ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალი 20 დეკემბერს იწყება და 24 დეკემბრამდე გასტანს
საკალათბურთო სუპერლიგის 2013 წელი ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალით დასრულდება. აღნიშნული ტურნირი 20 დეკემბერს იწყება და 24 დეკემბრამდე გასტანს.

მემორიალის მოსაპოვებლად 6 გუნდი იბრძოლებს: "არმია", "ოლიმპი", "რუსთავი", "სოხუმი", "დინამო" და "შსს აკადემია".

ვინაიდან ტურნირში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, 3-მა გუნდმა მემორიალში თამაშზე უარი განაცხადა - "მაქაბიმ", "ქუთაისმა", "ბათუმმა".

მონაწილე გუნდები 2 ქვეჯგუფში სუპერლიგის პირველი წრის ცხრილის მიხედვით გადანაწილდნენ. გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ და ფინალში ჯგუფების გამარჯვებულები შეხვდებიან. მე-2-მე-3 ადგილებზე გასული გუნდები მე-3-მე-4 ადგილებისთვის იბრძოლებენ, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდები - მე-5-მე-6 ადგილებისთვის.

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ჯგუფურ ეტაპს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზი უმასპინძლებს. ფინალი და მატჩები მე-3 და მე-5 ადგილებისთვის სპორტკომპლექს "არენაში" გაიმართება.

საკანდელიძე-ქორქიას მემორიალი 2006 წლიდან ტარდება. წლეულს აღნიშნული ხსოვნის ტურნირი მეცხრედ გაიმართება.

20 დეკემბერს სპორტკომპლექს "არენაში'' წინასატურნირო პრესკონფერენცია გაიმართა. სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ მომავალ ტურნირზე ისაუბრა.

"ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი წელს მეცხრედ იმართება. სასიამოვნოა, რომ მონაწილეობას 6 გუნდი იღებს. ისინი ორ ჯგუფში არიან განაწილებულნი და გამარჯვებულები ფინალში ითამაშებენ, რომელსაც სპორტკომპლექსი "არენა'' უმასპინძლებს.

აღნიშნული მემორიალი წლის დასკვნითი ტურნირია და გუნდები საკმაოდ სერიოზულად ემზადებოდნენ მისთვის.

დარწმუნებული ვარ, მაყურებელს საინტერესო თამაშები ელის".

წყარო: superleague.ge

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
[სახელი] უტიტულო ვარსკვლავი - დღეს გელა დარსაძეს 55 წელი შეუსრულდებოდა
მიხეილ ქორქიას გახსენება: შენი საუკეთესო თამაში იყოო
წლის წიგნი 2012-2013-ის პრეზენტაცია
"ის უნიკალური კალათბურთელი იყო, რომლის მსგავსიც დღემდე არ დაბადებულა"
ოლიმპიური ჩემპიონების, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას გახსენება
"იუნკერები" დიდ 10-ში აღზევდა, "ბაგრატი" კი ლიგაში დარჩა
მანილაში ზურაბ საკანდელიძის დიდების დარბაზში წარდგენის ცერემონია გაიმართა!
"მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და "დინამოს" კონკურენტი გავხდეთ"
დღესაც რა ლამაზ ჟღერს - 57 ცსკა-სთან!
გიორგი ზაბახიძე ფიბას მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის გენდირექტორად დაინიშნა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირის კალენდარი
ვითამაშოთ ევროთასებზე და ეთიოპიასაც აღარ შეგვადარებენ
საკალათბურთო ისტორია: ევროპული ოქროების ქვეყანა