"არ ვტრაბახობ - უამრავი დიდი ფეხბურთელი გვყოლია, მაგრამ გულშემატკივარი მე რომ მეფერებოდა, ასე ბევრს არ ანებივრებდა..."
რევაზ ჩელებაძე - თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების თავდამსხმელი, 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი. კოლორიტიო, თუ ვინმეზე ითქმის, "ჩელეც" მათ შორისაა.

გულშემატკივარს თავი არაორდინარულობით შეაყვარა - ეფექტური თავური დარტყმებითა თუ პენალტების შესრულების უჩვეული მანერით...

კარიერის დასრულების შემდეგ რამდენიმე კლუბის პრეზიდენტი იყო - ქობულეთის "შუქურას" (1990), ბათუმის "დინამოსა" (1990-94, 1995-96) და რუსთავის "მეტალურგს" (1996-97) თავკაცობდა. 1995 წელს იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

ამჟამად ქობულეთის "შუქურას" პრეზიდენტი და საფეხბურთო აგენტია. მისი ყველაზე ცნობილი კლიენტი ჯანო ანანიძეა...

ცხოვრებაშიც არაორდინარულია. მის მოყოლილ ანეკდოტებზე ლეგენდები დადის. რევაზ ჩელებაძე ჟურნალ "ლელოს" სტუმარია.

- დღევანდელი გადასახედიდან დაუჯერებელი ამბავია, რომ ფეხბურთზე 17 წლის ასაკში შეხვედით...

- ჩემს ცხოვრებაში ბევრი დაუჯერებელი ფაქტი მომხდარა. კალათბურთზე დავდიოდი, აჭარის ნაკრებში ვთამაშობდი და ფიზკულტურის ინსტიტუტში ვაბარებდი. ალბათ, სკოლის მასწავლებელი ვიქნებოდი, რომ არა ფეხბურთი, რითიც ქუჩაში ვერთობოდი. ბიძაჩემს, ბიჭიკო ჩელებაძეს კი ფეხბურთი უზომოდ უყვარდა. სწორედ მან შემიყვანა ფეხბურთზე. ღმერთმა ასე ინება და მას შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

კარიერა 1972 წელს, ქობულეთის "შუქურას" აკადემიაში დავიწყე. ერთი წლის შემდეგ გუნდშიც გადამიყვანეს, სადაც მოთამაშე-მწვრთნელად ვალერიან ჩხარტიშვილი მოვიდა. კალათბურთიდან ფეხბურთზე გადართვა იოლი არ იყო. სულ სხვა მოძრაობა და სირბილი იყო საჭირო, მაგრამ ჩხარტიშვილი კარგი მასწავლებელი გამოდგა. თავიდანვე ცენტრალურ თავდამსხმელად დამაყენა და პირველივე სეზონში 11 გოლი გავიტანე. 17 წლის დებიუტანტისთვის ეს კარგი შედეგი იყო.

მერე საქართველოს ნაკრებში მიმიწვიეს, რომელმაც საბჭოთა კავშირის "იმედის თასი" მოიგო.

1974 წელს ჩხარტიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელად დანიშნეს. წამიყვანა და პირველივე სეზონში 21 გოლი შევაგდე, აქედან 19 - მეორე წრეში. ესეც ვალერიანის დამსახურება იყო. მის გვერდით ჩამოვყალიბდი, თამაში მასწავლა, გამხსნა, თავდაჯერება შემძინა და იმედი ჩამისახა. ბიჭიკო კი ჩემზე გადაყოლილი იყო. ამ ადამიანების სიკეთეს რა დამავიწყებს?!

- ეს ის ბიძაა, ყველა გოლზე 100 მანეთს რომ გიხდიდათ?

- არა, ის მეორე ბიძაა, ზია ჩელებაძე. კომუნისტურ საქართველოში ერთ-ერთი პირველი კერძო სპონსორი მყავდა - ბათუმში გატანილი გოლისთვის 10 მანეთს მაძლევდა, თბილისის "დინამოში" - 100 მანეთს, საბჭოთა კავშირის ნაკრებში კი - 500-ს. ეს მაშინ უზარმაზარი ფული იყო. ახლა რაღაა დასამალი - "ცეხავიკი" იყო და დიდ ფულს შოულობდა.

- წელიწადში ერთი მანქანის ფული გამოგდიოდათ?

- (იცინის) იმდენიც ვერ გამქონდა, რომ გამეკოტრებინა. ყველაზე მეტი 1980 წელს გადამიხადა. დაუვიწყარი წელი იყო - სსრ კავშირის ნაკრებთან ერთად ოლიმპიადის ბრინჯაო მოვიგე და "მარაკანაზე" საბჭოთა გუნდმა ბრაზილიას 2:1 რომ მოუგო, სასტარტოში ვიყავი და 70 წუთი ვითამაშე.

ბესკოვს ვუთხარი, კისრის მყესი დამეჭიმა-მეთქი, თუმცა მენდობოდა, შვილივით ვუყვარდი და მაინც მათამაშა. ბოლომდეც ვიქნებოდი მოედანზე, მაგრამ ჟუნიორი წავაქციე და ხელი რომ გავუწოდე მოსაბოდიშებლად, იუზრდელა. ისე გავმწარდი, მზად ვიყავი, მომეკლა. ამან მაყურებელი გააგიჟა და ბესკოვმა ვითარების განსამუხტავად შემცვალა...

მერე მთხოვდა, "სპარტაკში" წამოდი, შენნაირი ფეხბურთელი მჭირდებაო, მაგრამ მაშინდელი "დინამო" "სპარტაკზე" ნაკლები გუნდი არ იყო, ამიტომაც არ წავედი. ისე, ხალხს რომ არ ვყვარებოდი, კი დავფიქრდებოდი, მაგრამ ეს "დინამოსა" და საქართველოს ღალატი იქნებოდა. სტადიონი "ჩელე-ჩელეს" რომ დაიგუგუნებდა, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო. ტრიბუნაზე 80 ათასამდე მაყურებელი რომ იკრიბებოდა, ისეთ სიყვარულს გამოსცემდნენ, თამაში მარტო ამისთვის ღირდა.

არ ვტრაბახობ - უამრავი დიდი ფეხბურთელი გვყოლია, მაგრამ გულშემატკივარი მე რომ მეფერებოდა, ასე ბევრს არ ანებივრებდა... ეეეჰ, რა "დინამო" გვყავდა.

- თუმცა, იმ "დინამოში" დიდი ხელფასები არ გქონიათ...

- 200 მანეთს მიხდიდნენ. ზღაპრულ პირობებს არც "სპარტაკი" მთავაზობდა - იქაც 200 მანეთი და ბინა. ბესკოვმა მითხრა, ჩვენს სტილში თამაშობ და, რაც მთავარია, "დინამოში" ყიფიანი, შენგელია და გუცაევი არიან, სერიოზული კონკურენციაა, ჩემთან კი სულ ძირითადში იქნებიო. მაშინ ჩამოაყალიბა ის "სპარტაკი", სამეულიდან რომ არ ჩამოქვეითებულა და დღემდე ითვლება, რომ ეს იყო ამ გუნდის "ოქროს ხანა". ძალიან დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ - დასაევი, ხიდიატულინი, რომანცევი, გავრილოვი... ჩერენკოვზე ხომ ლაპარაკი არაა.

- რომანცევს მაშინაც უყვარდა სმა?

- შეიძლება, ასეც იყო, მაგრამ მაშინ ეს ძალიან არ ჩანდა. საერთოდ, ქართველებზე თავად რუსები ავრცელებენ ლეგენდებს, თითქოს, რეჟიმის დამრღვევები ვიყავით. არადა, იცოცხლე, იმდენს სვამდნენ. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ნაკრების თამაში დამთავრდებოდა თუ არა, შხაპს მიიღებდნენ და იქიდან ნასვამები გამოდიოდნენ. ერთხელ ვიკითხე, არაყი მილიდან ხომ არ მოდის-მეთქი.

- არყის ბოთლს საშხაპეში მალავდნენ?

- ყველა საშხაპეში იყო ტუალეტი და ბოთლს ტუალეტის "ბაჩოკში" მალავდნენ. დინამოელებიც ვსვამდით, სეზონის ბოლოს ან რაიმე განსაკუთრებული თუ ხდებოდა. მაგრამ თუ დამიჯერებთ, ასე უტიფრად არასოდეს მოვქცეულვართ.

- ფეხბურთმა სახელი და ხალხის სიყვარული მოგიტანათ. ფინანსურად რა შეგძინათ?

- იმ სახელის და სიყვარულის დამსახურებაა, დღეს რომ ვარსებობ და ჩემს სახლთან ახლოს სტადიონს "ჩელე არენა" რომ დაარქვეს. რუსეთში რამდენ მილიციელს გავუჩერებივარ და ორიდან ერთს მაინც უკითხავს - "ვი ტოტ სამი ჩელებადზე?" მიკვირდა და მეამაყებოდა. რუსეთში ქართველები კიდევ თუ უყვართ, ეს თბილისის "დინამოს" დამსახურებაცაა.

ფეხბურთმა ბევრი რამ შემძინა, მაგრამ დღევანდელ და მაშინდელ ჰონორარებს შორის უდიდესი განსხვავებაა. ყველაზე დიდი პრემია, 500 დოლარი, "მარაკანაზე" მოგებისთვის მივიღე. გავიდა წლები და ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტი გავხდი. ეს პრემია 1991 თუ 1992 წელს გამახსენდა, "ბათუმმა" ზესტაფონის "მარგვეთი" თასიდან რომ გააგდო და ბიჭებს 500-500 დოლარი დავურიგე. მეცინებოდა, საქართველოს თასზე მოგებას ბრაზილიის დამარცხების ფასი დაედო-მეთქი.

- თავად რეჟიმის მოყვარული იყავით?

- ცოტას მეც ვარღვევდი და ჩვენი ბიჭების დიდი ნაწილიც. ეს უფრო 1981 წლის შემდეგ ხდებოდა და ფეხბურთსაც ამის გამო შევეშვი, მაგრამ ფეხბურთი ყველას უზომოდ გვიყვარდა და ვარჯიშებზეც ვიხარჯებოდით. 2 დღით ადრე შეკრებაზე იმიტომაც გადავდიოდით, რომ მატჩისთვის ფორმაში ვყოფილიყავით. არადა, "ლივერპულს" რომ შევხვდით, ინგლისელები სასტუმროში შუადღისას მოვიდნენ, ერთად ისადილეს, მერე ნომრებში დაისვენეს, საღამოს სტადიონზე მოვიდნენ და 2:1 მოგვიგეს.

- დღევანდელ თაობაში მეტი პრაგმატიზმი და ნაკლები თავდადებაა. თქვენი აზრით, რატომ?

- მაშინ ცხოვრების აწყობა ორი გზით შეიძლებოდა - იატაკქვეშა ბიზნესით ან ცნობილი პიროვნება უნდა ყოფილიყავი. მთელი ცხოვრება გზა ხსნილი გექნებოდა - ბინას გაძლევდნენ, ინსტიტუტს ამთავრებდი, სამსახურში მოგაწყობდნენ...

ძალიან ბევრს ნიშნავდა თბილისის "დინამოს" მსგავს კლუბებში მოხვედრა. ჩვენც სახელზე ვფიქრობდით. ბოლოს და ბოლოს, ხალხი ტაშს გვიკრავდა და ბედნიერები ვიყავით. ახლა მოხვდები უკრაინა-რუსეთის ან ევროპულ გუნდში და ცხოვრების აწყობა გაცილებით იოლია. ამიტომ ბიჭებს მეტი სპორტული მოტივაცია მოეთხოვებათ.

- მწვრთნელისა და ფეხბურთელის ურთიერთობის თემა საქართველოში აქტუალურია. ზოგი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელებს ნოდარ ახალკაციც აგინებდა...

- რა სისულელეა?! მკაცრი იყო, ზოგჯერ ძალიან ხისტიც, მაგრამ გინება რაში სჭირდებოდა? ისეთ სიტყვას იტყოდა, ისე ლოგიკურად, საუბრით გაჯერებდა... ან ვინ აპატიებდა გინებას? ბოლოს და ბოლოს, ადამიანისთვის ყველაზე მთავარი ღირსებაა.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

FORCA JUVE
მაგარი ფეხბურთელი და მაგარი ადამიანი; გადააყოლეს ერთხელ ცარიელ კარში არარატთან არ გადატანილ ბურთს; სამაგიეროდ 1976 წელს საკმაოდ რთული ბურთი გაუტანა იგივე არარატს თასის ფინალში და ნანატრი თასის აღებაში თავისი დიდი წვლილი შეიტანა; ლექსიც იყო ”პასპორტით ჩელებაძე ხარ, გეძახიან ჩელეს, ერთი ასო გიშლის თორემ იქნებოდი პელე” კიევთან გოლი მეც მახსოვს, ძალიან მაგარი იყო და ცაავამაც მაგარი გოლი გაიტანა იმ დღეს
dato
ადამიანს სახეზე ეტყობა რა სულისაც არის და ჩელეს სახეზე სიკეთე და კაცობა აწერია,რაც უფროსი თაობისგან გამიგია მხოლოდ სიკვარული და პატივისცემაა ამ კაცის და ახლაც სტატია რომ ცავიკითხე მეც ვიგრძენი ეს სიყვარული რაც ამ კოლორიტს და დიდებულ ადამიანს აქვს,ღმერთმა გაგახაროთ
axalgazrda
როგორც ვიცი ახლობლებისაგან ანეკგოდატ დადის ჩელეს გინება,მარა ეგეც დიდი სიკვარულით იყო და დიდი სიყვარულით და იუმორითაც ყვებიან, ჩელეს დაუძახია დასავლეთში ერთ-ერთ ოჯახში,გამოუხედია მასპინძელს და რომელი ხარო უკითხავს, ჩელეს უფიქრია რომ ვუთხრა ვინც ვარ შემაგინებსო და უთქვამს დათო ვარ ყიფიანიო, მასპინძელიც არ დაფიქრებულა და აქ შენი ... და იკ კიდე ჩელესიო )))
დავითი
რაც შეეხება კიევში მოგებულ თამაშს რეზომ ორი გოლი გაიტანა,მესამე ცაავამ,მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს,ჩელე მართლა ჯიგარია
ponchika
ჩელე ჯიგარო და ნაღდო ადამიანო. მე პირადად არ გიცნობ, მაგრამ როცა პიროვნებას ყველა აქებს, ზნაჩიტ კარგი კაცია. ჩელე, ერთი რამ მინდა გავიხსენო, რომელიც ანეგდოტივით დადიოდა ქალაქში; ქობულეთში დედას მაგინებდენენ, როცა თამაში არ გამომდიოდაო, თბილისში კი ჩამომყვანსო" მარტალია?. ჩელე ეს სიყვარულით გავიხსენე, არ გეწყინოს, ჯიგარი ხარ.
DK
მახსოვს, დინამოს რომ გაუჭირდა 80-იან წლებში, ჩელე დაააბრუნეს დინამოში, მართალია უკვე ასაკიც ჰქონდა და ღიპიც, მაგრამ მახსოვს კიევის დინამოს კიევში მარტო ჩელემ მოუგო 3:1, სამივე ბურთი ჩელემ გაიტანა, ერთი ცენტრიდან გაუტანა კიეველთა არც თუ ურიგო მეკარეს-ჩანოვს.
gia
რეზო კარგი ადამიანია , გაიხაროს
Zveli gulSematkivari koki
კაცური კაცი და ორიგინალური მოთამაშე. პენალტს კი ეხლაც ვერ გავიგე როგორ შეაგორებდა კარში, ყოველგვარი "უდარის" გარეშე. იცოცხლე და გაიხარე ჩელე.
moxuci
არ გატყუებტ:რეზოსგან ისეტი რამეები მახსოვს, (დუბლებსჰიც კი) ახლაც გააკვირვებს დგევანდელ მაყურებელს! ტან მაგარი, კაცური კაცია, მინდორზეც ასეტი იყო. წიგნი არ არსებობს მის ცხოვრებაზე?
gogla
მიდი ჩელე როგორც პელე!
zaza
გაიხარეთ
dito
აუ რა იკო ჩელე ოღონ ჩელე ჩელეს კი არ ეძახდნენ არამედ ჩელე პელეს
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა