ფილიპინელმა მოკრივემ მარგარიტოსთან ბრძოლაში 20 მილიონზე მეტი მოიხვეჭა
მენი პაკიაომ 13 ნოემბერს, დალასში გამართულ ბრძოლაში, მექსიკელი ანტონიო მარგარიტოსთვის მიყენებული თითოეული დარტყმისთვის 52 742 დოლარი გამოიმუშავა. მოკრივის პრომოუტერის ბობ არუმის თქმით, ამ ორთაბრძოლაში ფილიპინელმა 20 მილიონი დოლარზე არანაკლები თანხა გამოიმუშავა, შესაძლოა - 25 მილიონიც კი.

ფილიპინურმა გაზეთმა The Philippine Star -მა დაითვალა, რომ ყოველ რაუნდში პაკიაო 2 მილიონ დოლარს იღებდა, ყოველი წუთისთვის - დაახლოებით 694 ათასს, ბრძოლის ყოველი წამისთვის კი 11 574 დოლარს. მეტოქისთვის მიყენებული 474 დარტყმიდან თითოეულმა მოკრივეს 52 742 დოლარი მოუტანა.

როგორც გაზეთი აღნიშნავს, ჰონორარი 20-25 მილიონი დოლარის ოდენობით, გადასახადებისა და სხვა ხარჯების გაუთვალისწინებლადაა აღებული. ბრძოლის წინ პაკიაოსთვის გათვალისწინებული თანხა 15 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ ბრძოლიდან შემოსავალი მრავალრიცხვოვანმა ფასიანმა ტელეტრანსლიაციებმა გაზარდა. ის დაახლოებით 1.15 მილიონმა ადამიანმა შეიძინა.

პაკიაო-მარგარიტოს ბრძოლა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ფილიპინელის ქულებით მოგებით დასრულდა. პაკიაომ 69.9 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBC-ის (მსოფლიო საკრივო საბჭო) ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ვაკანტური ტიტული მოიპოვა.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა