თბილისი, 2013 წლის 18 დეკემბერი. ეროვნული ჩემპიონატი. II წრის I ტური
კიდევ ერთი დღე და სასპორტო კომპლექს "არენაში" დასრულდება საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის პირველი ტური.

18 დეკემბერს ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონმა და წლევანდელი გათამაშების ლიდერმა სტუ-მ ზედიზედ მეათე პაექრობა მოიგო - ქუთაისი დაამარცხა 31:14 და უწინდებურად ერთპიროვნულად განაგრძობს მეწინავეობას. ლიდერს კვალში უდგას ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი "ბათუმი". ზღვისპირელებმა "იმედს" სძლიეს იოლად - 46:22.

დაძაბული გამოდგა თელაველ და სამტრედიელ ხელბურთელთა ორთაბრძოლა. საფინალო სასტვენამდე ათი წუთით ადრე სამტრედია წინ იყო - 29:25. მატჩის მიწურულს ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

გიორგი კობახიძის ზედიზედ სამი გოლის შემდეგ ანგარიშში სხვაობა ერთამდე შემცირდა - 33:32.

ბოლო წამებზე თელაველებს შეეძლოთ წონასწორობის აღდგენა, მაგრამ ანდრიაშვილს სირენის ხმამ მოუსწრო. 1998-99 წლებში დაბადებულ ხელბურთელ ვაჟთა ნაკრებმა გათამაშების ცხრილში პირველი გამარჯვება ჩაიწერა - 2 წლით უფროსი სპორტსმენებით დაკომპლექტებულ "პეგასს" აჯობა - 33:28.

თბილისი, 2013 წლის 18 დეკემბერი. ეროვნული ჩემპიონატი . II წრის I ტური

ბათუმი-იმედი 46:22

ბათუმი: სამყურაშვილი, გამზარდია (19), ხუნჯუა (8), ჭელიძე (4), წივწივაძე (3), ქარდავა (3), ი. ნარსია (2), ვინოგრადსკი (2), უ. მაისურაძე (1), ჯორბენაძე (1), ქავთარაძე (1), წიტაიშვილი (1), ჭანტურია (1), გოგიჩაიშვილი.

იმედი: მღებრიშვილი, ლორია, გიორგაძე (5), ბეჟანიშვილი (4), ჩიკვილაძე (3), გ. ხანდოლიშვილი (3), მძელური (2), თაბაგარი (2), ჩაკვეტაძე (2), ალანია (1), იობაშვილი, აბაშიძე, ი. კალანდაძე, გოთოშია.

სტუ-ქუთაისი 31:14

სტუ: ცერცვაძე, ანდრიაძე, ხიდეშელი, ამირანაშვილი (7), სურმავა (5), ორჯონიკიძე (5), სიმონია (4), გოგალაძე (3), აბრამიშვილი (2), გრიშიკაშვილი (2), ლ. არსენაშვილი (1), სტურუა (1), გოგოლაძე (1), ბერძენიშვილი.

ქუთაისი: გულეიშვილი, შეყრილაძე, მათნაძე (5), ახალაძე (3), ჩიხლაძე (2), ჯუღელი (2), ბახტურიძე (1), მერკვილაძე (1), ლომიძე (1), ტარუაშვილი, ახალბედაშვილი, ძნელაძე.

სამტრედია-თელავი 33:32

სამტრედია: ხონელიძე, ხაჟომია (10), თევზაძე (6), ავალიანი (5), ელგანდაშვილი (5), ზურაბიანი (4), ცხვარაძე (2), ხვიჩია (1), გაგლოშვილი, ჟვანია, ღაღანიძე, ბოცვაძე.

თელავი: ა. სამიტაშვილი, კობახიძე (12), გ. სვიმონიშვილი (9), ჯ. ნიკურაძე (5), გიორგელაშვილი (4), ანდრიაშვილი (1), იაგორაშვილი (1), გიგაური, ი. სამიტაშვილი, მღებრიშვილი, ცისკარიშვილი, ნ. სვიმონიშვილი, დიდებაშვილი.

ჭაბუკთა ნაკრები-პეგასი 33:28

ჭაბუკები: ს. ხანდოლიშვილი, ვათიაშვილი, კბილაშვილი (8), დანელიშვილი (5), ბაინაზაშვილი (5), ე. არსენაშვილი (4), ჰუსეინოვი (4), რუსტამოვი (3), ბიბილეიშვილი (2), ნ. მაისურაძე (1), გაწერელია (1), ფერაძე, მამულაშვილი, გოგავა, იობაშვილი.

პეგასი: ცინცაძე, ა. ცხვარაშვილი (8), აბჟანდაძე (7), დიხამინჯია (6), ბაძაღუა (3), კოხრეიძე (3), დემეტრაშვილი (1), ცუხიშვილი.

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი, ზურაბ ქოქოსაძე, ვახტანგ ბერიაშვილი.

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

სტუ 10 10 0 0 341-218 20

ბათუმი 10 9 0 1 421-302 18

სამტრედია 10 6 0 4 358-340 12

იმედი 10 5 0 5 296-335 10

პეგასი 10 3 2 5 310-334 8

ქუთაისი 10 2 1 7 282-372 5

ჭაბუკები 10 1 2 7 282-348 4

თელავი 10 1 1 8 265-306 3

ბომბარდირები: უჩა გამზარდია (ბათუმი) - 92, ირაკლი თევზაძე (სამტრედია) - 76, ლექსო წითელიშვილი (სამტრედია) – 75, ალექსანდრე ცხვარაშვილი (პეგასი) - 73, გიორგი კვერნაძე (ქუთაისი) - 72, ნიკოლოზ ჯორბენაძე (ბათუმი) - 71, გიორგი იობაშვილი (იმედი) - 66, ირაკლი კბილაშვილი (ნაკრები) - 65.

19 დეკემბერს ითამაშებენ: იმედი - ქუთაისი, პეგასი - სამტრედია, თელავი - ჭაბუკთა ნაკრები, ბათუმი - სტუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
U18. საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩიც მოიგო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს