"მილანი" და "ნაპოლი" ვერ ყოჩაღობენ
ტური "იუვენტუსმა" "ბოლონიასთან" გასვლითი მატჩით გახსნა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა, შაბათს კი "მილანმა" და "ნაპოლიმ" კიდევ ერთხელ წაიფორხილეს. ცენტრალური მატჩი დედაქალაქში შედგა, სადაც "რომამ" გამარჯვების გემო გაიხსენა.

"იუვე", ჩვეულ სტილში

"იუვენტუსი" ბოლონიაში ჩავიდა და ჩვეულ სტილში გაიმარჯვა. ტურინელები მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და ორი უპასუხო გოლიც გაუტანეს მეტოქეს.

მე-13 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც არტურო ვიდალი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, დროული პასი მიიღო და უზუსტესი დარტყმით გახსნა ანგარიში. მეორე გოლი სტუმრებმა მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე გაიტანეს - კუთხურს ჯორჯო კიელინის თავური დარტყმა მოჰყვა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა - 0:2.

შუა კვირაში "იუვენტუსს" უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის ჩემპიონთა ლიგაზე და გასაკვირი არაა, რომ ანტონიო კონტემ რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცა: ლეონარდო ბონუჩის, კარლოს ტევესს და ფერნანდო ლორენტეს. აღვნიშნოთ ისიც, რომ "იუვეს" ტრავმირებული ანდრეა პირლო აკლდა. ტევესმა და ლორენტემ შეცვლაზე ითამაშეს - ამ უკანასკნელს ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მოუწია დაშავებული მირკო ვუჩინიჩის შეცვლა.

მთლიანობაში, "იუვენტუსმა" აჯობა მეტოქეს და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ნამატჩევს, ანტონიო კონტემ შეგირდები შეაქო და დასძინა, რომ "გალათასარაისთან" პაექრობას მისი გუნდი ოპტიმალურ ფორმაში ხვდება.

იხილეთ ვიდეო

დაკარგული ქულები

"ლივორნოსთან" მატჩი "მილანისთვის" მიჯრით მესამე გასვლითი პაექრობა იყო და თუ წინა ორში მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა გამარჯვება მოიპოვეს, ამჯერად მხოლოდ ქულას გამორჩნენ. მართალია, სტუმრები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ შედეგი ალბათ მაინც კანონზომიერი დაფიქსირდა.

ლომბარდიელები აშკარად მოიკოჭლებდნენ დამაგვირგვინებელ ფაზაში და რომ არა მარიო ბალოტელის ინდივიდუალური ოსტატობა, "როსონერი" სულაც მორიგ მარცხს იწვნევდა. დიახ, 83-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც სუპერმარიომ დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა გაიტანა და სტუმრებს ქულა გადაურჩინა. ანგარიშიც ბალოტელიმ გახსნა, როდესაც რიკარდო კაკას ბრწყინვალე პასი გამოიყენა და ბურთი პრაქტიკულად დაუცველ კარში შეაგორა.

თუმცა ბალოტელის გოლებს შორის მასპინძლებმა ორჯერ იხეირეს - ჯერ სილიგარდიმ გაიტანა, როდესაც ერთი მეტოქე კარგად მოატყუა და ბურთი მეკარისაგან მარცხენა დაბალ კუთხეში მოათავსა, შემდეგ კი პაულინიო გამოირჩა, რომელმაც მახვილი კუთხიდან გოლკიპერს ახლო კუთხე დაულაშქრა.

მოკლედ, "მილანის" კარის დარაჯმა საუკეთესო თამაში ვერ აჩვენა - არა კრისტიან აბიატიმ, არამედ გაბრიელმა.

ამ შეხვედრაში "მილანს" სტეფან ელ შაარავი და მატია დე შილიო დაუბრუნდა - ამ ორ ახალგაზრდა ფეხბურთელთან ერთად, "როსონერი", წესით, უკეთ უნდა ათამაშდეს.

იხილეთ ვიდეო

"ნაპოლიმ" კიდევ ერთ შეხვედრაში დაკარგა ქულები და უკვე საგრძნობლად ჩამორჩა "იუვენტუსს". თუ რაფაელ ბენიტესის გუნდს სკუდეტოსთვის ბრძოლა სურს, სასწრაფოდ უნდა დაძლიოს ჩავარდნა და ქულების მოგროვება დაიწყოს.

ნეაპოლს კრიზისში მყოფი "უდინეზე" ესტუმრა, თანაც, ანტონიო დი ნატალესა და ლუის მურიელის გარეშე - შესაბამისად, ნაკლებად წარმოსადგენი იყო, თუ ფრიულელები "ნაპოლის" ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდნენ. გაუწიეს და თანაც როგორი - ფრანჩესკო გვიდოლინის გუნდმა ჯერ ორბურთიანი ფორა ამოუქაჩა მეტოქეს და შემდეგ კიდევ ერთხელ გაათანაბრა ანგარიში.

38-ე და 41-ე წუთებზე გორან პანდევმა ორი დაახლოებით იდენტური გოლი შეაგდო და თითქოს, "ნაპოლის" გადამწყვეტი უპირატესობა შეუქმნა. თუმცა ტაიმის უკანასკნელ წუთზე მასპინძელთა მცველმა ფედერიკო ფერნანდესმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, 2:1. მეორე ტაიმის შუაწელს უდინელმა ბრუნო ფერნანდესმა შორეული დარტყმით გაქვითა ანგარიში, თუმცა ერთ წუთში ბლერიმ ჯემაილიმ კიდევ ერთხელ დააწინაურა "ნაპოლი"...

აქ კი თითქოს უნდა გამტყდარიყო "უდინეზე", მაგრამ ასე არ მოხდა - მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დუშან ბასტამ მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ბურთი კარში შეაგორა - 3:3.

იხილეთ ვიდეო

მატჩის შემდეგ რაფაელ ბენიტესმა დაცვაში დაშვებულ შეცდომებზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ესპანელი მწვრთნელის თქმით, მის შეგირდებს ბურთი უნდა დაეჭირათ და ამით საბოლოოდ გაეტეხათ მეტოქე, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. იტალიელმა ჟურნალისტებმა კი შეახსენეს რაფას, რომ მას სათადარიგოთა სკამზე პაოლო კანავარო უზის.

როგორც იქნა

"რომამ" მოგების გემო გაიხსენა, დაამარცხა რა საკუთარ კედლებში "ფიორენტინა". მატჩი ახალი დაწყებული იყო, როდესაც დუგლას მაიკონმა გახსნა ანგარიში და თითქმის გავსებული "სტადიო ოლიმპიკო" ექსტაზში მოიყვანა. თუმცა, დროთა განმავლობაში უპირატესობა სტუმრებმა იგდეს ხელთ და ტაიმის შუაწელს გაათანაბრეს კიდეც ანგარიში - თავი ხუან მანუელ ვარგასმა გამოიჩინა.

მეორე ტაიმი დაახლოებით ათი წუთის დაწყებული იყო, როდესაც მოედანზე გამოჯანმრთელებული მატია დესტრო გამოჩნდა და სწორედ მან გაიტანა გადამწყვეტი გოლი - ეს ყველაფერი 67-ე წუთზე მოხდა, დარჩენილ დროში კი გუნდებმა რამდენიმე სახიფათო, მაგრამ უშედეგო შეტევა გაცვალეს.

როგორც იქნა, "რომამ" მოიგო, რაშიც ლომის წილი ტრავმამოშუშებულ მატია დესტროს მიუძღვის - არადა, სათადარიგოთა სკამზე ასევე გამოჯანმრთელებული ფრანჩესკო ტოტი იჯდა - რატომღაც გარსიამ ტოტის დესტრო ამჯობინა და მწვრთნელის გადაწყვეტილებამ 100%-ით გაამართლა.

იხილეთ ვიდეო

იტალია. სერია A. XV ტური

ბოლონია-იუვენტუსი 0:2

გოლები: 0:1 ვიდალი (12), 0:2 კიელინი (89).

ბოლონია (3-4-2-1): კურჩი - ნატალი, ანტონსონი, მანტოვანი - გარიჩი (64. კრისტალდო), პერესი (46. ლაქსალტი), კრჰინი, მორლეო - კონე, დიამანტი - ბიანკი (89. ალიბეჩი).

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ოგბონა, კიელინი - ისლა, ვიდალი, მარკიზიო, პოგბა, პელუზო (67. ასამოა) - ვუჩინიჩი (38. ლორენტე), კვალიარელა (70. ტევესი).

გაფრთხილება: კიელინი, ისლა, მარკიზიო, პელუზო (იუვენტუსი).

კუთხური: 7-6; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 10-14 (4-6); ბურთის ფლობა: 42%-58%.

მაყურებელი: 36 000

ლივორნო-მილანი 2:2

გოლები: 0:1 ბალოტელი (7), 1:1 სილიგარდი (26), 2:1 პაულინიო (58), 2:2 ბალოტელი (83).

ლივორნო (5-3-2): ბარდი - ჩეკერინი, კოდა, ემერსონი, მბაიე (90. ლამბურგი), სკატარელა - ბიაჯანტი, ლუჩი, დუნკანი (90. რინაუდო) - პაულინიო, სილიგარდი (76. გრეკო).

მილანი (4-3-2-1): გაბრიელი - პოლი (76. დე შილიო), საპატა, მექსე, ემანუელსონი - მონტოლივო, ნოჩერინო (59. ნიანგი), დე იონგი - კაკა, ბირსა (38. ელ შაარავი) - ბალოტელი.

გაფრთხილება: კოდა, ემერსონი, მბაიე, პაულინიო (ლივორნო).

კუთხური: 6-2; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 13-8 (7-5); ბურთის ფლობა: 33%-67%.

მაყურებელი: 20 000

ნაპოლი-უდინეზე 3:3

გოლები: 1:0 პანდევი (38), 2:0 პანდევი (41), 2:1 ფ. ფერნანდესი (45-საკ. კარში), 2:2 ბ. ფერნანდესი (70), 3:2 ჯემაილი (71), 3:3 ბასტა (80).

ნაპოლი (4-2-3-1): რაფაელი - მაჯო, ალბიოლი, ფერნანდესი, რეველიერი (81. არმერო) - ინლერი, ჯემაილი (78. ბერამი) - პანდევი (74. მერტენსი), კალეხონი, ინსინიე - იგუაინი.

უდინეზე (3-4-2-1): ბრკიჩი - ერუ (68. მაიკოსუელი), დანილო, დომიცი - გაბრიელ სილვა, ბასტა, ლაძარი, ალანი - პერეირა, ფერნანდესი (84. ნალდო) - ლოპესი (84. ზელინსკი).

გაფრთხილება: ფერნანდესი, ალბიოლი, ჯემაილი, პანდევი - დომიცი, ფერნანდესი.

კუთხური: 10-8; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 9-13 (6-3); ბურთის ფლობა: 58%-42%.

მაყურებელი: 45 000

რომა-ფიორენტინა 2:1

გოლები: 1:0 მაიკონი (7), 1:1 ვარგასი (74), 2:1 დესტრო (67).

რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი, კასტანი, ბენატია, დოდო - პიანიჩი, დე როსი, სტროტმანი - ფლორენცი (58. დესტრო - 90. ბრედლი)), ლიაიჩი (72. ტადეი), ჟერვინიო.

ფიორენტინა (4-3-2-1): ნეტო - ტომოვიჩი, გონსალო, სავიჩი, პასკუალი - აკვილანი (73. პისარო), ამბროზინი (79. ხოაკინი), ბორხა ვალერო - ვარგასი (86. მატოსი), კუადრადო - როსი.

გაფრთხილება: დე სანკტისი, კასტანი, დესტრო - ნეტო, გონსალო, ამბროზინი, კუადრადო.

გაძევება: პიანიჩი (88. რომა).

კუთხური: 7-6; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 16-12 (9-5); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 60 000

კალიარი-ჯენოა 2:1

გოლები: 0:1 ჯილარდინო (16), 1:1 საუ (76), 2:1 საუ (90).

კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი - პიზანო (58. იბრაიმი), როსეტინი, ასტორი, აველარი - კონტი, ნაინგოლანი, დესენა (90. კოსუ) - ეკდალი (77. ნენე) - საუ, პინილია.

ჯენოა (3-4-2-1): პერინი - ანტონინი, პორტანოვა (79. დე მაიო), მანფრედინი - ვრსალკო, ბიონდინი, ლოდი, ანტონელი - ფელტფალციდისი (47. მარკეზე), კუჩკა (60. გამბერინი) - ჯილარდინო.

გაფრთხილება: ავრამოვი, კონტი, ნაინგოლანი, პინილია, საუ - კუჩკა.

გაძევება: მანფრედინი (43. ჯენოა).

კუთხური: 8-3; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 21-4 (7-3); ბურთის ფლობა: 67%-33%.

მაყურებელი: 10 000

ვერონა-ატალანტა 2:1

გოლები: 0:1 დენისი (42), 1:1 ტალები (82), 2:1 ფრელო (87).

ვერონა (4-3-3): რაფაელი - რომულო, გონსალესი, მაიეტა, აგოსტინი - ჩირილიანო (58. ტალები), ფრელო, ალფრედსონი - მარტინიო (72. კაჩა), იტურბე (88. მორასი), ტონი.

ატალანტა (4-4-2): კონსილი - კანინი, კაცოლა, ლუკინი, ბრივიო - კარმონა (90. მილიაჩო), ბრიენცა (68. ჯორჯი), ბაზელი, კონე - დე ლუკა (80. ლივაია), დენისი.

გაფრთხილება: მაიეტა - კარმონა, დე ლუკა, დენისი.

გაძევება: კაცოლა (85. ატალანტა).

კუთხური: 9-5; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 10-9 (6-5); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 20 000

სამპდორია-კატანია 2:0

გოლები: 1:0 ედერი (54), 2:0 გაბიადინი (77).

სამპდორია (4-2-3-1): და კოსტა - მუსტაფი, გასტალდელო, კოსტა (80. რეჯინი), დე სილვესტრი - ობიანგი, პალომბო - სორიანო, ედერი (86. ვრზოლეკი), გაბიადინი - პოცი (57. კრსტიჩიჩი).

კატანია (5-4-1): ფრიზონი - პერუცი (71. კეკო), გიომბერი, ლეგროტალიე, სპოლი, ბირაგი - მონძონი (59. ლოპესი), პლაშილი, კასტრო (71. ბოატენგი), გუარენტე - ლეტო.

გაფრთხილება: პალომბო, გაბიადინი, ედერი, კრსტიჩიჩი - კასტრო, გუარენტე.

კუთხური: 7-3; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 14-3(7-3); ბურთის ფლობა: 63%-37%.

მაყურებელი: 20 000

სასუოლო-კიევო 0:1

გოლი: 0:1 თერეუ (50).

სასუოლო (3-4-3): პეგოლო - ანტეი, აჩერბი, ბიანკო - გაცოლა (58. სკელოტო), მარონე (75. მისიროლი), მანიანელი, ლონგი - ძაძა (66. მაზუჩი), ფლორო ფლორესი, ბერარდი.

კიევო (4-3-3): პუჯონი - ფრეი, ცეზარი, დაინელი, დრამე - რიგონი, ჰეტემაი, რადოვანოვიჩი (83. ბენტივოლიო) - ესტიგარიბია (73. სარდო), სესტუ (67. აკოსტი), თერეუ.

გაფრთხილება: ბიანკო, ბერარდი - ცეზარი, დრამე.

კუთხური: 5-4; ჯარიმა: 26-19; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 5-9 (2-5); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 15 000

ტორინო-ლაციო 1:0

გოლი: 1:0 გლიკი (19).

ტორინო (3-5-2): პადელი - დარმიანი, გლიკი, მორეტი - დამბროზიო, ვივესი, ფარნერუდი (81. მაზიელო), ბაშა (68. ბრიგი), პასკუალე - ჩერჩი, იმობილე (53. მეჯორინი).

ლაციო (4-5-1): მარკეტი - კონკო, ცანა, დიასი, პერეირინია (90. კეიტა) - ბილია (62. ფლოკარი), ერნანესი (75. ედერსონი), ონაზი, კანდრევა, ლულიჩი - პერეა.

გაფრთხილება: გლიკი, ბაშა, ჩერჩი - ბილია, პერეა.

კუთხური: 1-15; ჯარიმა: 19-8; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 5-13 (3-3); ბურთის ფლობა: 38%-62%.

მაყურებელი: 20 000

ინტერი-პარმა 3:3

გოლები: 0:1 სანსონე (12), 1:1 პალასიო (44), 1:2 პაროლო (45), 2:2 პალასიო (54), 3:2 გუარინი (56), 3:3 სანსონე (59).

ინტერი (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - კამპანიარო, რანოკია, ჟუან ჟესუსი - ჯონატანი (77. ბელფოდილი), კოვაჩიჩი, კამბიასო, ალვარესი, ძანეტი (69. ნაგატომო) - გუარინი (88. ტაიდერი) - პალასიო.

პარმა (4-3-3): მირანტე - კასანი, ლუკარელი, პალეტა, გობი - გარგანო (18. ასკუა), მარკიონი, პაროლო - ბიაბიანი, კასანო (83. ამაური), სანსონე (87. როზი).

გაფრთხილება: რანოკია, კოვაჩიჩი - პაროლო.

კუთხური: 3-11; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 13-13(6-8); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 45 000

იხილეთ ვიდეო

ბომბარდირები: 12 - როსი (ფიორენტინა); 8 - ჩერჩი (ტორინო); 7 - პალასიო (ინტერი), ტევესი (იუვენტუსი), ბერარდი (სასუოლო), კალეხონი (ნაპოლი), იგუაინი (ნაპოლი), ფრელო (ვერონა), ჯილარდინო (ბოლონია).

მომდევნო ტური

14 დეკემბერი:

კატანია-ვერონა, იუვენტუსი-სასუოლო;

15 დეკემბერი:

კიევო-სამპდორია, ფიორენტინა-ბოლონია, ჯენოა-ატალანტა, ლაციო-ლივორნო, პარმა-კალიარი, უდინეზე-ტორინო, ნაპოლი-ინტერი;

16 დეკემბერი:

მილანი-რომა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
"2015 წელს "რეალში" გადასვლასთან ახლოს ვიყავი, თუმცა მათ კაზემირო აირჩიეს" - ვიდალმა "ბლანკოსში" არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
არტურო ვიდალი მამის დაკრძალვას Online დაესწრო - რატომ გააკეთა ეს ჩილელმა ფეხბურთელმა [VIDEO]
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
ვიდალმა "ინტერთან" კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერას სამხრეთ ამერიკაში გააგრძელებს
"მხითარიანი იდიოტია! როგორ შეიძლება ის თამაშობდეს და..." - ვიდალმა სომეხ ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა
"კროოსმა ჩემგან ბევრი რამ ისწავლა" - არტურო ვიდალი
მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ისტორიაში - ბენიტესმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
რა დროს ფეხბურთია, როდესაც ორგიაა - ვიდალი თანანაკრებელებთან ერთად გაერთო
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა