კობის მეორე მარცხი
რა თქმა უნდა, 10 დეკემბრის სათამაშო დღის მთავარი მატჩი "ინდიანასა" და "მაიამის" შორის გაიმართა. ერთმანეთს ხვდებოდნენ აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდები, რომლებმაც შარშან, კონფერენციის ფინალში გაარკვიეს ურთიერთობა. სავსებით შესაძლებელია, რომ იგივე სცენარი წლევანდელ სეზონშიც განმეორდეს, რადგან მათ მიმდინარე რეგულარულში 42-დან 34 მატჩი მოიგეს.

"პეისერსს" ამ მატჩში წაგებისთვის არავინ დაძრახავდა, რადგან ამ გუნდს ურთულესი ტურნე ჰქონდა დასავლეთში, სადაც იქაურ ფავორიტებს - "კლიპერსს", "პორტლენდს", "სან ანტონიოსა" და "ოკლაჰომას" შეხვდა. ამიტომაც გასაკვირი არ იყო, რომ პირველი ტაიმი "ჰიტმა" 13 ქულით მოიგო. ლებრონ ჯეიმსი დაცვაში აჩრდილივით დასდევდა პოლ ჯორჯს და მას პირველ ნახევარში მხოლოდ ორი ქულა დააგროვებინა.

მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში პოლის განეიტრალება არავის შეუძლია. მით უმეტეს, რომ ჯეიმსმა მესამე პერსონალური მიიღო და სათადარიგოთა სკამზე დაჯდა. ამის შემდეგ "ინდიანას" ლიდერს ხან რეი ალენი, ხან რომელიმე სხვა კალათბურთელი მეურვეობდა, მაგრამ ამაოდ.

მარტო მესამე მეოთხედში ფორვარდმა 12 ქულა დააგროვა, თანაც, ეს 12-წუთეული ორი ზუსტი სამქულიანით დაასრულა და "ინდიანამ" წინ გასვლა მოახერხა. ბევრი შეცდომის მიუხედავად (ჯამში 21), "პეისერსი" ჯობნიდა "მაიამის" მთავარ კომპონენტებში - ეფექტურ დაცვასა და ფარქვეშ ბრძოლაში. დიდი შესვენების შემდეგ მასპინძლებმა ფლორიდელებს მხოლოდ 37 ქულა დააგროვებინეს, ხოლო მთლიანად მატჩში მეტოქეს 21-დან მხოლოდ 4 (!) სამქულიანი ჩააგდებინეს.

გარდა ამისა, ისევე, როგორც შარშანდელ პლეი ოფში, ახლაც "მაიამის" დიდი თავსატეხი გაუჩინა როი ჰიბერტმა. ცენტრმა მხოლოდ 15-ჯერ ისროლა თამაშიდან და 24 ქულა მიითვალა.

სწორედ ჰიბერტმა არ ჩააგდებინა ლებრონს ფარქვეშიდან სირენამდე 1.44 წუთით ადრე. იქვე "მაიამის" ლიდერმა შეცდომაც დაუშვა და მოგვიანებით სამქულიანი ააცილა. შედეგად, "ინდიანამ" მეათე საშინაო მატჩი მოიგო მიმდინარე რეგულარულში. ეს გუნდი შინ ჯერჯერობით დაუმარცხებლად თამაშობს.

ინდიანა-მაიამი 90:84

19:30, 21:17, 28:17, 22:20

ი: ჰიბერტი (24), უესტი (17+9 მოხსნა), ჯორჯი (17), სტივენსონი (12).

მ: უეიდი (17+6 პასი), ჯეიმსი (17+14 მოხსნა+6 პასი), ბოში (12), ანდერსენი (10).

კობის მეორე მარცხი

"ინდიანას" მსგავსად, საკუთარ მოედანზე არ მარცხდება "ოკლაჰომა", რომელსაც ასევე 10 მოგება დაუგროვდა შინ. თუმცა "თანდერი" სტუმრადაც არ ერიდება მეტოქეებს და მისი მორიგი მსხვერპლი "ატლანტა" გახდა. სეზონის არცთუ ისე დამაჯერებლად დაწყების (5-3) შემდეგ "ოკლაჰომამ" 12-დან 11 მატჩი მოიგო და დაბრუნდა დასავლეთის ლიდერებში.

ბრწყინვალედ გამოიყურება გუნდის მთავარი ვარსკვლავი კევინ დურანტი, რომელიც ზედიზედ სამჯერ იყო NBA-ს საუკეთესო ბომბარდირი. შარშან ეს ტიტული დაკარგა და ახლა მის დაბრუნებას ლამობს. დღეისთვის, დურანტის საშუალო შედეგიანობა 29.0 ქულას უდრის და დიდი უპირატესობით უგებს კარმელო ენტონისა და ლებრონ ჯეიმსს.

"ატლანტასთან" მატჩში კევინმა თავის ნორმას ერთი ქულით გადააჭარბა (30 ქულა) და 10 მოხსნით შესანიშნავი ორმაგი დუბლი შეასრულა. მის თანაგუნდელს, რასელ უესტბრუკს კი ერთი მოხსნა არ ეყო სამმაგ დუბლამდე: 14 ქულა, 11 პასი და 9 მოხსნა.

დიდ კალათბურთში დაბრუნების შემდეგ, პირველ მატჩში კობი ბრაიანტმა ცხრა ქულა დააგროვა. "ფინიქსთან" შეხვედრაში კი ასეთი შედეგი მას უკვე პირველ ტაიმში ჰქონდა. თუმცა ეს შეხვედრა "ლეიკერსის" ლიდერს სიხარულს ვერ მოუტანდა, რადგან კალიფორნიელებმა ისევ წააგეს. ძირითადად, სლოვენიელი გამთამაშებლის, გორან დრაგიჩის ბრწყინვალე თამაშის გამო, რომელმაც 31 ქულა დააგროვა. თანაც, "ლეიკერსი" დაცვაში ცუდმა თამაშმა დააღალატა - რთულია გამარჯვების იმედი გქონდეს, როცა მეტოქეს 114 ქულას ჩააგდებინებ.

"ფინიქსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, რაც ამ სეზონში არ მომხდარა. ახლა გუნდი, რომელსაც დასავლეთში უიმედო აუტსაიდერობას უწინასწარმეტყველებდნენ, პლეი ოფის ზონაში იწონებს თავს.

რაც შეეხება კობის სტატისტიკას, მან თამაშიდან 11-ჯერ ისროლა და რვა ბურთი ჩააგდო. აგრეთვე, რვიდან რვა საჯარიმო მოათავსა კალათში, რამაც, საერთო ჯამში, 20 ქულა შეადგინა.

თანდათან უბრუნდებიან "ბრუკლინს" თავისი ლიდერები. ძალიან დროული იყო მოედანზე დერონ უილიამსის გამოჩენა, ახლა კი მას პოლ პირსიც შეუერთდა და 10 დეკემბერს ის თავისი მშობლიური კლუბის - "ბოსტონის" წინააღმდეგ ვიხილეთ საქმეში.

შედეგად, გუნდმა ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა და ოდნავ გამოასწორა სატურნირო მდგომარეობა. ალბათ, შორს არ არის ის დღე, როცა ნიუიორკული კლუბი "ვაშინგტონს" ან "შარლოტს" შეავიწროებს და პლეი ოფის ზონაში შეაბიჯებს.

კლივლენდი-ნიუ იორკი 109:94

31:19, 17:26, 33:20, 28:29

კ: ირვინგი (37+11 პასი), ჯეკი (17), ტომპსონი (12+9 მოხსნა), მაილსი (10).

ნ-ი: ენტონი (29+8 მოხსნა), სტაუდმაიერი (15), სმიტი (14), ბარნიანი (11).

ტორონტო-სან ანტონიო 103:116

36:24, 17:35, 21:30, 29:27

ტ: დეროზანი (19+7 პასი), ჯონსონი (19+9 მოხსნა), ვალანჩუნასი (14), როსი (14), ლოური (11+7 პასი), ბეკსი (10).

ს-ა: ჯინობილი (16+9 პასი), პარკერი (15+6 პასი), ბეინსი (14), გრინი (14), დანკანი (14), ბელინელი (12), მილსი (11).

ატლანტა-ოკლაჰომა 92:101

21:21, 18:27, 29:28, 24:25

ა: მილსეპი (23+12 მოხსნა), ტიგი (17+6 პასი), მეკი (17+6 პასი), ჰორფორდი (7+10 მოხსნა).

ო: დურანტი (30+10 მოხსნა), იბაკა (19+10 მოხსნა), უესტბრუკი (14+11 პასი+9 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჯექსონი (13), ლემბი (11).

ბრუკლინი-ბოსტონი 104:96

31:20, 25:27, 29:25, 19:24

ბრუკ: უილიამსი (25+7 პასი), ლოპესი (24), ანდერსონი (15), გარნეტი (11+9 მოხსნა), ბლეტჩი (11+9 მოხსნა).

ბოს: ბრედლი (22), გრინი (19), სალინჯერი (15), კროუფორდი (15), ბასი (13+11 მოხსნა).

დეტროიტი-მინესოტა 94:121

32:33, 19:31, 26:32, 17:25

დ: ჯენინგსი (20+7 პასი), სმიტი (17), კოლდუელ-პოუპი (16), მონრო (10).

მ: ლავი (26+16 მოხსნა+7 პასი), მარტინი (18+4 ჩაჭრა), პეკოვიჩი (18), რუბიო (15+9 პასი), ბრიუერი (11), ბარეა (10+6 პასი).

ჩიკაგო-მილუოკი 74:78

14:20, 28:15, 15:20, 17:23

ჩ: დანლივი (24), ბუზერი (21+12 მოხსნა+4 ჩაჭრა), სნელი (13), გიბსონი (10+9 მოხსნა).

მ: ჰენსონი (25+14 მოხსნა+6 დაფარება), ნაითი (19+10 მოხსნა), ილიასოვა (10).

ლეიკერსი-ფინიქსი 108:114

21:26, 30:30, 23:23, 34:35

ლ: ბრაიანტი (20), გასოლი (19), მიქსი (13), ჰილი (13), იანგი (13), ჰენრი (12), ბლეიკი (9+10 პასი).

ფ: დრაგიჩი (31), მორისი (22), ბლედსოუ (18+9 პასი), მორისი (15), ფრაი (11), ტაკერი (4+11 მოხსნა).

აღმოსავლეთი

თ მ წ %

1. ინდიანა 22 19 3 86.4

2. მაიამი 22 16 6 72.7

3. ატლანტა 22 11 11 50.0

4. ბოსტონი 23 10 13 43.5

5. შარლოტი 21 10 11 47.6

6. დეტროიტი 22 10 12 45.5

7. ვაშინგტონი 20 9 11 45.0

8. ჩიკაგო 19 8 11 42.1

9. კლივლენდი 21 8 13 38.1

10. ტორონტო 20 7 13 35.0

11. ბრუკლინი 21 7 14 33.3

12. ფილადელფია 22 7 15 31.8

13. ორლანდო 21 6 15 28.6

14. ნიუ იორკი 20 5 15 25.0

15. მილუოკი 21 5 16 23.8

დასავლეთი

თ მ წ %

1. პორტლენდი 22 18 4 81.8

2. სან ანტონიო 20 16 4 80.0

3. ოკლაჰომა 20 16 4 80.0

4. კლიპერსი 22 14 8 63.6

5. ჰიუსტონი 22 15 7 68.2

6. დენვერი 21 13 8 61.9

7. დალასი 22 13 9 59.1

8. ფინიქსი 21 12 9 57.1

9. გ. სტეიტი 22 12 10 54.5

10. მემფისი 20 10 10 50.0

11. მინესოტა 21 10 11 47.6

12. ლეიკერსი 21 10 11 47.6

13. ნიუ ორლეანი 10 9 10 47.4

14. საკრამენტო 19 6 13 31.6

15. იუტა 23 4 19 17.4

ქულები

კევინ დურანტი (ოკლ) 29.0

კარმელო ენტონი (აილ) 25.4

ლებრონ ჯეიმსი (მაი) 25.0

პოლ ჯორჯი (ინდ) 24.7

ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 24.6

კევინ ლავი (მინ) 23.8

სტივენ კარი (გ. სტე) 23.6

ლამარკუს ოლდრიჯი (პორ) 23.2

კევინ მარტინი (მინ) 22.7

დემარკუს კაზინსი (საკ) 22.6

მოხსნები

კევინ ლავი (მინ) 13.8

დეანდრე ჯორდანი (კლი) 13.3

დუაიტ ჰოვარდი (ჰიუ) 13.3

ანდრე დრამონდი (დეტ) 12.7

ბლეიკ გრიფინი (კლი) 10.6

დემარკუს კაზინსი (საკ) 10.4

ტრისტან ტომპსონი (კლი) 10.3

ლამარკუს ოლდრიჯი (პორ) 10.0

სერჟ იბაკა (ოკლ) 9.9

სპენსერ ჰოიესი (ფილ) 9.7

პასები

კრის პოლი (კლი) 12.0

ჯონ უოლი (ვაშ) 9.1

სტივენ კარი (გ. სტე) 8.9

რიკი რუბიო (მინ) 8.4

ტაი ლოუსონი (დენ) 8.0

ბრენდონ ჯენინგსი (დეტ) 8.0

ჯრიუ ჰოლიდეი (ნ-ორლ) 7.9

ჯეფ ტიგი (ატლ) 7.8

სტივ ბლეიკი (ლეი) 7.7

მ. კარტერ-უილიამსი (ფილ) 7.3

ჩაჭრები

მ. კარტერ-უილიამსი (ფილ) 3.1

რიკი რუბიო (მინ) 2.9

კრის პოლი (კლიპ) 2.4

ტონი ალენი (მემ) 2.3

ჯონ უოლი (ვაშ) 2.3

პოლ ჯორჯი (ინდ) 2.1

კავაი ლეონარდი (ს-ანტ) 1.9

დაფარებები

ენტონი დევისი (ნ-ორლ) 3.6

როი ჰიბერტი (ინდ) 3.0

სერჟ იბაკა (ოკლ) 2.5

ჯონ ჰენსონი (მილ) 2.2

ბრუკ ლოპესი (ბრუ) 2.1

დეანდრე ჯორდანი (კლი) 2.1

მაილს პლამლი (ფინ) 1.9

დუაიტ ჰოვარდი (ჰიუ) 1.8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "პორტლენდი" ასებს დაეჩვია

[VIDEO] დოსუნმუს ბრწყინვალე მატჩი, ჩხუბი და გაცოფებული იოკიჩი - "დენვერი" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დამარცხდა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
[VIDEO] თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და "ბარსელონას" რთული გამარჯვება
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
პოლ პირსი: NBA-ში ერთგულება აღარ არსებობს
ლებრონ ჯეიმსის ისტორიული მატჩი და მარცხი "კლიპერსთან" [VIDEO]
გიჟური გაცვლები NBA-ში - დურანტი "ფინიქსში", ვესტბრუკი "იუტაში"
უესტბრუქისა და კოვინგტონის მაგარი თამაშით "კლიპერსმა" "მემფისი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]
"ვისურვებდი, კობის და ჯიჯის ეს მომენტი ენახათ" - "ლეიკერსმა" დონჩიჩი წარადგინა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
ჯორჯის 41 ქულა და გამარჯვება - დასავლეთში ტემპერატურამ საგრძნობლად იმატა [VIDEO]
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
ლებრონ ჯეიმსის მორიგი რეკორდი და გამარჯვება [VIDEO]
კევინ დურანტი კარიერას "ჰიუსტონ როკეტსში" გააგრძელებს
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ლუკას მორიგი მაგარი მატჩი - "დალასმა" "კლიპერსი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
რა მოხდა სინამდვილეში? პილოტმა ორიენტაცია დაკარგა...
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
1993 წლის შემდეგ პირველად, "ფინიქსი" სუპერფინალში ითამაშებს! გეგმა "კლიპერსი" კიდევ ერთხელ ჩავარდა [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: პოლ პირსი ბოსტონში გააცილეს
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
NBA-ს ლეგენდა ლაივის გამო ESPN-დან გააგდეს
კობი 2 წლის წინ დაიღუპა, გავიხსენოთ ლეგენდარული ინტერვიუ
პოლ პირსის ბოლო თამაში კარიერაში
ჯეიმსი VS დურანტი - "ლეიკერსის" 22 ქულიანი ქამბექი "ფინიქს სანზთან" [VIDEO]
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია
კონტრაქტი კარიერის დასრულებისთვის