ნანდომ და კიმიმ ნომრები აირჩიეს
მომავალი სეზონისთვის ერთი საპრიზო პილოტის ვინაობა დაასახელა "ზაუბერმა". 2014 წელს, შვეიცარიული საჯინიბოს ბოლიდით ირბოლებს გერმანელი ადრიან სუტილი, რომელიც გასულ სეზონში "ფორს ინდიას" ღირსებას იცავდა.

როგორც ირკვევა, სუტილმა და "ზაუბერმა" მომავალ თანამშრომლობაზე ზეპირ შეთანხმებას ჯერ კიდევ 2013 წელს, სინგაპურის გრანპრის დროს მიაღწიეს.

"მოხარული ვარ, რომ შევძელით მოლაპარაკება. ახლა, შემიძლია მშვიდად შევხვდე შობას და შემდეგ დავიწყო მზადება 2014 წლის სეზონისთვის. "ფორს ინდიაში" გატარებული ექვსი წლის შემდეგ, ამ გუნდზე მხოლოდ კარგი მოგონებები დამრჩა, მაგრამ, ახლა, ახალი გამოწვევის დრო მოვიდა. "ზაუბერთან" ერთად წარმატებულ მომავალს ვგეგმავ და ჩემი მხრიდან, ამისთვის ძალებს არ დავიშურებ.

"ზაუბერი" ტრადიციული და წარმატებული გუნდია, რომელსაც შესანიშნავი ბაზა გააჩნია. მე ამ საჯინიბოთი ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი. მადლობა მას ამ ნდობისთვის", - განაცხადა სუტილმა Motorsport-Total-თან კომენტარში.

"ზაუბერი" უახლოეს მომავალში გეგმავს მეორე საპრიზო პილოტის დასახელებას.

ნანდომ და კიმიმ ნომრები აირჩიეს

ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ შემოიღო ახალი წესი, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე პილოტებმა უნდა აირჩიონ მუდმივი ნომრები (2-დან 99-მდე), რომლითაც მთელი კარიერის განმავლობაში იასპარეზებენ. ადრე მოქმედი წესის თანახმად, ავტომრბოლებს წინა სეზონში გუნდების მიერ კონსტრუქტორთა თასზე დაკავებული ადგილების მიხედვით ენიჭებოდათ ნომრები.

იტალიური SkySports-ის ინფორმაციით, "ფერარის" პილოტებმა - კიმი რაიკონენმა და ფერნანდო ალონსომ უკვე აირჩიეს საგაისოდ ნომრები. ფინელის არჩევანი "შვიდიანზე" შეჩერდა. ის ამ ნომრით გამოდიოდა წელს "ლოტუსში", გარდა ამისა, სკანდინავიელმა თავისი ერთადერთი ტიტული 2007 წელს მოიგო, ასე რომ, ეს რიცხვი მისთვის სიმბოლურია. რაც შეეხება ალონსოს, მისი არჩევანია - "14".

საბოლოოდ, პილოტების ნომრების შესახებ მომავალი წლის დასაწყისში გახდება ცნობილი, როცა ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია გამოაქვეყნებს ჩემპიონატის მონაწილეთა ოფიციალურ სიას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფორმულა 1-ის წესები შეიცვალა

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!
კიმი რაიკონენი "ფერარიში" კიდევ ერთი წლით დარჩა
"ზაუბერში" რუსს მექსიკელი ამჯობინეს
ფორმულა 1: "დიდი ცირკი" ყოველთვის სახიფათო იყო
"რედ ბული" ჯერ ვერ დადის
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
"ფერარის" უკანასკნელი ჩემპიონი ფორმულა 1-ს ტოვებს
არავინ დაისჯება - სინგაპურის გრანპრის სტარტზე მომხდარი სარბოლო ინციდენტად შეფასდა
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა
უნგრეთის გრანპრი ციფრებში
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია
"ფერარი" შემადგენლობას არ შეცვლის
პრეზენტაციები: "ზაუბერი" ყველაზე კონსერვატულია