არსენ ვენგერს მოურინიომდე ცოტა დააკლდა
"არსენალს" სულ ცოტა დააკლდა, რომ "ჩელსის" 2005/06 წლების შედეგი გაემეორებინა.

8 წლის წინ ჟოზე მოურინიოს გუნდი 15 ტურის შემდეგ უახლოეს მდევარს 7 ქულით უსწრებდა. პორტუგალიელმა მაშინ "ჩელსის" საბოლოოდ ჩემპიონობაც მოაპოვებინა. მიუხედავად ფეხის დაცდენისა, არსენ ვენგერი კმაყოფილია შედეგით და აცხადებს, რომ "არსენალი" მალევე გადაერთვება მომდევნო მატჩებისთვის სამზადისზე.

"მეთოფეებს" დეკემბერში 5 თამაში დარჩათ ჩასატარებელი და აქედან 4 სტუმრად.

"შესანიშნავი თამაში ვიხილეთ. ფრე, ალბათ, ლოგიკური შედეგი იყო, თუმცა გული მაინც მწყდება, რომ უპირატესობა ბოლომდე ვერ შევინარჩუნეთ. "ევერტონი" ღირსეული მეტოქე იყო," - განაცხადა არსენ ვენგერმა. "გულშემატკივრებისგან განსხვავებით, არ მაქვს უფლება, შედეგით კმაყოფილი ვიყო. ბოლო ნახევარ საათში მეტოქემ თამაშითაც გვაჯობა და ანგარიშიც წაიყვანა, თუმცა უტეხი ხასიათის წყალობით, შედეგი მაინც მივიღეთ," - დასძინა რობერტო მარტინესმა.

ტურის ფაქტები

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ნიუკასლთან" "ოლდ ტრეფორდზე" 29-თამაშიანი წაუგებელი სერია (21 მოგება) დაასრულა.

პატრის ევრას ზედიზედ მესამე შეხვედრაში შეეძლო, "ნიუკასლისთვის" გაეტანა, რომ არა ვურნონ ანიტას მიერ ხაზიდან ხელით გამოტანილი ბურთი.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" 2002 წლის მაისის შემდეგ პირველად წააგო ზედიზედ ორი საშინაო შეხვედრა.

"კრისტალ პალასი" და "კარდიფი" ელიტურ ლიგაში ერთმანეთს ისტორიაში პირველად შეხვდნენ.

"კრისტალ პალასმა" პრემიერლიგაში მე-4 თამაში მოიგო. ტონი პულისი პირველი მწვრთნელი გახდა, ვინც გუნდს მეორედ გაამარჯვებინა. იქამდე თითოჯერ ეს იან ჰოლოვეიმ და კიტ მილენმა გააკეთეს.

სამხრეთლონდონელებმა ბოლო 5 შეხვედრაში 10 ქულა აიღეს, 5 ქულით მეტი, ვიდრე ამდენივე თამაშში "მანჩესტერ იუნაიტედმა".

"კარდიფმა" სტუმრად ჩატარებულ ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში ვერ შეძლო გოლის გატანა.

ლივერპულელ ლუის სუარესს პრემიერლიგის 10 თამაშში უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი (14), ვიდრე "ვესტ ჰემს" 15 ტურში. აქედან 11-ჯერ მან თავი "ენფილდზე" გამოიჩინა.

ურუგვაელ თავდამსხმელს "ლივერპულის" ბოლო 9 გოლიდან 8-ში უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული.

"ვესტ ჰემმა" "ენფილდზე" უკანასკნელად 1963 წელს მოიგო (41 თამაში, 11 ფრე, 30 წაგება).

"მანჩესტერ სიტი" იანვრის შემდეგ ვერ ახერხებს მიჯრით ორი გასვლითი შეხვედრის მოგებას.

"ქალაქელებს" 41 გოლი აქვთ გატანილი, რაც 13-ით უკეთესია შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

სერხიო აგუერომ ჩემპიონატის ბოლო 10 თამაშში 11 გოლი გაიტანა.

"საუთჰემპტონმა" "სენტ მერიზე" ზედიზედ მესამე საშინაო შეხვედრაში ვერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

მაურისიო პოჩეტინოს ხელმძღვანელობით პირველად მოხდა, რომ "წმინდანებმა" ზედიზედ ოთხი შეხვედრა ვერ მოიგეს.

"სტოკმა" "ჩელსისთან" 12-თამაშიანი (2 ფრე, 10 წაგება) მოუგებელი სერია შეწყვიტა.

"სტოკის" დამრიგებელმა მარკ ჰიუზმა ყოფილ კლუბს მე-16 შეხვედრაში მესამედ მოუგო (3 ფრე, 10 წაგება).

"ბრიტანიაზე" მეტოქეთა შარშანდელ მატჩში ჯონათან უოლტერსმა 2 გოლი გაიტანა საკუთარ კარში და პენალტი გააფუჭა. წელს მან ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

"ვესტ ბრომვიჩს" პრემიერლიგის ბოლო 9 ტურში მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს (3 ფრე, 5 წაგება).

სტივ კლარკის გუნდს ზედიზედ 5 შეხვედრაა, 2 გოლზე ნაკლები არ გაუშვია.

"ნორვიჩი" ერთადერთ გუნდად რჩება პრემიერლიგაში, რომლის შემადგენლობაშიც შეცვლაზე შესულ ფეხბურთელს გოლი ჯერ არ გაუტანია.

"სანდერლენდს" "ტოტენჰემთან" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (2 ფრე, 5 წაგება).

15 ტურის შემდეგ "შავ კატებს" კარში იმაზე ნაკლები ზუსტი დარტყმა აქვთ (36), ვიდრე "მანჩესტერ სიტის" გოლი აქვს გატანილი.

"ტოტენჰემის" შემადგენლობაში თავდამსხმელმა ჯერმეინ დეფომ "სანდერლენდთან" მე-11 თამაში ჩაატარა და ჯერ გოლი არ გაუტანია.

"ტოტენჰემმა" პრემიერლიგაში სტუმრად ჩატარებული უკანასკნელი 9 მატჩიდან 6 მოიგო.

"ფულჰემმა" "ასტონ ვილას" ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ მეორედ მოუგო (4 ფრე, 3 მარცხი).

"კოტეჯელებმა" საშინაო არენაზე ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ მეორედ იმარჯვეს (1 ფრე, 9 წაგება).

"ქრევეინ კოტეჯზე" მარცხით "ასტონ ვილამ" 5-თამაშიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

"ასტონ ვილას" კარის დარაჯმა ბრედ გუზანმა 15 ტურში საკუთარი გუნდი 52-ჯერ გადაარჩინა.

"არსენალს" "ევერტონთან" პრემიერლიგაში 13-თამაშიანი წაუგებელი სერია აქვს (8 მოგება, 5 ფრე). მასპინძელი საშინაო არენაზე "ევერტონთან" 18-მატჩია არ დამარცხებულა - 14 მოგება, 4 ფრე.

"არსენალს" 15-დან 14 შეხვედრაში მინიმუმ 1 გოლი აქვს გატანილი, 14-დან 13 მატჩში კი ანგარიში სწორედ "მეთოფეებმა" გახსნეს. ორივე ეს შედეგი საუკეთესოა პრემიერლიგაში.

"არსენალს", ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ბოლო 8 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი აქვს გაშვებული.

"ევერტონს" ჩემპიონატში მხოლოდ 1 მარცხი აქვს, რაც საუკეთესო შედეგია ჩემპიონატში. პრემიერლიგაში ყველაზე გრძელი წაუგებელი სერიაც (8) სწორედ მერსისაიდელებს აქვთ.

2003/04 წლების სეზონში "სუონსი" და "ჰალი" ინგლისის რანგით მეოთხე ლიგაში ერთად თამაშობდნენ.

"ჰალს" პრემიერლიგაში სტუმრად ჩატარებულ ბოლო 32 შეხვედრაში მხოლოდ 1 მოგება აქვს (8 ფრე, 23 წაგება).

"სუონსი" საშუალოდ ბურთს 58.6%-ით ფლობს, რაც პრემიერლიგის საუკეთესო შედეგია.

XV ტურის სიმბოლური ნაკრები

ჯონ რადი (ნორვიჩი) - მატიო დებუში (ნიუკასლი), ჩიკო (სუონსი), მამადუ სახო (ლივერპული), გლენ ჯონსონი (ლივერპული) - მესუთ იოზილი (არსენალი), სტივ სიდუელი (ფულჰემი), ლეროი ფერი (ნორვიჩი), აშკან დეჟაგა (ფულჰემი) - დიმიტარ ბერბატოვი (ფულჰემი), ლუის სუარესი (ლივერპული)

სტატისტიკა XV ტურის შემდეგ

საუკეთესო ბომბარდირები

14 - ლუის სუარესი (ლივერპული)

12 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)

9 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული)

8 - ლოიკ რემი (ნიუკასლი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), აარონ რემსი (არსენალი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)

საუკეთესო მეპასეები

6 - მესუთ იოზილი (არსენალი), სტივენ ჯერარდი (ლივერპული)

5 - აარონ რემსი (არსენალი)

4 - ოლივიე ჟირუ (არსენალი), პაბლო საბალეტა (მანჩესტერ სიტი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), კევინ მირალიაში (ევერტონი), რიკი ლამბერტი (საუთჰემპტონი)

გოლი+პასი

16 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) - 12+4, ლუის სუარესი (ლივერპული) - 14+2

13 - აარონ რემსი (არსენალი) - 8+5

12 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 8+4

ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელები

6 - კევინ ნოლანი (ვესტ ჰემი)

5 - ფერნანდო ტორესი (ჩელსი), მარკ ნოუბლი (ვესტ ჰემი), მაპუ იანგა-მბივა (ნიუკასლი), მატიო ფლამინი (არსენალი), ლუკას ლეივა (ლივერპული), მიკელ არტეტა (არსენალი), კერტის დევისი (ჰალი), იუსუფ მულუმბუ (ვესტ ბრომვიჩი), იონას ოლსონი (ვესტ ბრომვიჩი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), მატიო დებუში (ნიუკასლი), ჯონათან უოლტერსი (სტოკი), ჩიკო ფლორესი (სუონსი).

წითელი ბარათი - 3 ქულა, ყვითელი - 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინგლისი. პრემიერლიგა. XV ტური: სხვა გუნდი და სხვა შედეგი [VIDEO]

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
"პოკერი შევასრულე, სახლში დავბრუნდი და ცოლმა არ მომილოცა... მეორე დღეს ამიხსნა, ეს რატომ გააკეთა" - სუარესის მოყოლილი ისტორია ინტერნეტს იპყრობს
აგუეროს ფეხბურთში დაბრუნება შესაძლებელია - "კუნმა" ექიმისგან თანხმობა მიიღო
ისევ ფორვარდი? - "ლივერპულმა" შესაძლოა, ლუის სუარესი შეიძინოს
ევროუქმეების შემდეგ. სტატისტიკა და ფაქტები: ვარდი და სხვა გმირები
აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
"შეფილდ უენსდეისა" და "მიდლსბროს" მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელი გადააყენეს
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
"თუ ეს მოხდა, სასქესო ორგანოს მოვიჭრი" - აგუეროს დადებული პირობა სოციალურ ქსელში მთავარი სახალისო თემაა
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
"ვესტ ბრომვიჩის მწვრთნელი ტონი პულისი გადააყენეს
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
რობერტო მარტინესი დიდი ალბათობით, კიდევ ერთ ტოპ ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს
ესპანეთთან წაგების შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი გადადგა
"ზოგადად ბრაზილიელები ამპარტავნები არიან, მოედანზე ზედმეტად დიდ ყურადღებას იქცევს" - აგუერომ განმარტა მიზეზები, რის გამოც ვინისიუსმა "ოქროს ბურთი" ვერ მოიგო
ტონი პულისს ხელშეკრულება 2019 წლის სეზონის ბოლომდე გაუხანგრძლივეს
მარტინესი გადადგა - პორტუგალიელთა ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელიც უკვე დასახელდა
"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
ნებისმიერ შემთხვევაში წავა - მუნდიალის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
"შარშან უფრო ძლიერები იყვნენ" - ვენგერმა პსჟ-ზე ისაუბრა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
ტონი პულისის მოხსნის დღეს მისი შვილი "სენტ ლუისის" მწვრთნელად დანიშნეს
"ფანებისთვის კარგი ამბავი მაქვს" - სერხიო აგუერომ ლიონელ მესიზე ისაუბრა
აგუერომ კარიერის სავარაუდო განახლებაზე ისაუბრა
"რონალდო ძლივს დადის, მსოფლიო ჩემპიონატზე მისი თამაში სირცხვილია" - "ატლეტიკოს" ყოფილმა თავდამსხმელმა კრიშტიანო გააკრიტიკა
ტონი პულისი სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდა
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
[VIDEO] ლუის სუარესის ულამაზესი გოლი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ