"ინგლისში რომ ჩამოვედი, კრიკეტი ბეისბოლი მეგონა"

როგორც ჩანს, ინგლისელი სპორტული ჟურნალისტებისთვის უცნაური და დაუჯერებელია ის, რომ საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ და შემდეგ, თუნდაც ფეხბურთის სათამაშოდ ინგლისში გადახვეწილ კაცს კრიკეტი არათუ არ აინტერესებდეს, ბეისბოლისგან ვერ არჩევდეს. ჰოდა, როცა ნისლიან ალბიონზე მყოფ ჩვენ თანამემამულეს, ზურაბ ხიზანიშვილს ჰკითხეს, ჰა, რას ფიქრობ კრიკეტში ინგლის-ავსტრალიის სატესტო მატჩზეო და ჩვენებურმა მხრები უხერხულად აიჩეჩა, ძალიან გაუკვირდათ.

ეტყობა კრიკეტისადმი ხიზანიშვილის არცთუ მგზნებარე დამოკიდებულება ბრიტანელთათვის მართლაც საინტერესო ამბავია, რისი დასტურიც საიტ getbracknell.co.uk-ზე გამოქვეყნებული სტატიაა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

- "რედინგის" ზოგიერთ ფეხბურთელს ამ კვირაში ინგლისის ავსტრალიასთან სატესტო მატჩების გამო საკრიკეტო ციებცხელება მოიცავს, მაგრამ ეს არ ემუქრება ამ ამბით შეცბუნებულ ქართველ მცველს. კრიკეტი საქართველოში, რბილად რომ ვთქვათ, არ არის გავრცელებული და მისი საფეხბურთო ნაკრების წევრს - ”რედინგის” მცველ ზურაბ ხიზანიშვილს უბრალოდ არ ესმის ინგლისში ამ მოვლენის გარშემო ამტყდარი ფუსფუსი.

ზურაბი გულახდილად ამბობს: "როდესაც ამ ქვეყანაში ჩამოვედი და ტელევიზორში კრიკეტი ვნახე, ბეისბოლი მეგონა. არ ვიცოდი, რა იყო ეს და თანაგუნდელებისთვის კითხვის დასმა მომიხდა. ჩემს ქვეყანაში ვინმეს კრიკეტი რომ უხსენო, ვერაფერს გეტყვის.

აბა, რა გითხრათ ამ სპორტზე - ფეხბურთი 90 წუთში მთავრდება და ყველამ იცის, ვინ არის გამარჯვებული. კრიკეტში კი დრო გაქვს, ლანჩისთვის, სადილისთვის, ცოლისთვის საკოცნელად და ბავშვების გასაკეთებლადაც მოიცალო. იღლებიან კრიკეტის მოთამაშეები მატჩის დროს? არა მგონია".

მომზადებულია getbracknell.co.uk-ის მიხედვით

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"