ქართველი ფორვარდის "ბრუკლინმა" მატჩი ანგარიშით 83:113 წააგო
თორნიკე შენგელია უკვე სისტემატურად ჩნდება მოედანზე.

"ბრუკლინ ნეთსის" ქართველმა ფორვარდმა დღეს, გამთენიისას გამართულ შეხვედრაში "ნიუ იორკის" წინააღმდეგ 12.46 წუთი ითამაშა და თავი 3 ქულასა და 2 მოხსნას მოუყარა.

სამწუხაროა, რომ შეხვედრა "ნიუ იორკმა" მოიგო, რომელსაც აქამდე ზედიზედ 9 წაგება ჰქონდა. გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც "ნიქსმა" 34:16 მოიგო, საბოლოოდ კი 113:83 იმარჯვა.

შენგელიამ 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. როცა მოედანზე იყო, ქართველ ფორვარდს, ძირითადად, ნიუიორკელთა სუპერვარსკვლავ კარმელო ენტონის მეურვეობა უწევდა; 31 წუთში 19 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. ბრუკლინელთაგან კი 24 ქულით საუკეთესო ბრუკ ლოპესი გახლდათ.

მომდევნო მატჩს "ბრუკლინი" ზაზა ფაჩულიას "მილუოკისთან", 7 დეკემბერს გამართავს.

წყარო: gbf.ge

[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!