ბაქოს "ინტერის" მთავარ მწვრთნელს იმედი აქვს, რომ ”დინამოს” კარგი მეპატრონე ეყოლება

ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის, თბილისის "დინამოს" მოსალოდნელი გაყიდვის ამბავი, ბუნებრივია ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც გახმაურდა. ვებგვერდმა Extratime.az-მა ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც მას ამაზეც დაეკითხნენ.

"საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა. ჩვენთან ყოველთვის იყვნენ ტალანტები, ახლაც არიან და მომავალშიც იქნებიან. თბილისის "დინამო" ქართული ფეხბურთის ისტორიის უდიდესი ნაწილია. ეს ბრენდია და ძნელად თუ მოიძებნება საქართველოში უკეთესი კლუბი კაპიტალის ჩასადებად. თავის დროზე "დინამოში" ვთამაშობდი, მერე გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიყავი და კარგად ვიცნობ ამ კლუბს. დიდი ფული რომ მქონდეს, აუცილებლად ვიყიდიდი "დინამოს". ძალიან მინდა, ეს კლუბი კარგი მეპტრონის ხელში აღმოჩნდეს. როგორც გავიგე, სწორედ ასეთი სურვილი აქვს პატარკაციშვილის ოჯახსაც. მათ განაცხადეს, რომ კლუბს გადასცემენ მას, ვინც მას განვითარების გრძელვადიან პროექტსა და გარანტიას წარადგენს. იმედი მაქვს, "დინამოს" კარგი მეპატრონე ეყოლება", - აღნიშნა ცხადაძემ.

"ინტერის" თავკაცს კოლეგა-მეგობრებზეც ჰკითხეს.

"ნაკრებში ჩემს ყოფილ თანაგუნდელებთან დღემდე მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. ტელეფონით ხშირად ველაპარაკები თურქული "ქაისერისფორის" მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს და ჩვენი გუნდების თამაშზე ვსაუბრობთ. ასევე ხშირი კონტაქტი მაქვს თემურ ქეცბაიასთან, რომელიც საქართველოს ნაკრებს წვრთნის. ახლახან "ვოლგას" თავკაც ომარ თეთრაძეს პრემიერლიგაში გადასვლა მივულოცე. მან ორ წელიწადში ზედიზედ მეორე გუნდი გადაიყვანა პირველი ლიგიდან პრემიერლიგაში. ეს კი დიდი შედეგია... იყო დრო, ჩვენ ცნობილი ფეხბურთელები ვიყავით და ბედნიერი ვიქნები, თუ ყველანი ცნობილი მწვრთნელები გავხდებით", - ისურვა კახა ცხადაძემ.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს