აზერბაიჯანის ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა, პრემიის სახით, დაახლოებით 90 ათასი ევრო მიიღო
აზერბაიჯანის ჩემპიონატში ორი წრე, პირველი ეტაპი დასრულდა და შესვენებაა. ზაქათალის "სიმურგის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე ახლა სამშობლოშია და "ლელოსთან" ინტერვიუსთვისაც მოიცალა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი უკვე რამდენიმე წელია, მეზობელ ქვეყანაში მწვრთნელად მუშაობს. მას რამდენიმე თემაზე ჩამოვუგდეთ სიტყვა.

ჩიხრაძე "სიმურგზე", აზერბაიჯანულ ფეხბურთსა და ნაკრებზე საუბრობს...

- ჩემპიონატის პირველი ეტაპი "სიმურგმა" მე-6 ადგილით ჩაამთავრა. რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ ეს შედეგი?

- ცუდი შედეგი არ არის, თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა. ამ სეზონისთვის, ფაქტობრივად, ახალი გუნდის ჩამოყალიბება მოგვიწია. ისიცაა, რომ მოედნის საფარი გამოვცვალეთ და ჩემპიონატის პირველ ეტაპზე შინ მხოლოდ ორი მატჩი ვითამაშეთ, სხვა საშინაო შეხვედრები გაბალასა და ბაქოში ჩავატარეთ. პირველი ეტაპის ბოლო ორ მატჩში დიდი ანგარიშებით გავიმარჯვეთ და შვებულებაში კარგ ხასიათზე გავედით.

- "სიმურგი" არც ლიდერებშია და ქვედა ლიგაში გავარდნაც არ ემუქრება. შეგუებული ხართ ასეთ მდგომარეობას?

- სეზონის მეორე ეტაპისთვის გაძლიერებას და, შესაბამისად, ევროსაგზურის მოსაპოვებლადაც ვაპირებთ ბრძოლას. აზერბაიჯანის ჩემპიონატი უფრო დაძაბული გახდა, თუნდაც იმიტომ, რომ გუნდების რაოდენობა თორმეტიდან ათამდე შემცირდა.

- როგორც უნდა იყოს, "ყარაბაღი", "გაბალა" და "ნეფთჩი" ქულათა მნიშვნელოვანი მარაგით უსწრებენ დანარჩენ გუნდებს...

- გადაჭრით ვერ იტყვი, რომ მხოლოდ ეს სამი გუნდი გავა ევროტურნირზე, "ბაქი" და "ინტერიც" საკმაოდ ძლიერები არიან საიმისოდ, რომ ასეთ შედეგს მიაღწიონ.

- ბოლო წლებში აზერბაიჯანულ ფეხბურთში დიდი ინვესტიცია რომ განხორციელდა, ეს ყველამ იცის. საინტერესოა, მიმდინარე სეზონისთვის რა ვითარებაა, კიდევ უფრო ძლიერდებიან გუნდები?

- ამ ეტაპზე თანხები ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლადაც იხარჯება. მაგალითად, "სიმურგის" სტადიონზე ბოლო თაობის ხელოვნური საფარი დააგეს. აზერბაიჯანში ყოველ წელს ახალი მოედანი იგება, ნაკრებმა კი შესარჩევის ციკლის ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა. აზერბაიჯანული კლუბები ფინანსურად კიდევ უფრო ძლიერდებიან. ერთი სიტყვით, წინ მიდიან.

- აზერბაიჯანში ლეგიონერებზე ლიმიტის შემცირებას ხომ არ აპირებენ?

- თერთმეტიდან მინიმუმ 4 აზერბაიჯანელი უნდა იყოს, მათგან ერთი - 21-წლამდელი. მომავალი სეზონისთვის იმაზე ფიქრობენ, რომ მოედანზე მინიმუმ 5 აზერბაიჯანელი უნდა იყოს თითოეული გუნდიდან.

- გიორგი ჩიხრაძე რომელიმე მოწინავე ქართული გუნდის მთავარ მწვრთნელად - ამ ეტაპზე ეს რამდენად არის შესაძლებელი? ხომ არ ფიქრობთ გარემოს შეცვლაზე?

- "სიმურგში" მუშაობა ჩემთვის საკმაოდ საინტერესოა, ჩემპიონატის დონე ნორმალურია და არსად წასვლას არ ვაპირებ. გარდა იმისა, რომ კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს, ის ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "სიმურგის" ხელმძღვანელობასთან პიროვნულად ისეთი დამოკიდებულება მაქვს, სხვა გუნდში გადასვლას არც განვიხილავ.

- აზერბაიჯანიდან, ალბათ, თვალყურს ადევნებდით იმ არცთუ სასიამოვნო ვითარებას, რაც ბოლო დროს შეიქმნა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელებს შორის და, საერთოდ, ქართულ ფეხბურთში...

- რა თქმა უნდა, ყველას გული შეგვტკივა საქართველოს ნაკრებზე. ვისურვებდი, რომ ნაკრების სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს შორის მშვიდი ვითარება იყოს. ორმხრივი სურვილია საჭირო სიტუაციის მოსაგვარებლად.

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, უცხოეთის საშუალო დონის გუნდებიდან ქართველი ფეხბურთელები საქართველოში რომ დაბრუნდნენ, ჩემპიონატის დონე მნიშვნელოვნად აიწევს. ამისთვის სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი კლუბების დაფინანსების მიმართულებით. ამ მხრივ სტაბილურობის მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია.

- როგორ შეადარებდით საქართველოსა და აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებებს?

- ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები უფრო მაღალი დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. მოტივაციას რაც შეეხება, აზერბაიჯანის ნაკრების ფეხბურთელები ყველა თამაშში ბოლომდე იხარჯებიან. იქ საკმაოდ მაღალი პრემიებიცაა. ზუსტად არ ვიცი, თუმცა, როგორც გავიგე, ჩრდილოეთ ირლანდიასა და რუსეთთან მატჩების (მოგება და ფრე - ავტ.) შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა, პრემიის სახით, დაახლოებით 90 ათასი ევრო მიიღო.

- ისევ "სიმურგზე" გკითხავთ. რომელიმე ქართველი ფეხბურთელის აყვანას ხომ არ აპირებთ?

- ამ ეტაპზე არა მგონია, ეს მოხდეს. საერთოდ, აზერბაიჯანული კლუბები უფრო ბალკანელ და სამხრეთამერიკელ ლეგიონერებზე არიან ორიენტირებულები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"აზერბაიჯანში არამხოლოდ სავარჯიშო, სამედიცინო მომსახურების მხრივაც ფანტასტიკური პირობებია"
გიორგი ჩიხრაძემ "სიმურგის" მწვრთნელის რანგში მეასე მატჩი ჩაატარა
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
გიორგი ჩიხრაძის ფეხბურთელებმა მოედანზე მჯდომარე აქცია გამართეს
გორის "დილა" ზაქათალის "სიმურგთან" მეორედაც ფრეს დასჯერდა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია