"ოკლაჰომას" ზედიზედ მე-12 გამარჯვება
სათამაშო დღის გმირის წოდება თამამად შეიძლება მიენიჭოს "პორტლენდის" გამთამაშებელ დამიენ ლილარდს.

"დეტროიტთან" გასვლით შეხვედრაში მისი სტატისტიკა არ ყოფილა გამორჩეული (თამაშიდან 21 სროლა და მხოლოდ ექვსი ზუსტი), მაგრამ სწორედ მისმა ტყორცნამ მოუტანა მორიგი გამარჯვება "ბლეიზერსს". ეს მოხდა ოვერტაიმის დასრულებამდე 0.1 წამით ადრე. თანაც, ამ დროს ლილარდს კარგად უშლიდა ხელს "დეტროიტის" მცველი როდნი სტაკი. პორტლენდელმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ სტაკი თავს შესანიშნავად იცავდა და მას, უბრალოდ, გაუმართლა. ასეა თუ ისე, "პორტლენდმა" აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდებთან 10-დან მეათე შეხვედრა მოიგო.

ზედიზედ მე-12 გამარჯვება ჩაიწერა შინ "ოკლაჰომამ". "ორლანდოსთან" შეხვედრაში "თანდერმა" იმდენი მოახერხა, რომ ბოლო ექვს წუთში გაანიავა 16-ქულიანი უპირატესობა და მეტოქეს თამაშის გადარჩენის შანსი მისცა. ბოლოსკენ ბრწყინვალე სნაიპერს, კევინ დურანტსაც კი აუკანკალდა ხელი და ორიდან მხოლოდ ერთი საჯარიმო მოათავსა კალათში. საფინალო სირენამდე 13 წამით ადრე "ოკლაჰომა" სამი ქულით იყო წინ.

როგორც ჩანს, "ორლანდო" არ ელოდა დურანტისგან ასეთ საჩუქარს და ვერ შეძლო ნორმალური კომბინაციის გათამაშება, რომლითაც თავის რომელიმე სნაიპერს შორეული ტყორცნის შესასრულებლად გაიყვანდა და მატჩის ოვერტაიმში გადაყვანისთვის იზრუნებდა. ნაჩქარევად ორგანიზებულ შეტევაში მოუმზადებელი სროლა მოუწია გლენ დევისს, რომელიც არაზუსტი იყო. შეტევაში მოხსნა ნიკოლა ვუჩევიჩმა მიითვალა და ორქულიანის ჩაგდება სცადა, მაგრამ სერჟ იბაკასგან დაფარება მიიღო.

ადრე თუ გვიან ყველა სერია სრულდება, რაშიც 16 დეკემბერს "მემფისის" გულშემატკივრები დარწმუნდნენ. ზედიზედ ოთხი წელი "გრიზლისი" მუდმივად ამარცხებდა "მინესოტას" და ამ გუნდთან 11-მატჩიანი მოგებათა სერია დაუგროვდა.

მაგრამ ეს სერია შეწყდა, რაშიც დამნაშავეა კევინ ლავის ფანტასტიკური ფორმა. გასაკვირია, მაგრამ "ტიმბერვულვზის" ფორვარდს ამჯერად ორმაგი დუბლიც არ შეუსრულებია და მხოლოდ 9 მოხსნით შემოიფარგლა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ "მემფისმა" ვერაფერი გააწყო მეტოქის ლიდერის წინააღმდეგ, რომელმაც ამ მატჩში 21-დან 11 ტყორცნა მოათავსა კალათში (მათ შორის, რვიდან ოთხი სამქულიანი). ამას დაუმატა 9 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი და 3 დაფარება.

"ეს ძალიან ამარტივებს ჩვენს თამაშს. კარგია, როცა გუნდში არის კიდევ ერთი კალათბურთელი, რომელსაც ქულების დაგროვება შეუძლია. ახლა ყველაფერი მხოლოდ ჩემზე და აიზია ტომასზე არ არის დამოკიდებული", - კმაყოფილი ამბობდა "ჰიუსტონთან" მატჩის შემდეგ "საკრამენტოს" ცენტრი დემარკუს კაზინსი. ის ამ სიტყვებით თავის ახალ თანაგუნდელს, რუდი გეის აქებდა.

ყოფილმა ტორონტოელმა უკვე ორი მატჩის ჩატარება მოასწრო ახალი კლუბის შემადგენლობაში და ჯამში 50 ქულა დააგროვა, თან თამაშიდან 56 პროცენტის სიზუსტით ისროდა. "როკეტსთან" მატჩი სადებიუტო იყო მისთვის ახალი გულშემატკივრების თვალწინ და განსაკუთრებით მოინდომა. უკვე სასტარტო მეოთხედში მის ანგარიშზე 14 ქულა იყო და შემდეგაც ის გახლდათ ქულების მთავარი წყარო "კინგზისთვის".

"როკეტსის" მარცხი შეიძლებოდა კიდევ უფრო დიდი პრობლემით დამძიმებულიყო: მესამე მეოთხედის დასაწყისში ჯეიმს ჰარდენმა ფეხი გადაიბრუნა და ყვირილით დაეცა მოედანზე. "ჰიუსტონის" ლიდერისთვის საბედნიეროდ, ის სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. მან შეძლო წამოდგომა და ცალ ფეხზე მდგომმა შეასრულა ორი საჯარიმო. მოგვიანებით კი სირბილიც დაიწყო. თუმცა ამან მის გუნდს ვერ უშველა.

დეტროიტი-პორტლენდი 109:111 (ო)

22:29, 29:21, 33:23, 15:26, 10:12

დ: სმიტი (31), მონრო (17), სტაკი (17), ჯენინგსი (15+10 პასი), დრამონდი (13+14 მოხსნა).

პ: ოლდრიჯი (27+12 მოხსნა), ლილარდი (23+7 პასი), ბატუმი (18), მეტიუზი (14), ლოპესი (12+13 მოხსნა).

მემფისი-მინესოტა 93:101

17:28, 29:28, 27:21, 20:24

მემ: კონლი (28), რენდოლფი (20+12 მოხსნა), ლეუერი (15+9 მოხსნა), ბეილესი (14).

მინ: ლავი (30+9 მოხსნა), პეკოვიჩი (19), ბარეა (15), რუბიო (12), ბრიუერი (9+12 მოხსნა).

საკრამენტო-ჰიუსტონი 106:91

28:28, 29:21, 24:22, 25:20

ს: გეი (26+4 ჩაჭრა), კაზინსი (21+10 მოხსნა), ტომასი (19+8 პასი), უილიამსი (11).

ჰ: ჰარდენი (25), პარსონსი (19), ჰოვარდი (13+10 მოხსნა), ბრუქსი (13).

ოკლაჰომა-ორლანდო 101:98

28:22, 28:27, 27:22, 18:27

ოკლ: დურანტი (28+9 მოხსნა), უესტბრუკი (20+12 მოხსნა+6 პასი), ლემბი (16), ჯექსონი (10).

ორლ: აფლალო (25), ოლადიპო (15), ვუჩევიჩი (13+16 მოხსნა), ნელსონი (13+8 პასი), დევისი (11+9 მოხსნა).

დენვერი-ნ. ორლეანი 102:93

24:27, 28:25, 23:16, 27:25

დ: ჩენდლერი (19), ჰიქსონი (19+11 მოხსნა), რობინსონი (14), ლოუსონი (12+8 პასი), ფარიდი (12+9 მოხსნა).

ნ-ო: ანდერსონი (26), რივერსი (17), ჰოლიდეი (12+7 პასი), გორდონი (10+6 პასი).

ფინიქსი-გ. სტეიტი 106:102

33:27, 26:26, 22:27, 25:22

ფ: ბლედსოუ (24+8 პასი), დრაგიჩი (21+4 ჩაჭრა), ფრაი (20), მორისი (11), გრინი (10).

გ-ს: კარი (30+7 პასი), ტომპსონი (19), ლი (18+13 მოხსნა), ბოგუტი (9+14 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ეს უკვე ნამდვილ კობის ჰგავს

[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
NBA. პლეი ოფი: ფავორიტები შანსს არ ტოვებენ
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კარიმ "მაიამის" მოუგო
"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უცნაური ტრიპლ-დაბლი
გიჟური გაცვლები NBA-ში - დურანტი "ფინიქსში", ვესტბრუკი "იუტაში"
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
კვირა NBA-ში: ჰარდენის რეკორდი, "გოლდენ სტეიტის" ტიტული, სამმაგების ზღვა...
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ახალი ისტორია უესტბრუკისგან
კევინ დურანტი კარიერას "ჰიუსტონ როკეტსში" გააგრძელებს
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კობი დაბრუნდა - წააგო
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ლეიკერსი" ყველასთან აგებს
ლუკას წარმოუდგენელი სტატისტიკა - სლოვენიელმა ვარსკვლავმა ირვინგისა და დურანტის კომბინირებული 76 ქულა გადაფარა [VIDEO]
NBA. პლეი ოფი: ახალ ისტორიამდე ძალიან ახლოსაა
ზაზა ფაჩულია: ეს განსაკუთრებული წელია, განსაკუთრებულ კალათბურთელებთან
ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი "ლეიკერსისთვის"
ზაზა ფაჩულია: გზაზე ბევრი წინაღობა შემხვდა, მაგრამ ხედავთ, სადამდე მოვედი?
დონჩიჩი ასე პირველად დაიჩრდილა - ლილარდმა გიჟური თამაშით ლუკასა და მთელ "დალასს" აჯობა [VIDEO]
ჯეიმსი VS დურანტი - "ლეიკერსის" 22 ქულიანი ქამბექი "ფინიქს სანზთან" [VIDEO]
ᓐᓨᓨ "ᓓრᓘᓛ ᓗᓘᓛᓘ" ᓐᓦᓐᓠ ᓐᓠᓘᓡ