ლანჩხუთის "გურია" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

ლანჩხუთის "გურია" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. ეს 18 დეკემბერს, ქობულეთში "ზესტაფონთან" წაგების (0:1) შემდეგ "ლელოს" თავად რომან პოკორამ უთხრა:

"მატჩის შემდეგ "გურიას" დირექტორმა კობა მირზაშვილმა მითხრა, რომ პოსტზე ვეღარ დამტოვებდა. ცხადია, მიზეზით დავინტერესდი და ამიხსნა, რომ, თურმე, ბოლო 5 მატჩიდან ოთხის წაგება ჩემი ბრალი იყო.

არადა, ჩემი ბრალი კი არა, ჩემი დამსახურებაა, "დინამოსთან" ბიჭები მოედანზე რომ გავიდნენ და სეზონი ჩაამთავრეს.

კარგად იცით, რაც ამ გუნდში ხდება. პირადად მე ფული არ ამიღია, ისევე, როგორც ფეხბურთელებს. ამის მიუხედავად, მე-9 ადგილზე მყოფი "გურია" მესამეზე დავაწინაურე და არა მგონია, უფულო გუნდისთვის ეს ცუდი შედეგი იყოს.

უფულობის გამო ლანჩხუთი ვიტალი შუმეიკომაც დატოვა. ორივემ უკვე მივმართეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომ კონტრაქტის პირობების დარღვევაზე მოახდინოს რეაგირება და უზრუნველყოს, რომ კუთვნილი ხელფასი ავიღოთ.

"გურიასთან" ხელშეკრულება 2014 წლის 25 სექტემბრამდე მაქვს და დაუსაბუთებლად გამიწყვიტეს", - ამბობს 65 წლის უკრაინელი სპეციალისტი.

კომენტარისთვის "გურიას" დირექტორ კობა მირზაშვილსაც დავუკავშირდით:

"მე ყველა წვრილმანს ვერ დავასახელებ, თუ რის გამო გადავწყვიტეთ პოკორას გაშვება, მაგრამ უკვე ზღვარს გადადიოდა მისი ზოგიერთი საქციელი. ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ "ზესტაფონთან" შეხვედრამდე დებოში ატეხა - სახელმწიფო სახსრებს იტაცებს და ანგარიშზე არსებულ თანხას არ გვირიცხავსო.

ფული რომ იყოს ანგარიშზე, დავმალავ და არ გადავიხდი? ასეთი სისულელე არასოდეს მსმენია.

წმინდა სპორტულ ფაქტორებს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ მის ხელში გუნდი ვერ განვითარდებოდა. ამაში მას შემდეგ დავრწმუნდი, რაც პოკორას საქციელი საკუთარი თვალით ვნახე. მაგრამ ამაზე საჯაროდ ვერ ვილაპარაკებ.

დიდი მადლობა, ჩვენთან რომ იმუშავა, მაგრამ "გურიას" სხვაგვარი მწვრთნელი სჭირდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fanklubi
ლანჩხუთლებს მეტი გვეკუთნის, უწიგნურ ჩხაიძის არჩევიზა. ერთი საქმე ებარა, გურია და იმასაც ვერ თუ არ მოუარა. დაკავებული ფულის კეთებით
Tengo
უფულო გუნდი მე-3-ზე გაიყვანა და მოსნეს?! მაგრები ვართ.
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ლანჩხუთის "გურიას" გაწვრთნა გიგლა იმნაძეს შესთავაზეს
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ლანჩხუთის "გურია"
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
ლანჩხუთის "გურია": ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი?
ლანჩხუთის "გურია": რომან პოკორა, რბილად რომ ვთქვათ, იტყუება!
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
ᓜᓐᓒᓕᕘᕡ ᓣᓠᕜᕐ ᓗᓣ ᓤᓔᕮᕑᓣᕠᓗᓘ?! - "ᓒᕣᕠᓘᓐᕡ" ᕮᓔᓚᕘᕡᕣᕤᓚᕔᕑᕐ ᕓᓐᓣᕞᕘᕠᕘᓡᓞᓘᕠᓓᓐ
"ᓛᓐᓡ
ᓐᓛᓝᓕᓘᓓᓐ ᓧᓔᓚᓨᓘ! - ᓕᓘᓡᓘᓐ "ᓒᓣᓠᓘᓐ", "ᓡᓐᓛᓢᓠᓔᓓᓘᓐ", "ᓢᓝᓠᓞᓔᓓᓝ"?
"1 ᓚᓐᓠᓘᓗ 10 ᓚᓐᓠᓘᓡ ᓡᓐᓥᕛᓔ ᓒᓐᓕᓐᓙᓔᕗᓔᕗ... ᕛᓔᓠᕔ ᓙᓘ ᓔᓕᓠᓝᓞᕐ ᓚᓘᕒᓐᓖᓔᓪ ᕒᓐᓡᓕᓚᓐ ᓛᓝᓒᓕᓗᓮᕝᓕᓔᓡ"
ᕚᓐᓜᓩᕮᕣᓗᓨᓘ ᓢᕐᓘᓛᓑᓝᓚᓖᓔ, ᓛᕐᓖᓔᕑᕡᓐ ᓓᓐ ᓧᓝᓛᓐᓠᓑᕐᓖᓔᕑᕖᓔ ᕐᓚᓐᓞᓐᓠᓐᕙᓓᕜᓔᕜ!
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ლანჩხუთის "გურია": თემურ ლორია არა, გუნდს ისევ დავით მახარაძე გაწვრთნის
ᓚᓐᓜᓩ
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
აქტუალური თემა: სამწვრთნელო კარუსელი