იტალიაში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ქართველი ჩოგბურთელიც მონაწილეობდა
იტალიაში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი), რომელშიც ქართველი მარგალიტა ჩახნაშვილიც მონაწილეობდა.

უკვე გაუწყეთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ სამ მეტოქეს სძლია. ნახევარფინალში მეშვიდე ნომერი (თავად მე-2 ნომრად იყო განთესილი) ვანდა ლუკაში (უნგრეთი) დაამარცხა - 7:5, 1:6, 6:4 და გადამწყვეტ პაექრობაში ტურნირის რეიტინგფავორიტ ანასტასია გრიმალსკას (იტალია) დაუპირისპირდა.

აპენინელმა ორივე სეტში აჯობა ჩვენებურს - 6:3, 6:4 და მთავარი პრიზი მოიპოვა, ჩახნაშვილი მეორე ადგილსა და 8 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.

ეს ქულები მას მომდევნო კვირას დაერიცხება. განახლებული რეიტინგით, ქართველ ჩოგბურთელ ქალთა საკვალიფიკაციო მდგომარეობა ასეთია: 126 (126). ანა ტატიშვილი (499 ქულა), 215 (216). სოფიო შაფათავა (288), 318 (320). ოქსანა კალაშნიკოვა (146). 423 (419). ეკატერინე გორგოძე (93), 469 (468). მარგალიტა ჩახნაშვილი (74), 704 (680). სოფიო ქვაცაბაია (32), 1204 (1196). მარიამ ბოლქვაძე (4), 1224 (1219). თამარ ჭალაგანიძე (3).

მიმდინარე კვირას ოთხი ქართველი ჩოგბურთელი ჩაება ახალ ტურნირებში. ინდოეთში იმყოფება ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც ნავი მუმბაის 25.000-იან საერთაშორისო ტურნირში მე-8 ნომრადაა განთესილი. სტარტზე იგი კსენია პალკინას (ყირგიზეთი) დაუპირისპირდება.

საგულისხმოა, რომ ერთი კვირის წინათ პუნეს (ინდოეთი) 25.000-იან საერთაშორისო ტურნირის პირველ წრეში აჯობა (7:5, 6:2) ჩვენებურმა შუააზიელს. საერთოდ კი, ეს მათი მეოთხე შეხვედრა იქნება 2007 წლიდან. წინა სამში წარმატებას კალაშნიკოვამ მიაღწია.

თბილისელი ჩოგბურთელი ლატვიელ დიანა მარცინკევიცასთან ერთად წყვილებში რეიტინგფავორიტია. პირველ წრეში მათ დიანა ბოგოლის (უკრაინა) და ანა მორგინას (რუსეთი) დუეტი გაუწევს მეტოქეობას.

ანტალიის ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ცდის ძალებს თამარ ჭალაგანიძე. ასპარეზობის სტარტზე იგი მე-4 ნომრად განთესილ ალიონა სოტნიკოვასთან (უკრაინა) გაარკვევს ურთიერთობას. წყვილებში ჭალაგანიძე ელა ლეივოსთან (ფინეთი) იყო შეამხანაგებული. სტარტზე დიანა დუჩიკის (სერბეთი) და ჯული რაზანფინდრავალის (საფრანგეთი) დუეტთან დამარცხდა: 6:3, 3:6, 10:12.

დოჰაში (ყატარი), ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) მესამე ნომერია ნიკოლოზ ბასილაშვილი.

9 დეკემბერს პირველ წრეში მან დომინიკ შულცი (გერმანია) დაამარცხა - 6:3, 6:4. მეორე წრეში ჩვენებური იაკობ ადაკტუსონის (შვედეთი) მძლეველ (6:3, 6:4) ჩუჰან ვანს (ჩინეთი) დაუპირისპირდება, თუმცა აზიელ მეტოქეს პირველი მარცხი 9 დეკემბერს აგემა - წყვილებში ბელორუს იაჰორ იაციკთან შეამხანაგებულმა ვანისა და ლუკას რენარდის (შვედეთი) ტანდემს 6:3, 6:4 აჯობა.

მეოთხედფინალში ბასილაშვილ-იაციკის მეტოქეები ადამ ჩიტაჯი (პოლონეთი) და დომინიკ შულცი (გერმანია) იქნებიან.

თურქეთში, ანტალიის ვაჟთა 10.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოდიოდა გიორგი ჯავახიშვილი, რომელმაც გერმანელ ლეო კიმ შოერნერთან პირველი სეტი მშრალად დათმო - 0:6. მეორე ხელს 0:2-ს რომ აგებდა, ტრავმა მიიღო და ასპარეზობის გაგრძელება ვერ შეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
3 ოპერაციის შემდეგ ანა ტატიშვილი დიდ ჩოგბურთს უბრუნდება
WTA-ᓡ ᓒᓐᓜᓐᓮᓚᓔᓑᓣᓚ ᓠᓔᓘᓢᓘნᓒᓨᓘ ᓨᓕᓘᓓᓘ ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓘ ᓩᓝᓒᓑᓣᓠᓗᓔᓚᓘ ᓛᓝᓮᓕᓓᓐ
ᓮᓣᓗᕐ ᓥᕐᓠᓗ᠕
ანა ტატიშვილი: ახლა "უპატრონო მოთამაშე" აღარ ვარ
ᓡᓝᓤᓘᓝ ᓥᓕᓐᓪᓐᓑᓐᓘᓐ WTA-ᓡ ᓠᓔᓘᓢᓘᓜᓒᓨᓘ 84 ᓡᓐᓤᓔᓮᓣᓠᓘᓗ ᓓᓐᓬᓘᓜᓐᓣᓠᓓᓐ
ᓐᓜ
ავსტრალიის ღია პირველობა. II დღე: ამჯერად მშვიდი დღე
ᓨᓕ
ᓡᓝᓤᓘᓝ ᓨᓐᓤᓐᓗაᓕᓐ WTA-ᓡ ᓠᓔᓘᓢᓘᓜᓒᓨᓘ ᓮᓣᓗᓘ ᓡᓐᓤᓔᓮᓣᓠᓘᓗ ᓓᓐᓬᓘᓜᓐᓣᓠᓓᓐ
ᓡᓝᓤᓘᓝ ᓨᓐᓤᓐᓗᓐᓕᓐ WTA-ᓡ ᓠᓔᓘᓢᓘᓜᓒᓨᓘ ᓩᓐᓛᓝᓥᓕᓔᓘᓗᓓᓐ
ᓛᓐᓠᓘᓐᓛ ᓑᓝᓚᓥᓕᓐᓫᓔ WTA-ᓡ ᓠᓔᓘᓢᓘᓜᓒᓨᓘ 195 ᓡᓐᓤᓔᓮᓣᓠᓘᓗ ᓓᓐᓬᓘᓜᓐᓣᓠᓓᓐ
ᓛᓐᓙᓐ ᓩᓐᓮᓜᓐᓨᓕᓘᓚᓘᓡ ᓬᓐᓠᓛᓐᓢᓔᓑᓣᓚᓘ ᓡᓢᓐᓠᓢᓘ ᓰᓝᓚᓐᓜᓓᓘᓣᓠ ᓢᓣᓠᓜᓘᓠᓖᓔ
"ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ..." - ანა ტატიშვილი განცხადებას ავრცელებს
ანა ტატიშვილმა მესამე ოპერაცია გაიკეთა
ᓡᓝᓤᓘᓝ ᓨᓐᓤᓐᓗᓐᓕᓐ WTA-ᓡ ᓠᓔᓘᓢᓘᓜᓒᓨᓘ 194-ᓔ ᓐᓓᓒᓘᓚᓖᓔ ᓒᓐᓓᓐᓕᓘᓓᓐ
ᓣᓪᓮᓝᓣᓠ ᓙᓝᓠᓢᓔᓑᓡ ᓮᓣᓗᓘ ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓘ ᓩᓝᓒᓑᓣᓠᓗᓔᓚᓘ ᓨᓔᓛᓝᓠᓩᓐ
ᓡᓝᓤᓘᓝ ᓨᓐᓤᓐᓗᓐᓕᓐ WTA-ᓡ ᓠᓔᓘᓢᓘᓜᓒᓨᓘ 195-ᓔ ᓐᓓᓒᓘᓚᓖᓔᓐ