რონალდინიომ უამაზესი საჯარიმო კი გაიტანა, მაგრამ მისმა გუნდმა მაინც წააგო
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მასპინძელი "რაჯა კასაბლანკა", რომელიც ამ სეზონის მაროკოს ჩემპიონატში მე-9 ადგილს იკავებს, უკვე მეორე სენსაციის შემოქმედი გახდა - "მონტერეის" დამარცხების შემდეგ აფრიკელებმა "ატლეტიკო მინეიროსაც" სძლიეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც მათი მეტოქე მიუნხენის "ბაიერნი" იქნება.

შეხვედრის ფავორიტად, რა თქმა უნდა, ლიბერტადორესის თასის მფლობელი მიიჩნეოდა, მაგრამ მასპინძლები ბრაზილიელებს ტოლს არაფერში უდებდნენ.

პირველი ტაიმი გოლების გარეშე დასრულდა, მეორე ნახევრის სტარტზე კი "რაჯა" მუჰსინე იაჟურმა დააწინაურა.

"ატლეტიკოს" რონალდინიოს ჯადოქრობამ უშველა - 33 წლის "გაუჩომ" ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გაიტანა და თითქოს, თამაშში გარდატეხაც შეიტანა, მაგრამ ყველაფერი 84-ე წუთზე დასრულდა, როდესაც ველასკო კარბალიომ მასპინძელთა სასარგებლოდ პენალტი დანიშნა.

11-მეტრიანი მოჰსინე მუტუალიმ გამოიყენა, რის შემდეგაც მთელი გუნდით წინ წასულ "მინეიროს" კონტრშეტევა გამოეპარა და ცვლილებაზე შემოსულმა ვიანეი მადიბემ შეხვედრას წერტილი დაუსვა - 3:1.

საკლუბო მუნდიალების ისტორიაში ეს არის სულ მეორე შემთხვევა, როდესაც ფინალში სამხრეთამერიკული გუნდი ვერ გავიდა.

პირველად 2009 წელს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელმა "მაზემბემ" არ დაუშვა "ინტერნაციონალეს" და "ინტერნასიონალის" ფინალი, ამჯერად კი რონალდინიოს "ბაიერნის" წინააღმდეგ ხილვის საშუალება "რაჯა კასაბლანკამ" არ მოგვცა...

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი

მატჩი მე-5 ადგილისთვის

ალ აჰლი-მონტერეი 1:5

გოლები: 0:1 ნ. კარდოსო (3), 1:1 ემად მოტეაბი (8), 1:2 ს. დელგადო (22), 1:3 ლეობარდო ლოპესი (27), 1:4 უ. სუასო (45-პენ), 1:5 ს. დელგადო (65)

1/2-ფინალი

რაჯა კასაბლანკა-ატლ. მინეირო 3:1

გოლები: 1:0 იაჟური (51), 1:1 რონალდინიო (64), 2:1 მუტუალი (84-პენ), 3:1 მაბიდე (90+4)

რაჯა კასაბლანკა (4-2-3-1): ასკრი - ელ ჰაშიმი, ბელმაალემი, ულჰაჯი, კარუში - რაკი, გუეჰი - შტიბი (55. მაბიდე), მუტუალი, ჰაფიდი (76. კანდა) - იაჟური (87. კულიბალი)

ატლ. მინეირო (4-2-3-1): ვიქტორი - მარკოს როჩა (63. ლუანი), ლეონარდო სილვა, რევერი, ლუკას კანდიდო (85. ალეკსანდრო) - ჟოსუე (58. ლეანდრო დონიზეტი), პიერი - დიეგო ტარდელი, რონალდინიო, ფერნანდინიო - ჟო

გაფრთხილება: რევერი.

კუთხური: 2-4; ჯარიმა: 7-18; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 11-19 (4-8); ბურთის ფლობა: 46%-54%

მაყურებელი: 38 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მიუნხენის "ბაიერნი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია [VIDEO]

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ამ ორი ბრაზილიელი ფეხბურთელის დიდი ფანი ვარ" - კვარაცხელია "ფლამენგოსთან" მატჩის წინ
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"რონალდინიოც ასეთი იყო" - პსჟ-ს ყოფილმა ფეხბურთელმა "კვარაზე" ისაუბრა
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
რონალდინიოს ურთიერთობა 72 წლის მსახიობთან აქვს და აბაზანაში შიშველს ფოტო მან გადაუღო? - ქალბატონმა გრასიელამ ამ ჭორებს პასუხი გასცა [PHOTO]