ხესემ "ნოუ კამპის" შემდეგ "მესტალიაზეც" გაიტანა
2013 წლის ბოლო ტურში სამივე ლიდერმა იმარჯვა და სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში არსებული სტატუს-კვო შენარჩუნდა. ტური საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა - 10 შეხვედრაში 37 გოლი გავიდა და აქედან ხუთში უშუალო მონაწილეობა ერთმა ფეხბურთელმა მიიღო...

პედრო როდრიგესი "ბარსელონას" საუკეთესო ბომბარდირია. 26 წლის ფორვარდის ანგარიშზე 10 გოლია, რომელთაგანაც 3 მან გასულ ტურში, "ხეტაფეს" პირველი ტაიმის 9-წუთიან მონაკვეთში გაუტანა. ჰეთ თრიქის გარდა, პედრომ საგოლე პასი მიითვალა და საკუთარ გუნდს 11-მეტრიანის დარტყმის უფლებაც მოუპოვა. ამ ყველაფრის გამო აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ კანარის კუნძულებზე დაბადებული ფეხბურთელი ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

"ფიზიკურად კარგად ვარ მომზადებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ყველაფერი იდეალურად წარიმართა და ბედნიერი ვარ, რომ გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შევიტანე, თანაც იმ შეხვედრაში, რომელშიც საკმაოდ გაგვიჭირდა," - განაცხადა პედრომ მატჩის შემდეგ.

მართლაც, "ბარსელონა" მე-15 წუთისთვის 0:2-ს აგებდა, მაგრამ როდრიგესის დახმარებით თამაში პირველივე ტაიმში შემოატრიალა. გუნდის ასპარეზობით კმაყოფილი იყო ხერარდო მარტინო:

"პირველი 15 წუთის განმავლობაში "ხეტაფემ" იდეალურად ითამაშა და შედეგად, ორი გოლიც გაგვიტანა, მაგრამ დარჩენილი 75 წუთი ჩვენ ისეთი ფეხბურთი ვაჩვენეთ, როგორსაც ველოდით და გამარჯვებაც ლამაზ სტილში მოვიპოვეთ. დარწმუნებული ვარ, რომ "ბარსელონა" თამაშებს მხოლოდ ასე, შემტევი და კომბინაციური ფეხბურთით თუ მოიგებს".

არგენტინელმა სპეციალისტმა მატჩის გმირიც შეაქო: "მას შესანიშნავი საგოლე ალღო აქვს და ბევრი გოლის გატანაც შეუძლია. გარდა ამისა, ის არასდროს ნებდება და ყოველთვის გუნდზე ფიქრობს - თუ თამაშობს, ბოლომდე იხარჯება; თუ სკამზე ზის, ამისგან პრობლემას არ ქმნის. პედრომ იცის, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და როტაციას უმტკივნეულოდ ხვდება".

კმაყოფილი კარლო

კანარის კუნძულებზე დაბადებული კიდევ ერთი როდრიგესი "მესტალიაზე" გამართული მატჩის გმირი გახდა. 20 წლის ხესე მოედანზე 73-ე წუთზე გამოვიდა, 9 წუთში კი მან გუაიტას ახლო კუთხეში გაუტანა და "რეალს" რთული და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

"სამეფო კლუბიდან" თავი ასევე კრიშტიანო რონალდომ და ანხელ დი მარიამ გამოიჩინეს. განსაკუთრებით აღსანიშნავი არგენტინელის გოლია, რომელიც ძალიან ლამაზი გამოდგა - დი მარიამ ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, ორ ფეხბურთელს შორის გაძვრა და შორეულ კუთხეში გაიტანა.

"როდესაც მეტოქეს ახალი მწვრთნელი ჰყავს, მის წინააღმდეგ თამაში ორმაგად რთულია. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და გამარჯვებაც დავიმსახურეთ. ხუთქულიანი სხვაობა დიდი არაა, მაგრამ "ვალენსიასთან" რომ ვერ გვემარჯვა, სერიოზული პრობლემები შეგვექმნებოდა. ამის გამო წნეხის ქვეშ ვიყავით და მიხარია, რომ დაკისრებულ ამოცანას თავი ღირსეულად გავართვით. საბოლოო ჯამში, სეზონის პირველი ნახევრით კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს გაცილებით უკეთ ვითამაშებთ. გუნდი ვითარდება, ნელ-ნელა უმატებს და წინ მიდის," - განაცხადა მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ.

რაც შეეხება "ვალენსიას": მასპინძლებს ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. შეხვედრას ესწრებოდა ხუან ანტონიო პიცი, რომელმაც ცოტა ხნის წინ "სან ლორენსოს" არგენტინის ჩემპიონატი მოაგებინა. მომავალი ტურიდან ესპანეთის ნაკრებისა და "ვალენსიას" ყოფილი ფეხბურთელი "ღამურების" დამრიგებელი იქნება.

ბასკები

ბასკური გუნდები შესანიშნავ ფორმაში არიან - ბილბაოს "ატლეტიკმა" და "რეალ სოსიედადმა" წელიწადი მაჟორულ ნოტზე დაასრულეს და მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს. 17 ტურის შემდეგ "ბილბაო" მეოთხე პოზიციაზეა, "ლა რეალი" კი მეხუთე ადგილს იკავებს. არადა, არასატეს გუნდმა სეზონი იმდენად ცუდად დაიწყო, რომ ბევრს შარშანწინდელი ჩემპიონატი გაახსენდა, როდესაც ასევე ჩემპიონთა ლიგაში გასულმა "ვილიარეალმა" ჯერ ჯგუფში დაიკავა ბოლო ადგილი, შემდეგ კი ლა ლიგიდან გავარდა.

"სოსიედადმა" "ყვითელ წყალქვეშა ნავს" სანახევროდ მიბაძა - ჩემპიონთა ლიგაში ბოლო ადგილზე კი გავიდა, მაგრამ ჩემპიონატში სიტუაცია რადიკალურად გამოასწორა და როგორც ჩანს, სანსებასტიანელები წელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საგზურისთვის იბრძოლებენ.

"სოსიედადმა" ზედიზედ 4 მატჩი მოიგო, ერნესტო ვალვერდეს "ატლეტიკმა" კი 5-მატჩიანი წაუგებელი სერია "გამოაცხო". ამ 5 მატჩიდან "ბასკების სიამაყემ" ოთხი მოიგო, მათ შორის, "ბარსელონასთან" (1:0).

2013 წელი "ბარსასია"

ესპანურმა გაზეთმა "მარკამ" 2013 წელი სამ ნომინაციაში შეაჯამა: ქულები, გატანილი და გაშვებული ბურთები. პირველ ორ კომპონენტში საუკეთესო შედეგი "ბარსელონას" აქვს, დაცვის თვალსაზრისით კი, გამორჩეული წელი მადრიდის "ატლეტიკოს" ჰქონდა.

კატალონიურმა გუნდმა 2013 წელს 97 ქულა მოაგროვა და 106 გოლი გაიტანა. 2012 წელი "ბარსამ" 49 ქულით დაასრულა, რასაც მეორე წრეში 51 ქულა დაუმატა და საბოლოოდ, ქვეყნის ჩემპიონი 100 ქულით გახდა. "რეალმა" მეორე წრეში ერთით მეტი ქულა აიღო, მაგრამ ცუდმა სტარტმა (33 ქულა) თავისი ქნა და "სამეფო კლუბი" 85 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. მესამეზე კი, მოგეხსენებათ, "ატლეტიკო" აღმოჩნდა, რომელმაც შარშანდელი სეზონი თანაქალაქელზე უკეთ კი დაიწყო (40 ქულა), მაგრამ მეორე წრე ჩააგდო (36 ქულა).

საბოლოოდ, მხოლოდ 2013 წლის შედეგების გათვალისწინებით, ვირტუალურ ცხრილში პირველ ადგილზე "ბარსელონა" აღმოჩნდა - 97 ქულა, მეორე ადგილი "რეალმა" დაიკავა - 93 ქულა, მესამეზე კი "ატლეტიკო" გავიდა - 82 ქულა.

გოლების მხრივაც ყველას "ბარსამ" აჯობა. 2012/13 წლების სეზონის მეორე ნახევარში გუნდმა 57 ბურთი გაიტანა, წელს კი 49 - ჯამში: 106. მეორეზე აქაც "რეალია" - 90 გოლი (41+49), მესამეზე "ატლეტიკო" - 83 (37+46).

საუკეთესო დაცვის ხაზით კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ატლეტიკო" გამოირჩა. დიეგო სიმეონეს გუნდმა წლის განმავლობაში სულ 28 გოლი გაუშვა (11 ამ სეზონში) და აშკარად დაჯაბნა როგორც "ბარსელონა" (31 გაშვებული ბურთი), ასევე "რეალი" (38).

ბომბარდირები:

19 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო)

18 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

11 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი), ხავი გერა (ვალიადოლიდი)

10 - პედრო (ბარსელონა)

ასისტენტები:

9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

8 - ნეიმარი (ბარსელონა), კოკე (ატლეტიკო)

6 - ივან რაკიტიჩი (სევილია), გარეთ ბეილი (რეალი)

XVII ტურის სიმბოლური ნაკრები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესპანეთი. ლა ლიგა. XVII ტური: გრანდებს როდრიგესებმა მოაგებინეს [VIDEO]

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"დისტანციურად გამოძახებულია" - ბრაზილიის პრეზიდენტმა ნეიმარს მწარედ დასცინა
ფანებმა დაიწყეს კამპანია, რათა ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებიდან წასვლა გადააფიქრებინონ
დიეგო კოშტა, დიდი ალბათობით, ლა ლიგაში დაბრუნდება
ოფიციალურად: დიეგო კოშტა პრემიერლიგას დაუბრუნდა
კოპა ამერიკა სენტენარიო: Don't cry for me Argentina [VIDEO]
კვლავ თავის სტიქიაშია - დიეგო კოშტამ "გრემიოს" 20-წლამდელებშიც იჩხუბა [VIDEO]
ხესემ პსჟ-ში ერთადერთი წუთი ითამაშა და ოქროს მედალს მიიღებს
ევრო 2016-ის ამბები: ვისაც სურს, საფრანგეთის ნაკრებმა აფრიკის ერთა თასზე ითამაშოს, გააზიარეთ!
ამხ. მატჩები: სლოვაკეთის ნაკრებმა გერმანიას საქართველოს მსგავსად მოუგო [VIDEO]
კრიშტიანო რონალდო: ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
ხესე როდრიგესი სამშობლოში შვილის გადასარჩენად გაფრინდა
ლუის ენრიკეს პედრო როდრიგესის "ბარსელონაში" დაბრუნება არ სურს
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა
პედრომ კარიერის საუკეთესო წლები გაიხსენა - "ლაციომ" "ინტერი" დაამარცხა [VIDEO]
"სამპდორიამ" "რეალისა" და პსჟ-ის ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
პედრო თავისუფალი აგენტის სტატუსით "იუვენტუსში" გადაბარგდება?
"ანჩელოტი რომ ბრაზილიელი იყოს, პრესა გაანადგურებდა" - ქვეყნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კარლოს აკრიტიკებს
პედრო: თუ "ბარსელონა" დამიძახებს, ყველაფერს მივატოვებ
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
შესაძლოა, დიეგო სიმეონემ "ატლეტიკოს" პარალელურად არგენტინის ნაკრებიც გაწვრთნას
არგენტინის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
"მას ჩემი ცოლი უფრო აინტერესებდა, ვიდრე მე" - ხესემ ალ ხელაიფზე ისაუბრა
"ბარსელონას" ყოფილი თავკაცი მექსიკის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს
პსჟ-ს ფეხბურთელმა ახალი მუსიკალური კლიპი გამოუშვა [VIDEO]
ესპანელი მოდელი ხესე როდრიგესის რეგრესის მიზეზია? [PHOTO]
მაიამის "ინტერის" მწვრთნელად ხერარდო მარტინო დანიშნეს
დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული
ზაფხულში ლუნინმა შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს