ესპანელი მწვრთნელი ფილოსოფოსობს
დაუმარცხებელი არავინაა და არც "ბაიერნია" დაუმარცხებელი. ოღონდ ეგაა, რომ აგერ, უკვე ორი წელია, მიუნხენური გრანდი მარტო ისეთ თამაშებში აგებს, სადაც მოგება არ სჭირდება ხოლმე. ექვსივე მატჩის მოგება ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ რეკორდმაისტერმა "სიტისთან" 2:3 წააგო. თანაც, მას მერე, რაც 2:0-ს იგებდა. ეს ცუდია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მიუნხენში ამ წაგების გამო ცუდ ხასიათზე არავინ დამდგარა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე უხასიათობა არც "ბაიერნის" თავკაც ხოსეპ გვარდიოლას დასტყობია:

"იქნებ საჭიროც იყო, რომ ერთხელ ჩვენც წაგვეგო. ხანდახან წაგებაც კარგია, ოღონდ მაშინ, როცა მოგება არც ისე მნიშვნელოვანია," - განაცხადა გვარდიოლამ.

პეპი არ ტყუის. ამ წაგებამ "ბაიერნს" გული არ ატკინა - რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მაინც პირველადგილოსნის რანგში გავიდა და წილისყრაზე ძლიერებში იქნება განთესილი.

არადა, პირველ წუთებში "ბაიერნისთვის" ყველაფერი იდეალურად იყო. თომას მიულერმა და მარიო გიოტცემ მიუნხენური გრანდი 2:0 დააწინაურეს, მაგრამ მერე "ბაიერნი" რატომღაც და როგორღაც გაჩერდა, პეპის ბიჭებმა სიჩქარე დააგდეს და "სიტიმაც" თამაში შეატრიალა. ზემოთაც ვთქვით, რომ გვარდიოლა მართალია, ამ წაგებამ რეკორდმაისტერს არაფერი დააკლო - მარტო სტატისტიკა გაუფუჭა:

"ბაიერნისთვის" ეს პირველი წაგება იყო ბოლო 24 თამაშში. ცნობისათვის, მანამდე ბავარიელები ბოლოს ივლისის ბოლოს, გერმანიის სუპერთასზე, დორტმუნდის "ბორუსიასთან" დამარცხდნენ (2:4).

გვარდიოლა: "მთავარი ისაა, რომ ჯგუფში მაინც პირველ ადგილზე გავედით. ეს მარცხი კარგი მხოლოდ იმ მხრივაა, რომ გვიჩვენებს, ჩემპიონთა ლიგაში მოშვება არ შეიძლება. თუმცა ბუნდესლიგაც ძალიან რთული ტურნირია, მაგრამ ამის დამტკიცება ძნელია მაშინ, როცა ყოველთვის იგებ".

თამაშის შემდეგ განაწყენება არც "ბაიერნის" კაპიტან ფილიპ ლამს ეტყობოდა: "დღეს ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ამ წაგების იოლად გადატანა შეიძლება, რადგან ჯგუფში მაინც პირველი ადგილი დავიკავეთ. ცხადია, ყველა თამაშის მოგება გვინდა, მაგრამ როცა ისეთ თამაშს წააგებ, რომლის მოგებაც ბევრს არაფერს გაძლევდა, ეს კატასტროფა არ არის," - აღნიშნა ლამმა.

გაგახსენებთ, რომ ერთი უსარგებლო მატჩი "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშებაშიც წააგო (1:3 ბატესთან), მაგრამ ბოლოს თასი აიღო. ამრიგად, არც "ბაიერნია" უძლეველი, მაგრამ საქმე ისაა, რომ მარტო ისეთ თამაშებს აგებს ხოლმე, რომელთა მოგება რეალურად არც სჭირდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. D ჯგუფი: არც ისე უძლეველი რეკორდმაისტერი [VIDEO]

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ფილიპ ლამი ახალი პროფესიის ძიებაშია
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: მესი? ლევანდოვსკი? მბაპე!
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
გიოტცემ შეიძლება კარიერა "ატლეტიკოში" გააგრძელოს
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
გიოტცე: კვარაცხელიასა და ოსიმენთან თამაშისას სიფრთხილე გვმართებს
მარიო გიოტცე პსვ-ში გადადის
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
მარიო გიოტცე პსვ-ის ფეხბურთელი გახდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ევრო 2024. ფილიპ ლამი: საქართველო ევროპაში საკუთარი ადგილისთვის იბრძვის - საუბარი იდენტიფიკაციაზეა
ფეხბურთელები და მათი ზედმეტსახელები - რატომ ჰქვია აგუეროს "კუნი"? [PHOTO]
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
გუნდი, როგორც ასეთი! IFFHS-მა დეკადის საუკეთესო გუნდი გამოაქვეყნა [PHOTO]
ლეგენდარული ფეხბურთელები, რომლებმაც 2017 წელს კარიერა დაასრულეს [PHOTO]
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
მიულერი შესაძლოა, თურქულ კლუბს შეუერთდეს
კონფედერაციათა თასი 2017: ისინი არ წავლენ რუსეთში...
ლამმა 2022 წლის ბუნდესლიგის 2 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
"ძალიან რთულია მოიგო, როცა 10 ფეხბურთელით 14-ის წინააღმდეგ თამაშობ"
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილება? ასეთები აქ, მადრიდში, ხშირად ხდება" - თომას მიულერი
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: ევროპის ლიგების ტოპ-გოლეადორი
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
იურგენ კლოპი: ძველ გიოტცეს ისევ ვიხილავთ