ჩოგბურთი. ATP. წლის შემაჯამებელი ტურნირი

როგორც მოსალოდნელი იყო, B ჯგუფიდან მეორე საგზური მასპინძელ ენდი მიურეის ერგო. თანაც ბრიტანელმა ძალიან იოლად მოიპოვა ნახევარფინალში თამაში - მან არანაირი შანსი არ დაუტოვა ესპანელ დავიდ ფერერს, ვინც ტურნირი სამი წაგებით დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ მიურეის ფერერთან უარყოფილი ბალანსი ჰქონდა - ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 1:3 იყო. თუმცა სამივე გამარჯვება პირენეელმა თავის საყვარელ გრუნტზე მოიპოვა.

დავიდმა ძალიან აქტიურად დაიწყო შეხვედრა. პირველ გეიმებში ესპანელი კარგად გამოიყურებოდა, მისმა მეტოქემ კი სტარტი ჩააგდო და ორი გეიმით ჩამორჩა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს ფერერის ერთადერთი გაბრწყინება ყოფილა. ენდი გამოფხიზლდა და პრაქტიკულად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობდა მეტოქეს. მას მხოლოდ პირველი მოწოდება არ მისდიოდა (38 პროცენტი პირველ სეტში), თუმცა ამის მიუხედავად ძალიან სწრაფად მოიგო ზედიზედ ექვსი გეიმი და სეტი, რითაც მატჩის დარჩენილი ნაწილი ფორმალობად აქცია, რადგან მიურეის ერთი პარტიის მოგება სჭირდებოდა ნახევარფინალში გასასვლელად.

მეორე სეტში ბრიტანელი ერთი ორჯერ მოდუნდა და ესპანელს დაკარგული ბრეიკის დაბრუნების საშუალება მისცა, მაგრამ ამჯერადაც ბრძოლა თითქმის არ ყოფილა და ენდიმ ისევ ორი გეიმი გაიმეტა მეტოქისთვის - 6:2, 6:2.

გუშინ მესამე ნახევარფინალისტი მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი გახდა. ეს იყო ჯგუფური ეტაპის რიგით მე-11 მატჩი და მეათედ გამარჯვებულის გამოსარკვევად მხოლოდ ორი სეტის ჩატარება გახდა საჭირო.

ნადალს საათი და 54 წუთი დასჭირდა ჩეხი ტომას ბერდიხის დასამარცხებლად. უიმბლდონის ფინალისტმა პირველ სეტში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ესპანელს და არც ერთი საკუთარ გეიმი არ დაუთმო მას, მაგრამ ვერც ბრეიკი გააკეთა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, იქ კი ნადალი უფრო აქტიური და ზუსტი იყო - 7:3.

მეორე სეტის ბედი ფაქტობრივად მეოთხე გეიმში გადაწყდა, როცა 2:1-ზე ნადალმა მატჩში პირველი ბრეიკი აიღო და ამის შემდეგ ბერდიხმა პრაქტიკულად შეწყვიტა წინააღმდეგობა. დარჩენილ დროში ჩეხს ერთი გეიმიც არ მოუგია - 1:6.

ნადალი პირველი ადგილიდან გავიდა ნახევარფინალში და დღეს B ჯგუფის მეორეადგილოსან ენდი მიურეის შეხვდება. მეორე ნახევარფინალში როჯერ ფედერერის მეტოქე გუშინ გვიან ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ენდი როდიკის შეხვედრაში ირკვეოდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა