ემანუელ ჟიგლიოტის გოლმა "ბოკას" ვერ მოაგებინა
არგენტინის ჩემპიონატში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა, მაგრამ მთავარი შეხვედრები გულშემატკივრებს 15 დეკემბერს ელით, როდესაც ერთმანეთს ჩემპიონობის ოთხი პრეტენდენტი დაუპირისპირდება.

მანამდე კი მთავარი ინტრიგა საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის ბრძოლა იყო და ამ მხრივ, განსაკუთრებით გამორჩეული "ბელგრანოს" და "ოლ ბოისის" დაპირისპირება გახლდათ, სადაც ერთმანეთის წინაშე ტურნირის ორი საუკეთესო სნაიპერი - მაურო მატოსი და სესარ პერეირა წარდგნენ. მიუხედავად მოლოდინისა, ფორვარდებმა გოლი ვერ გაიტანეს და ტიტულის მოპოვების შანსი სხვასაც დაუტოვეს.

ამ შანსით ვერ ისარგებლა ემანუელ ჟიგლიოტიმ, რომელმაც მართალია, გაიტანა, მაგრამ ლიდერებს მაინც ვერ დაეწია, მისმა "ბოკამ" კი მორიგი მატჩი ვერ მოიგო და საკუთარ მოედანზე "ხიმნასია ლა პლატას" დაუზავდა. ვერ გაიტანა დიეგო ვერამ, მაგრამ მის გუნდს კიდევ ერთი მატჩი თადარიგში აქვს. ასე რომ, გაბომბარდირების შანსი ურუგვაელ ფორვარდსაც აქვს.

ტურის მოვლენებიდან აღსანიშნავია ხუან სებასტიან ვერონის გაძევება - 38 წლის ვეტერანმა ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველი წითელი ბარათი მიიღო. ასევე, აუცილებლად უნდა ვთქვათ სებასტიან დრიუსის შესახებ. არგენტინის 17-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა "რივერ პლეიტის" შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა - დრიუსიმ "კილმესთან" შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა.

XIX ტური

ბელგრანო-ოლ ბოისი 1:0

გოლი: 1:0 კ. ბუენო (38)

რასინგი-გოდოი კრუსი 2:0

გოლები: 1:0 ბ. სუკულინი (5), 2:0 დ. ვილიარი (26)

არ. ხუნიორსი-როსარიო 1:2

გოლები: 0:1 ს. აბრეუ (40-პენ), 1:1 ბოიერო (51), 1:2 აკუნია (61)

ატლ. რაფაელა-არსენალი 1:1

გოლები: 1:0 ალბერტენგო (69), 1:1 მ. ეჩევერია (76)

ესტუდიანტესი-ტიგრე 0:2

გოლები: 0:1 ვიტი (14), 0:2 პერეს გარსია (54)

გაძევება: ხ. ვერონი (73. ესტუდიანტესი)

ბოკა-ხიმნასია 1:1

გოლები: 0:1 მუსისი (37), 1:1 ჟიგლიოტი (49)

კილმესი-რივერი 1:1

გოლები: 1:0 პერეს გოდოი (46), 1:1 კარბონერო (87)

გაძევება: ლემა (51. კილმესი)

ოლიმპო-კოლონი

15 დეკემბერი

ნიუელსი-ლანუსი

ველესი-სან ლორენსო

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. სან ლორენსო 18 9 5 4 29-17 32

2. ლანუსი 18 8 6 4 30-16 30

3. ველესი 18 8 6 4 24-16 30

4. ნიუელსი 18 8 6 4 25-19 30

5. არსენალი 19 7 9 3 22-19 30

6. ბელგრანო 19 8 5 6 28-20 29

7. ბოკა 19 8 5 6 25-24 29

8. ესტუდიანტესი 19 6 9 4 16-14 27

9. ატლ. რაფაელა 18 7 5 6 24-25 26

10. როსარიო 19 7 5 7 22-24 26

11. ხიმნასია 19 6 8 5 21-24 26

12. ტიგრე 19 7 4 8 20-21 25

13. არ. ხუნიორსი 19 7 4 8 17-19 25

14. გოდოი კრუსი 19 6 6 7 17-17 24

15. ოლ ბოისი 19 5 7 7 19-19 22

16. რივერი 19 5 6 8 12-14 21

17. კილმესი 19 5 6 8 14-23 21

18. ოლიმპო 18 5 5 8 18-25 20

19. რასინგი 19 4 4 11 12-24 16

20. კოლონი 17 3 3 11 8-23 6*

შენიშვნა: "კოლონს" -6 ქულა

ბომბარდირები: 9 - მაურო მატოსი (ოლ ბოისი), სესარ პერეირა (ბელგრანო); 8 - ემანუელ ჟიგლიოტი (ბოკა ხუნიორსი), იგნასიო პიატი (სან ლორენსო), დიეგო ვერა (ატლეტიკო რაფაელა); 7 - ლუკას პრატო (ველეს სარსფილდი), სანტიაგო სილვა (ლანუსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XVIII ტური: საოცარი ბოლო ტურის მოლოდინში

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ᓞᕘᓠᓕᓔᓚᕐᓓ ᓓᓐ 26 ᓬᕚᓘᓡ ᓨᓔᓛᓓᓔᓒ
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XIX ტური: ტიტული, რომელმაც პაპი გააბედნიერა
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XVII ტური: ლიდერთა კოშმარი
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XIV ტური: არანორმალური ტური
არგენტინა. თასის ფინალი: ტიტული "არსენალს" დარჩა
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XV ტური: დაძაბული ფინიშის მოლოდინში
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. IX ტური: ათიდან რვა
"ᓠᓘᓕᓔᓠ ᓞᓚᓔᓘᓢᓘ" ᓩᕔᓛᓞᓘᓝᓜᕘᕐ
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XVIII ტური: საოცარი ბოლო ტურის მოლოდინში
ᓐᓠᓒᓔᓜᕢᓘᓜᓐ. ᓢᕝᓠᓜᕔᕝ ᕤᕘᕜᓐᓚᓘ. XVII ᓢᕣᓠᓘ: ᓡᕐᓜᓐᓮᓐᕝᓑᓐ "ᓛᕝᓜᓣᓛᕔᕜᓢᓐᓚᓖᕔ"