი ვითარება შეიქმნა, "მერანიდან" უნდა წამოვსულიყავი...
"ᓕᓘᓢ ᓯᓝᓠᓯᓘᓐᓛ" ᓐᓛᓮᓐᓜᓐᓒᓣᓠ ᓛᓐᓢᓩᓨᓘ ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝᓡ" ᓓᓣᓑᓚᓔᓑᓡ ᓛᓝᓣᓒᓝ
U17. ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვეს
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
ვიტ ჯორჯია-ცხინვალი 1:4 - ნახევარფინალი რატიფიცირებულია [PHOTO]
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
"ვიტ ჯორჯია" მწვრთნელის გარეშე დარჩა - ვინ შეცვლის ზურაბ ბერიძეს?
ფრანგ ინვესტორებს ბაკურიანსა და ურეკში სტადიონების მშენებლობა სურთ
ბოლნისის "სიონმა" "ზუგდიდს" მოუგო, "ვიტ ჯორჯიამ" - "მერანს"
სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]
ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი
ზუგდიდი-მერანი 3:0 - ათწუთიანი ცივი შხაპი [VIDEO]
ქუთაისის "ტორპედომ" მონატრებული გამარჯვება ცხინვალის "სპარტაკთან" იზეიმა
ოდესის "ჩერნომორეცმა" სინჯებზე მყოფი გიორგი რობაქიძე გუნდში დაიტოვა
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
ზუგდიდი-სამტრედია 1:1
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე "ჩერნომორეცში" იმყოფება
დილა-ვიტ ჯორჯია 4:2 - უხვგოლიანი სპარინგი გორში
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
გიორგი მიქაძემ "მერანი" დატოვა, მალხაზ ჟვანიამ - "თელავი"
სანამ მათემატიკური შანსი იქნება, ვიბრძოლებთ - "ვიტ ჯორჯია" თენგიზ კობიაშვილმა ჩაიბარა
საქართველოს თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები: ეპიცენტრი თბილისსა და ქუთაისში
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
პაატა ღუდუშაურის დედა: ჩემი შვილი თანაგუნდელების, გეთიაშვილისა და მაისურაძის მხრიდან ზეწოლის მსხვერპლია
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
51..9% ხელფასებში - რაში დაიხარჯა 2019 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული?
ელგუჯა ლობჯანიძე: ვეცდები, აწი ისე ვითამაშო, რომ ზლატანი ან "იბრა" დამიძახონ