ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი უდავოდ ანტონიო კასანო იქნება.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი უდავოდ ანტონიო კასანო იქნება. ჯერ ერთი, მართლაც გამორჩეული ფეხბურთელი, ვარსკვლავია და მეორე, იანვარში თავისუფალი აგენტი გახდება - ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ესა თუ ის კლუბი ანტონიოს თანამშრომლობაზე შეუთანხმდა, მასში ცენტის გადახდა არ მოუწევს. ყველაფერი კი კასანოსა და "სამპას" პრეზიდენტის, რკარდო გარონეს კონფლიქტის ბრალია: იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა იმდენად გააცოფა კლუბის პრეზიდენტი, რომ არა თუ მისი გასხვისება, გუნდიდან გაგდება გადაწყვიტა. გარონეს შეეძლო, რომ კასანოში დიდძალი თანხა აეღო, თუმცა პრინციპებს ვერ გადააბიჯა და შემოსავალს ვინ ჩივის, შესაძლოა ზარალზე წავიდეს. "გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის გამო კასანო კომპენსაციის სახით მილიონ ევროს ითხოვს და დიდია შანსი, პროცესი მოიგოს კიდეც.

ამასობაში, ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს კიდევ ერთი იტალიური სპორტული გამოცემა "ტოტოსპორტი". ლაპარაკია იმაზე, რომ თითქოს კასანო უკვე შეუთანხმდა მილანის "ინტერის" მესვეურებს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, იანვარში სწორედ ლომბარდიის დედაქალაქში გადაბარგდება. მეტიც, ჟურნალისტის მტკიცებით, მხარეები სამწლიან ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ, რომლის ძალითაც ანტონიო სეზონში ოთხ მილიონ ევროს მიიღებს. ამასთან დაკავშირებით, კომენტარი რაფაელ ბენიტესის თანაშემწემ, ჯუზეპე ბარეზიმ გააკეთა: "კასანოს გადაბირებით მართლაც ვართ დაინტერესებულნი და არ გამოვრიცხავ, რომ ეს ტრანსფერი შედგეს. თუმცა, იმაზე საუბარი, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია, აშკარად გადამეტებულია. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ. ვფიქრობ, ანტონიო საგრძნობლად გააძლიერებდა ჩვენი გუნდის შემტევ პოტენციალს, ასე რომ, პირადად მე ამ გარიგებას ორივე ხელით მივესალმები".

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"