დასჯილი ესპანელი ჩოგბურთელის აღსარება
ესპანელმა ჩოგბურთელმა გილერმო ოლასომ ჟურნალისტებს მოუყვა თავისი დისკვალიფიკაციის შესახებ, რომელიც მან ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობისთვის მიიღო.

25 დეკემბრის ნომერში ვწერდით, რომ ორგანიზაცია Tennis Integrity Unit-მა (TIU), რომელიც ჩოგბურთში ჩაწყობილ თამაშებს ებრძვის, ოლასოს მონაწილეობა გარიგებულ შეხვედრებში 2010 წელს გამოავლინა. მსოფლიოს რეიტინგის 236-ე ნომერმა ხუთწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

"2010 წელს რუსული მაფიის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ, რომლებიც სპორტულ მოვლენებზე ფსონების ჩასვლაში სპეციალიზდებიან. შუამავალი იყო სერბი ჩოგბურთელი დავიდ სავიჩი. მე გავლენა უნდა მომეხდინა ასტანაში "ჩელენჯერის" ტურნირის პირველ წრეში ყაზახ დანილ ბრაუნთან მატჩის შედეგზე.

ამ წინადადებამ ძალიან იმოქმედა ჩემზე. განადგურებული ვიყავი და კორტზე შესაბამისი განწყობით გავედი. მე არ მივიღე მათი წინადადება, მიუხედავად იმისა, რომ დიდი თანხა შემომთავაზეს. არასოდეს მიმიღია მონაწილეობა ჩაწყობილ თამაშებში. ვხვდები, რომ ეს რთული სიტუაციაა. აუცილებელია გავაგებინოთ დანარჩენ მოთამაშეებს, რომ მსგავსი შეთავაზების შემთხვევაში, მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის შესახებ ATP-ის სპეციალურ ორგანოებს.

მე მემუქრება ჩოგბურთიდან სამუდამოდ მოკვეთა და მსხვილი ფულადი ჯარიმა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გავაპროტესტებ ამ დისკვალიფიკაციას ლოზანას სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში, რადგან ფული არ ამიღია და საკუთარ თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ", - განაცხადა ოლასომ.

ასტანაში ოლასოსა და ბრაუნის მატჩი 6:3, 6:3 დასრულდა ყაზახი ჩოგბურთელის სასარგებლოდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა