როდმანის უშედეგო მგზავრობა
"ბოსტონ სელტიქსის" გამთამაშებლის რაჟონ რონდოს მოედანზე დაბრუნება გადაიდო, - წერს Yahoo! Sports. ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "კელტების" ლიდერმა, რომელიც აღდგენით კურსს გადის მუხლზე ჯვარედინი მყესების გაწყვეტის შემდეგ, შეუზღუდავად დაიწყო ვარჯიში. მაგრამ ახლა დაწერეს, რომ რონდოს დებიუტი ამ სეზონში თებერვალზე ადრე არ შედგება.

კალათბურთელმა თავად მიიღო გადაწყვეტილება იმაზე, რომ არ მოეხდინა სათამაშო ფორმის ფორსირება. როგორც ირკვევა, რონდო ბოლომდე არ არის თავის თავში დარწმუნებული.

"მემფის გრიზლისის" ცენტრი მარკ გასოლი ახლოსაა მოედანზე დაბრუნებასთან. შეგახსენებთ, რომ ესპანელი კალათბურთელი მუხლის ტრავმის გამო ნოემბრის ბოლოდან ვერ თამაშობს. ექიმების პროგნოზით, მარკი უკვე ორი კვირის შემდეგ შეძლებს მოედანზე გასვლას.

თავად გასოლს სურს აღდგენითი პროცესის დაჩქარება. ამასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას ორი-სამი დღის შემდეგ მიიღებენ.

"ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდი მეტა უორლდ პისი კვლავაც პრობლემებს განიცდის მუხლთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, უახლოეს ხანში ვეტერანს ოპერაცია დასჭირდება მარცხენა მუხლიდან სითხის ამოსაღებად.

ნოემბერში კალათბურთელმა უკვე გადაიტანა მსგავსი პროცედურა, მაგრამ ამან პრობლემა ვერ გადაჭრა.

როდმანის უშედეგო მგზავრობა

სკანდალურად ცნობილმა ამერიკელმა კალათბურთელმა დენის როდმანმა დაასრულა წელს მესამე ვიზიტი კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში. თუმცა, ამჯერად, NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ვერ შეძლო ჩრდილოკორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან შეხვედრა.

"შესანიშნავი მგზავრობა გამოვიდა, - ამბობს როდმანი. - ვფიქრობ, ერთი თვის შემდეგ, კვლავ გავემგზავრები ფხენიანში. სამწუხაროდ, ამჯერად ვერ შევძელი კიმ ჩენ ინთან შეხვედრა, რადგან მას მჭიდრო გრაფიკი ჰქონდა. თუმცა ამას არ გაუფუჭებია მგზავრობისგან მიღებული შთაბეჭდილება".

შეგახსენებთ, რომ როდმანი კიმ ჩენ ინთან აპირებდა ამხანაგური მატჩის დეტალების განხილვას. ამ შეხვედრაში ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ ჩრდილოეთ კორეის ნაკრები და გუნდი, რომელიც ამერიკელი კალათბურთელებით იქნება დაკომპექტებული. მატჩის სავარაუდო თარიღია 8 იანვარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სანტა კლაუსი საშველი არ არის

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დენის როდმანი თამაშობს და მღერის
NBA-ს 2-გზის ჩემპიონი ყოფილ მეუღლეს სახლში იარაღით მიადგა - ვარსკვლავს დიდი პრობლემები ელის
ლებრონ ჯეიმსის ლოს ანჯელესური დებიუტი კრის პოლის და რაჟონ რონდოს ხელჩართულმა ჩხუბმა გადაფარა [VIDEO]
რაჟონ რონდო ჩიკაგოელი "ხარი" გახდა
შაკილ ო'ნილი მაიამიში დაფასდება
ბლეიკ გრიფინს ციხე ემუქრება
16 ქალისგან მინიმუმ 29 შვილი ჰყავდა - დენის როდმანის მამა გარდაიცვალა
დენის როდმანი: ჩიკაგოში ჯორდანი ღმერთი იყო, პიპენი - იესო, მე კი მოსე ვიყავი
ლინას კლეიზამ "ფენერბაჰჩე" აირჩია
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ჰიუსტონს" უმწვრთნელობამ უშველა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი რონდოს პირველი ტრიპლი
მთვრალი პატ რაილის რჩევები
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: გასული კვირა ასოციაციაში
NBA-ის გეოგრაფია იზრდება
NBA-ს ხუთგზის ჩემპიონს სამწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დურანტი - M-V-P!