ბრწყინვალე შემობრუნება - თამამად შეგვიძლია ასე ვუწოდოთ კიუშუს ბაშოზე თეიმურაზ ჯუღელის გამოსვლას

ბრწყინვალე შემობრუნება - თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) გამოსვლას კიუშუს ბაშოზე. 23 წლის ქართველი ყველაზე მძიმეა ელიტაში (თითქმის ორ ცენტნერს იწონის), რაც, ცხადია, დიდი უპირატესობაა, მაგრამ გაგამარუ ხომ გამოუცდელია, მესამე ბაშოა, რაც ელიტაში ჭიდაობს. სწორედ ამიტომ თეიმურაზმა ტურნირი კატასტროფულად დაიწყო - 6 დღის შემდეგ 1-5 ბალანსი ჰქონდა და ჩვენებურთაგან ყველაზე პირველი "ჩამოვწერეთ". საბედნიეროდ, შევცდით და ახლა გაგამარუ ერთადერთი ქართველია, რომელსაც ნოემბრის ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულების შანსი აქვს, თანაც კარგი შანსი. მან თითქმის შეუძლებელი გააკეთა - 7 ორთაბრძოლიდან 6 მოიგო და ახლა მხოლოდ ერთი მოგება აშორებს მიზანს.

7 მოგებიდან გაგამარუმ 5 მძლავრი, რიტმული მიწოლით (ოშიდაში) მოიპოვა, ორი კი მავაშის ჩაჭიდებით და შემდეგ მიწოლით (იორიკირი). გუშინ ქართველმა იორიკირით ჩინეთის წარმომადგენელი სოკოკურაი დაამარცხა. აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირამ დღესვე შეიძლება ყველაფერი წარმატებით დაასრულოს - თუკი კოტოკასუგას (4-9) დაამარცხებს. კოტოკასუგამ მოტივაცია დაკარგა - უარყოფით ბალანსს ვერ გაექცევა და არც გავარდნა ემუქრება ელიტიდან. ისე, ქართველს მასთან უარყოფითი ბალანსი აქვს (1:2).

ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) კიდევ მოიგო, ამჯერად ქართველმა კომუსუბიმ მე-3 მაეგაშირა კიტატაიკი დაამარცხა. დღეს ტოჩინოშინი (5-8) იოშიკაძეს (6-7) შეერკინება. ცოტა ადრე, რომ გამოფხიზლებულიყო ელიტის ყველაზე ახალგაზრდა სუმოისტი, ეგებ, კომუსუბის ტიტული აღარ დაეკარგა. როგორც წესი, ლევანი იოშიკაძეს უგებს - 5:1.

კოკაიმ (ლევან ცაგურია) სატურნირო თვალსაზრისით ნაკლებად საინტერესო, მაგრამ პრინციპული დაპირისპირება წააგო ტაკამისაკარისთან, რომელიც ქართველს დროულად გამოეცალა და "შავი ზღვაც" დოჰიოს ცენტრში დაეცა. კოკაის (4-9) დღევანდელი მეტოქე მონღოლი ასასეკირიუა (5-8).

დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს წყალობით ლიდერთა რიცხვი კუნძულ კიუშუზე ორამდე შემცირდა, დიდმა მონღოლმა იორიკირით გაიყვანა დოჰიოდან ოძეკი კაიო. ახლა ჰაკუჰოს დარად 12 მოგება მხოლოდ მე-9 მაეგაშირა ტოიონოშიმას აქვს.

კიუშუს ბაშო. 14-28 ნოემბერი. ფუკუოკა (იაპონია)

XIII დღე (სულ 7 ილეთი)

იორიკირი (11): ჰაკუჰო-კაიო, ტოჩიოძანი-იოშიკაძე, ტოიონოშიმა-კაკურიუ, არანი-ჰაკუბა, ტოჩინოშინი-კიტატაიკი, კოტოშოგიკუ-ასასეკირიუ, გოეიდო-ტოკუსეგავა, შიმოტორი-შოტენრო, კორიუ-კიოკუტენჰო, გაგამარუ-სოკოკურაი, ტოსაიუტაკა-მიაბიამა.

ცუკიოტოში (2): კისენოსატო-ამინიშიკი, ვაკანოსატო-ჰომაშო.

ოშიდაში (2): ტამავაში-ტაკეკაძე, ბუშუიამა-კიმურაიამა.

ჰატაკიკომი (2): ტაკამისაკარი-კოკაი, კოტოკასუგა-მოკონამი.

უვატენაგე (1): ბარუტო-კოტოოშუ.

ცურიდაში (1): ტოკიტენკუ-ოკინოუმი.

იორიტაოში (1): ტოჩინონადა-კასუგაო.

სატურნირო მდგომარეობა

12-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ტოიონოშიმა (მაეგაშირა 9).

11-2: ბარუტო (ოძეკი), კაიო (ოძეკი).

10-3: გოეიდო (მ 14).

9-4: კისენოსატო (მ 1), ტამავაში (მ 8)... 7:6: გაგამარუ (მ 10)... 5-8: ტოჩინოშინი (კომუსუბი)... 4-9: კოკაი (მ 6).

koko
ჯიმი და ბარნაბა, ვაი თქვენს პატრონს უბედურს!!!
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა