დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ქართველი ნახევარმცველი სათამაშო დროის სიმცირით უკმაყოფილოა, მაგრამ წასვლას არსად აპირებს
დნეპროპეტროვსკის "დნიპროსა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ უკრაინულ საიტ Football.ua-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ხუანდე რამოსის გუნდში თავის მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"იმაზე, რომ 2013 წელი "დნიპროს" ქართველი ლეგიონერისთვის წარუმატებელი იყო, სტატისტიკა მეტყველებს.

თუკი წინა ორ სეზონში მას კიევის "არსენალის" ძირითად შემადგენლობაში (სადაც იჯარის წესით თამაშობდა) ფეხი მყარად ჰქონდა მოკიდებული და შიდა პირველობაზე სეზონნახევრის განმავლობაში 45 მატჩში 11 გოლიც გაიტანა, შარშან ზამთარში "დნიპროში" დაბრუნებული სანდრო მოედანზე უკვე ძალზე იშვიათად ჩნდება.

წელს კობახიძემ ჩემპიონატის მატჩებში სასტარტოში თამაში მხოლოდ ორჯერ დაიწყო. უფრო კონკრეტულად კი, მიმდინარე სეზონში სულ 48 წუთი ითამაშა. ამას გარდა, იყო ერთი ტაიმი უკრაინის თასზე და ასევე, შეხვედრები ევროასპარეზზე.

ასე რომ, გველის წელიწადი ფეხბურთელისთვის ისე წარიმართა, წარმატებულს ვერ უწოდებ", - წერს საიტი.

- სანდრო, ზაფხულში, ბოლო მომენტამდე არ იცოდი, სათამაშო დროის სიმცირის გამო დარჩებოდი თუ არა დნეპროპეტროვსკში. უკან მორჩა ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის 17 მატჩი, მთლიანობაში კი სულ 48 წუთი ითამაშე. ასევე, ტაიმი ჩაატარე უკრაინის თასზე და ორი სრული შეხვედრა - ევროპალიგაზე. ახლა თუ დგას შენთვის დღის წესრიგში დნეპროპეტროვსკში დარჩენა-არდარჩენის საკითხი?

- საკითხი ჯერჯერობით ასე არ დგას. ხელმძღვანელობასაც ჩემთვის ამ თემაზე არაფერი უთქვამს, ჩემი მხრიდან კი იმის თქმა შემიძლია, რომ "დნიპროში" დარჩენა ძალიან მინდა. ანუ სხვა გუნდში გადასვლაზე არ ვფიქრობ.

- მაგრამ სათამაშო დროსთან დაკავშირებით ხომ არის პრობლემები? ვფიქრობ, ამით კმაყოფილი არ უნდა იყო.

- რომელი ფეხბურთელი იქნება კმაყოფილი, რომელსაც ცოტას ათამაშებენ? მაგრამ ეს ფეხბურთია - დღეს ყველაფერი ასეა, ხვალ კი შეიძლება სულ სხვაგვარად იყოს. ეს აბსოლუტურად ნორმალური სიტუაციაა - ვიღაც მეტს თამაშობს, ვიღაც - ნაკლებს.

ჩემი საქმე ისაა, როდესაც შანსი მეძლევა, მოედანზე გავიდე და ყველაფერი საკუთარი გარჯით დავამტკიცო. მაქსიმუმს გავიღებ, რათა ხშირად ვითამაშო.

- თავად რამდენად ობიექტური გგონიათ, ძირითადში ადგილისთვის კონკურენციაში რომ მარცხდებით?

- თუკი კონოპლიანკასთან მეტოქეობაზე ვისაუბრებთ, მე ვფიქრობ, რომ ის უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია. ეს ჩემი აზრია. და აქვე ვიტყვი, რომ მასთან ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს. თუმცა გავიმეორებ: ის უკრაინაში საუკეთესო მგონია.

სხვა საქმეა, რომ მე არამხოლოდ მარცხნივ, მარჯვენა ფლანგზე თამაშიც შემიძლია...

მთლიანობაში კი, ვერ ვიტყვი, რომ "დნიპროში" კონკურენციას ვერ ვუძლებ. უბრალოდ, დაველოდები იმ დროს, როდესაც მწვრთნელი შანსს მომცემს და შევეცდები, თავი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინო.

- ამ ზაფხულს კლუბთან ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმეთ. რა მოტივი გამოძრავებდათ ამ გადაწყვეტილების მიღებისას?

- "დნიპრო" - ეს ისეთი კლუბია, რომელთანაც ჩემს ადგილზე ნებისმიერი მოისურვებდა კონტრაქტის გაფორმებას. სხვა საქმეა, რომ ცოტას მათამაშებენ და ეს არ მაკმაყოფილებს.

რაც შეეხება კონტრაქტის გაფორმებისას მოტივს, ის ერთი იყო - მინდა ვთამაშობდე "დნიპროში", ესაა და ეს.

- და კიდევ გაქვთ იმედი, რომ გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელის ხელში ოდესმე მეტი სათამაშო დრო მოგეცემათ?

- ხუანდე რამოსთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. პატივს ვცემ მის აზრს და როგორც ის გადაწყვეტს, ისე იქნება. თავად კი ყოველთვის მექნება იმის რწმენა, რომ დროთა განმავლობაში ვითარება ჩემთვის სასიკეთოდ შეიცვლება.

ilia
სანდრო კარგი ფეხბურთელია სწორადაც აზროვნებს მაგრამ პატრონი აკლია ქართულ ფეხბურთს.სანდრომ რა უნდაქნას მეტი იმედია გაუმართლებს.
zura
ყოჩაგ სანდრო მომწონს შენი ლოგიკა, იშრომე და მიაგწევ აქეთ იქით რომ დაწანწალებენ და ბოლოს მერე არაფერი გამოსდიტ, სერიოზულად უყურებ ამ საქმსდა გმერტმა ხელი მოგიმარტოს
guga
პროფესიონალი ფეხბურთელია რას ერჩით ვერ გავიგე აბა ის ჯობია რომ დააგებენ პირს და მწვრტნელებს რომ ლანძგავენ, ამბობს ეს ადამიანი ველოდები ჩემს შანსსო და ელოდება, იშრომებს და მიაგწევს, ზოგიერთებივით ტავისი ტავი თუვერ წარმოაჩინა ამას სხვებს არ აბრალებს, მივესალმები მას ასეც უნდა იყოს, თქვენი კი გამკვირვებია არც ის მოგწონთ მწვრტნელებს რომ აკრიტიკებენ და არც ის თავს რომ იკავებენ კრიტიკისგან,
daicat
დაიცადეთ, მალე წავა კონოპლიანკა და ელოდება ეს კაციც მაგას!
ჯონი
ჯობდა პირდაპირ გეთქვა ფული მინდა და მაგიტომ გავაფორმე 4 წლიანი
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე "დნიპროსთან" დამარცხდა [VIDEO]
სანდრო კობახიძის გუდნმა დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს
უხელფასობის გამო "დნიპროდან" მთავარი მწვრთნელი წავიდა, რას იზამს სანდრო კობახიძე?
ჯაბა კანკავას ყოფილ მწვრთნელ ხუანდე რამოსს "მალაგა" ჩააბარეს
სანდრო კობახიძე: ამ სეზონში რაც შეიძლება მეტი გოლი მინდა გავიტანო
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
ჯაბა კანკავას ესპანეთის ლა ლიგაში თამაშის რეალური შანსი გამოუჩნდა
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
ᓯᓐᓑᓐ ᓙᓐᓜᓙᓐᓕᓐ: ᓤᓣᓚᓘ ᓩᓔᓛᓗᓕᓘᓡ ᓛᓗᓐᓕᓐᓠᓘᓐ, ᓕᓘᓜᓪ ᓐᓡᓔ ᓐᓠ ᓐᓛᓑᓝᓑᓡ, ᓘᓢᓧᓣᓔᓑᓐ
''ბეტისს'' ხუანდე რამოსი გაწვრთნის
ჯაბა კანკავა მიდის? ნაკრების კაპიტანი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
ვინ გაწვრთნის "ვალენსიას"? - ესპანურ პრესაში ახალი ვერსია გაჩნდა
სანდრო კობახიძე: "ვორსკლას" მწვრთნელმა დამარწმუნა, რომ ჩემი დიდი იმედი აქვს
თბილისის "დინამომ" სპარინგ-მატჩში უკრაინული "დნიპრო" დაამარცხა [VIDEO]
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა