ის, უბრალოდ, მეპასეა - ნახევარმცველი, რომელმაც თამაში უნდა მართოს, ააწყოს და აკონტროლოს
ტონი კროოსი "ბაიერნში" წინა, ტრიუმფალურ სეზონშიც ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო და მიუხედავად ამისა, ექსპერტები ხოსეპ გვარდიოლას ფორმაციის "ბაიერნში" მის მომავალს მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ.

მაგრამ კროოსი მიუნხენური გრანდისთვის ახლა, პეპის ხელში უფრო სასარგებლოა, ვიდრე იუპ ჰაინკესის დროს იყო.

ამას წინათ, "ბაიერნმა" "ბრაუნშვაიგს" 2:0 რომ მოუგო, იმ მატჩის გმირი არიენ რობენი გახდა (დუბლი შეასრულა) და ჰოლანდიელს მეორე გოლი განსაკუთრებით ეფექტური გამოუვიდა, რაზეც ჩვენი გერმანელი კოლეგები წერდნენ, კლასიკური რობენისეული გოლი ვნახეთო, მაგრამ სანამ ბურთი არიენს მიუვიდოდა, კლასიკური კროოსისეული პასიც ვნახეთ.

ტონიმ რობენს უზუსტესი, 40-მეტრიანი დიაგონალური გადაცემა გაუჭიმა. თუმცა სტატისტიკოსებმა იმ შეხვედრაში ტონი კროოსის მხოლოდ და მხოლოდ მეორე საგოლე პასი აღნუსხეს. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, რასაკვირველია...

მნიშვნელოვანი ბოლოსწინა პასები

დაგვეთანხმებით, რომ ეს ნამდვილად არ არის ძალიან კარგი შედეგი შემტევი ნახევარმცველისთვის (3 საგოლე პასი 15 ტურის შემდეგ ბუნდესლიგაში, 4 ყველა ტურნირზე ერთად) და თანაც ისეთ გუნდში, როგორიც "ბაიერნია" (39 გოლი 15 ტურის შემდეგ).

თუმცა, როცა კროოსზე და კერძოდ შეტევაში მის პოტენციალზე ვსაუბრობთ, მხოლოდ საგოლე პასების რაოდენობაზე ლაპარაკი არასწორია.

ტონი კროოსის ამოცანა ხოსეპ გვარდიოლას ფორმაციის "ბაიერნში" არა ბოლო, არამედ ბოლოსწინა პასების ჩამორიგებაა, ამ მხრივ კი ტონის ბრწყინვალე შედეგები აქვს. კროოსი ისეთი პასების კაცია, როგორიც, მაგალითად, მოსკოვში მისცა თომას მიულერს, ამ უკანასკნელმა კი უკვე საგოლე გადაცემა გაუკეთა რობენს.

კროოსი სიღრმიდან გაკეთებული ან გასაკეთებელი გადამწყვეტი პასების შემოქმედია. ასეთ პასებს კი სტატისტიკოსები, რატომღაც, არ ითვლიან ხოლმე.

არც გოლები...

კიდევ ერთი საყვედური, რომლის მოსმენაც ტონის კრიტიკოსებისგან ხშირად უწევს, ისაა, რომ ცოტა გოლი გააქვს. ამ სეზონშიც კი, როცა "ბაიერნი" ქვას ქვაზე არ ტოვებს, კროოსის ანგარიშზე 23 ოფიციალურ მატჩში ერთადერთი გოლია, რომელიც "ლევერკუზენს" (1:1) გაუტანა.

"მეტი გოლი რომ გავიტანო, ამისთვის უფრო ეგოისტურად უნდა ვითამაშო, - აცხადებს კროოსი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში, - მაგრამ მე ჩემს თამაშს არა გოლებისა და საგოლე პასების რაოდენობით, არამედ ჩემი პასების სიზუსტით ვაფასებ."

ტონი კროოსი არ არის ისეთი სპრინტერი და დრიბლიორი, როგორებიც ფრანკ რიბერი, ან მისი თანამემაულეები, მარკო როისი და ანდრე შიურლე არიან. ის, უბრალოდ, მეპასეა - ნახევარმცველი, რომელმაც თამაში უნდა მართოს, ააწყოს და აკონტროლოს.

გვარდიოლას ტაქტიკისთვის ზედგამოჭრილი

ამ მახასიათებლებით კროოსი იდეალურად შეეფერება გვარდიოლას საფეხბურთო ფილოსოფიას, ტაქტიკას და სტრატეგიას. ეს ახლა, უშუალოდ სეზონის დაწყების შემდეგ გამოჩნდა, მანამდე კი 23 წლის ტონის პეპის ხელში ბევრი ჩავარდნას უწინასწარმეტყველებდა.

ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ კროოსს "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა გაუჭირდებოდა, რაც მარიო გიოტცესა და ტიაგო ალკანტარას ტრანსფერებითაც იყო გამოწვეული და იმითაც, რომ კროოსი წინა სეზონის დასკვნით ფაზაში ტრავმირებული იყო.

ტონი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, "იუვენტუსთან" დაშავდა და ნახევარმცველს, რომელსაც იუპ ჰაინკესი "ათიანის" პოზიციაზე ათამაშებდა, იმ სეზონში ოფიციალური მატჩი აღარც ჩაუტარებია.

მის გარეშე ჩაიარა "უემბლიზე" გამართულმა ფინალმაც, რომლის გმირი არიენ რობენი გახდა - რობენი, რომელმაც მაშინ "ბაიერნის" ძირითადში სწორედ კროოსის ადგილი (ოღონდ, არა კროოსის პოზიცია) დაიკავა.

გვარდიოლას ხელში სასტარტოში თავის დამკვიდრებას მას არც ჩვენი გერმანელი კოლეგები უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ თავად ტონიმ მინიმუმ კლუბის ხელმძღვანელებთან საუბრების შემდეგ იცოდა, რომ ახალი სეზონისთვისაც მნიშვნელოვან ფიგურად მოიაზრებდნენ და თავად ისღა დარჩენოდა, რომ შესაძლებლობები უკვე პეპისთვის დაემტკიცებინა.

"როცა პრესას ვეცნობოდი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ყველას დაავიწყდა, როგორ ვთამაშობდი აპრილამდე, სანამ ტრავმას მივიღებდი.

ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ "ბაიერნიდან" წასვლა მომიწევდა. მე კი ვიცოდი, რომ ასე არ მოხდებოდა, რადგან ჩემთვის ძირითად შემადგენლობაში ადგილი არც იუპ ჰაინკესს უჩუქნია..." - ამბობს კროოსი დღეს.

შთამბეჭდავი სტატისტიკა

ფაქტია, რომ კროოსის როლი "ბაიერნში" მწვრთნელის შეცვლასთან ერთად, ოდნავ შეიცვალა.

ჰაინკესის ხელში რეკორდმაისტერი ორი საყრდენით თამაშობდა, გვარდიოლამ კი გუნდი 4-1-4-1 სქემაზე გადააწყო და ტონის შემტევი ნახევარმცველების ოთხეულის ცენტრში ამწესებს ხოლმე, რის გამოც კროოსი უფრო ხშირად ფლობს ბურთს, ვიდრე ჰაინკესის დროს ფლობდა.

სტატისტიკოსებს მას ამ დროისთვის, საშუალოდ ერთ მატჩში ბურთთან 98 კონტაქტი დაუთვალეს. ცნობისათვის, წინა სეზონში ეს მაჩვენებელი 77 იყო.

საერთო ჯამში, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, მას 953 პასი აქვს გაკეთებული და 91.8-პროცენტიანი სიზუსტით გამოირჩევა. საშუალოდ ერთ შეხვედრაში კი 80-ზე მეტ პასს აკეთებს და ცნობისათვის, წინა სეზონში მის ანგარიშზე 24 მატჩში 1266 პასი იყო - საშუალოდ ერთ მატჩში 59.2 პასი. როგორც ხედავთ, პროგრესი თვალსაჩინოა.

კროოსმა პასების სიზუსტე მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. თუკი წინა სეზონში მისი პასების სიზუსტის მაჩვენებელი 89.7 პროცენტი იყო, ახლა უკვე 91.8 პროცენტია (საკუთარ მოედანზე 95.8% იყო, ახლა 97.4%; მეტოქის ნახევარზე 87% იყო, ახლა - 88.9 პროცენტია). რაც ყველაზე შთამბეჭდავია, მისი პასების სიზუსტის კვოტა მოედნის ბოლო, ყველაზე წინა მესამედში 84.9 პროცენტია, რაც ბუნდესლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ.

ტონი კროოსი უაღრესად საჭირო კაცია გერმანიის ნაკრებშიც. მაგალითად, კროოსი ბუნდესგუნდის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც იტალიასთან და ინგლისთან ტესტ-მატჩებში შეუცვლელად ითამაშა. თუმცა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ბუნდესმწვრთნელი იოახიმ ლიოვი სხვებს უფრო ენდობოდა, კროოსი კი უმეტესად სკამზე ჰყავდა და ძირითადში მხოლოდ ნახევარფინალში, იტალიასთან გაამწესა და ტონი იმ მატჩში ლიოვის არასწორ ტაქტიკას შეეწირა.

გვარდიოლა ტონიზე დიდ იმედებს ამყარებს. შესაბამისად, "ბაიერნის" ბოსებს ტონისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმება უნდათ (აქტუალურ ხელშეკრულებას ვადა 2015 წელს გასდის). თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ "ბაიერნში" დარჩენა თავად კროოსსაც უნდა, წესით, ახალი კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ დროის ამბავი უნდა იყოს.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
"მოიგებს თუ ვერა ხვიჩა "ოქროს ბურთს"? - კროოსმა საკუთარი აზრი დააფიქსირა
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
ფიქრობს თუ არა ფეხბურთში დაბრუნებაზე - კროოსმა კომენტარი გააკეთა
ბუნდესლიგა. XXXIV ტური: ჰამბურგში დრო გაჩერდა... [VIDEO]
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
Hln.be: "გენტმა" გიორგი ჩაკვეტაძე "ბაიერნსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" ცხვირწინ ააცალა
მეტი ხართ, ვიდრე მწვრთნელი - რიბერიმ ჰაინკესს იუბილე მიულოცა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
იუპ ჰაინკესი: ნაღდი თერთმეტმეტრიანი იყო, მსაჯობაზე წუწუნს აზრი არა აქვს
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
იუპ ჰაინკესი: სვენ ულრაიხს თვალთ დაუბნელდა, ეს ფეხბურთელისთვის საშინელებაა
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
ჰაინკესი: სანე ტოპ-ფეხბურთელი არ არის - მისი ფასი გადაჭარბებულია
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
კროოსი: გერმანიის ნაკრებს მსოფლიო კლასის ერთი მოთამაშეც კი არ ჰყავს
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
ეს პირადად პერესის სურვილია - კროოსი შესაძლოა, "რეალში" დაბრუნდეს