ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ინგლისის ლიგის თასიდან გამოვარდნის შემდეგ კომენტარი გააკეთა
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, მიუხედავად ინგლისის ლიგის თასიდან გამოვარდნისა, თავისი გუნდის თამაშით "სანდერლენდთან" მაინც კმაყოფილი დარჩა.

ტურნირის 1/4-ფინალში გამართული შეხვედრა, რომელიც 17 დეკემბერს, "სთედიუმ ოფ ლაითზე" გაიმართა, ოვერტაიმში, "შავი კატების" გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

არადა, 88-ე წუთამდე "ლურჯები" ლი კატერმოლის ავტოგოლის (46 წუთი) წყალობით იგებდნენ. გათანაბრება ფაბიო ბორინიმ შეძლო, გამარჯვება კი "სანდერლენდს" 119-ე წუთზე სონ იონ კიმ მოუტანა.

"გვინდა, გუნდი ყოველთვის ისე თამაშობდეს, როგორც დღეს. შესაძლოა, უფრო მეტი თამაში მოგვეგო, თუკი დაცვიდან ვიმოქმედებდით, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაკლებ გოლს გავიტანდით და უფრო მოკრძალებული ანგარიშებით გამარჯვებას დავჯერდებოდით, მაგრამ ეს ის არაა, რაც მე მინდა.

ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, თუკი ვსაუბრობთ ფეხბურთის იმ ხარისხზე, რომლის ჩვენებასაც ვესწრაფვით. ნამდვილად არ მსურს რაიმეს შეცვლა, ნაბიჯის უკან გადადგმა და გეზიდან გადახვევა მხოლოდ იმის გამო, რომ უკეთესი შედეგები გვინდა.

შესაძლოა, ლიგის თასი არცთუ მნიშვნელოვან ტურნირად მოგეჩვენოს. სტადიონი არ ივსება, სახლიდან შორს გიწევს თამაში, მაგრამ როდესაც ფინალში გადიხარ, მაშინ იგებ, რომ ეს კარგი ტურნირია და მისი მოგების სურვილიც გიპყრობს".

პორტუგალიელმა სპეციალისტმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ტურნირიდან გამოვარდნის გამო მისი გუნდის ზოგიერთ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა მოაკლდება.

"ყველამ იცის, რომ ტურნირში ბოლომდე მსურდა მონაწილეობა და იმ ფეხბურთელების მოედანზე გაყვანა, რომლებიც უფრო მეტს უნდა თამაშობდნენ. მაგალითად - მარკ შვარცერი და კევინ დე ბრეინე.

ვწუხვარ, რომ მათ ნახევარფინალსა და ფინალში თამაშის საშუალება არ ექნებათ", - თქვა მოურინიომ.

იხილეთ ვიდეო

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
პოზიციით ფორვარდმა ფაბიო ბორინიმ "არსენალთან" მატჩში შესაძლოა, მარჯვენა მცველად ითამაშოს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
"ლივერპული": სტერლინგის და სუპერმარიოს ამბავი ისევ გაურკვეველია
"კრისტალ პალასის" ლეგენდა კევინ ფილიპსი ერთი წლით დარჩა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ჭარბწონიანმა ბიჭმა ჯარიმების დარტყმაში "ლივერპულის" ფორვარდებს აჯობა [VIDEO]
გატუზოს მიერ მცველად ნაქცევი ბორინით შეტევის გაძლიერება "ნაპოლისა" და "ვესტ ჰემს" სურთ
პრემიერლიგა. ბოლო დღის ტრანსფერები: ინგლისში ძალიან არ გაგიჟდნენ
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ჟოზე მოურინიო: მარკ შვარცერი პეტრ ჩეხს კონკურენციას გაუწევს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
ფაბიო ბორინი ინგლისის მე-4 ლიგის კლუბში ჩაირიცხა