მოსკოვის "ლუჟნიკების" მცირე არენაზე გაიმართება ევროპის მე-9 ჩემპიონატი შვიდკაცა რაგბიში.

მოსკოვის "ლუჟნიკების" მცირე არენაზე გაიმართება ევროპის მე-9 ჩემპიონატი შვიდკაცა რაგბიში. 11 ნაკრებთან ერთად ტიტულისთვის საქართველოს ნაკრებიც იბრძოლებს კახა ალანიას თავკაცობით. გუნდები ორ ჯგუფში არიან განაწილებულნი. 2-2 საუკეთესო ჯგუფიდან ბრძოლას ჩემპიონობისთვის გააგრძელებს. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მასპინძლები, პორტუგალიელები, პოლონელები, მოლდოველები და იტალიელები არიან. ერთი შეხედვითაც ცხადია, მეტად რთული ჯგუფია. B ჯგუფში მოხვდნენ: უკრაინა, რუმინეთი, ჰოლანდია, ლიტვა, საფრანგეთი და ესპანეთი.

ჩვენს ნაკრებს გრაფიკიც ურთულესი აქვს, იწყებს ორ ყველაზე ძლიერ ნაკრებთან თამაშით. პირველ მატჩს ალანიას გუნდი 11 საათზე პორტუგალიასთან გამართავს, მეორეს კი მასპინძელთა ნაკრებთან, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონია. შემდეგ კი პოლონეთს, მოლდოვას და იტალიას ვეთამაშებით. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის ყველა თამაში გარდა იტალიასთან დაპირისპირებისა დღესვე მოესწრება.

ჩვენი ნაკრები რუსეთის დედაქალაქში ამ შემადგენლობით ითამაშებს: 1. სიმონ მაისურაძე, 2. ბესიკ ხამაშურიძე, 3. მალხაზ ურჯუკაშვილი, 4. დავით ჩიტიძე, 5. გიორგი კალმახელიძე, 6. ბიძინა სამხარაძე, 7. მერაბ კვირიკაშვილი, 8. გიორგი შკინინი, 9. ირაკლი გეგენავა, 10. ირაკლი აბუსერიძე.

შეგახსენებთ, რომ შვიდკაცა რაგბი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიდან ოლიმპიური სახეობა გახდება. ასე რომ, თუკი გუნდურ სპორტში ოდესმე ოლიმპიადაზე მოხვედრა გვსურს, შვიდკაცას სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს. არადა შედეგები უკვე აღარ გვაქვს ისეთი კარგი, როგორც საწყის წლებში. 2005 წლის შემდეგ ნაკრებს შვიდკაცას სერიის ეტაპიც კი არ მოუგია. ახლაც არცთუ მცირე ოფლისღვრით გავაღწიეთ ფინალურ ეტაპზე. საქართველოს ნაკრები ევროპის პირველობის პირველივე წელს იყო ჩემპიონობასთან ახლოს, მაგრამ 2002 წელს ჰაიდელბერგში ფინალი პორტუგალიის ნაკრებთან 14:24 წააგო. ჯერჯერობით მაშინ მოპოვებული მე-2 ადგილი ჩვენი უდიდესი მიღწევაა. ქართული შვიდკაცა ორჯერ შეწვდა ბრინჯაოს მედლებს, 2003 და 2008 წლებში, ყველაზე ცუდი შედეგი კი 2005 წელს გვქონდა, როცა მე-10 ადგილი დავიკავეთ. 2002 წლის მერე პორტუგალიის ნაკრებმა 6-ჯერ იპირველა და მხოლოდ ორჯერ დაუთმო მთავარი ჯილდო რუსეთის ნაკრებს, ბოლოს ეს შარშან მოხდა.

ყველა ჩემპიონატი

წელი ქვეყანა ჩემპიონი

2002 გერმანია პორტუგალია

2003 გერმანია პორტუგალია

2004 ესპანეთი პორტუგალია

2005 რუსეთი პორტუგალია

2006 რუსეთი პორტუგალია

2007 რუსეთი რუსეთი

2008 გერმანია პორტუგალია

2009 გერმანია რუსეთი

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა