2010-13 წლებში ქართველი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების 15 შემთხვევა გამოვლინდა
2010-13 წლებში ქართველი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების 15 შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ საქართველოს ეროვნულმა ანტიდოპინგურმა სააგენტომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად აცნობა.

აღნიშნულ პერიოდში აკრძალული პრეპარატების გამოყენება დაუმტკიცდათ ძიუდოისტებს: ირაკლი ცირეკიძეს (6-თვიანი დისკვალიფიკაცია) და თენგიზ პოპიაშვილს (2-წლიანი დისკვალიფიკაცია), მორაგბე მიხეილ სუჯაშვილს (2 წელი), ბირთვის მკვრელ ბენიკ აბრამიანს (2 წელი), მოჭიდავე ბესარიონ გოჩაშვილს (2 წელი), ძალისმიერ სამჭიდში შოთა ომარაშვილს და გიორგი შეყლაშვილს (ორივეს 2-წლიანი დისკვალიფიკაცია), მკლავჭიდელებს: ირაკლი გამთენაძეს, მერაბ კაკაბაძეს და გენადი კვიკვინიას (სამივეს 2-წლიანი დისკვალიფიკაცია), ძალოსნებს: დავით გოგიას, რაულ ცირეკიძეს, ლაშა ტალახაძეს და შოთა მიშველაძეს (ოთხივეს დროებითი დისკვალიფიკაცია მიესაჯა).

ძალოსანთა ნაკრების წევრების დოპინგ-ტესტის დადებით შედეგებთან დაკავშირებით, საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა შედგა, რის შემდეგაც კომიტეტის წევრებმა სპორტსმენების და მწვრთნელების ახსნა-განმარტებითი ბარათები მიიღეს.

აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ ძალოსანთა მწვრთნელები არ გაურბიან პასუხისმგებლობას და მზად არიან, დაემორჩილონ აღმასკომის გადაწყვეტილებას.

ამავდროულად, საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციაში არ შესულა წერილობითი მოთხოვნა დოპინგ-ტესტზე ჩავარდნილ სპორტსმენთა B სინჯის გახსნაზე, რაც მიუთითებს, რომ ისინი ეთანხმებიან მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს და ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ მიღებულ დასკვნას.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან გამოტანილი ყველა ვალდებულების შესრულება და სპორტსმენთა მიმართ სანქციების გატარება იკისრა.

წყარო: msy.gov.ge

gega
ეს იმის ბრალია რომ ბოგმა და შურიანმა ხალხმა ვერ აიტანეს პატიოსანი კაცი! ვაი თქვენს პატრონს თქვე ***! დაგსაჯათ გმერთმა! ეს გაკვეთილი უნდა იყოს თქვენთვის! თუ არა და უფრო უარესს ელოდეთ იმ ქვეყნად რომ მიხვალტ ყველაფერი მოგეთხოვებათ!
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...