მან ყველა პრიზი ავადმყოფ კონკურენტს გაუგზავნა
ცხრა წლის მოცურავემ, ჯოშ ჟუკოვსკიმ, რომელმაც მთავარი პრიზი მოიგო ტურნირზე ძირითადი კონკურენტის, რიზ ბრანზელის არყოფნაში, ყველა მოპოვებული ჯილდო მეტოქეს გაუგზავნა, ვინც შეჯიბრებას ავადმყოფობის გამო ტოვებდა.

სტარტის წინ ჯოშმა შეიტყო, რომ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებდა მისი მთავარი კონკურენტი რიზ ბრანზელი. ნორჩ სპორტსმენს ბარძაყში ბაქტერიული ინფექცია აღმოუჩინეს და საავადმყოფოში დააწვინეს. ექიმების მოთხოვნით, რიზი კლინიკაში ორი კვირა უნდა დარჩენილიყო, რაც გამორიცხავდა მის მონაწილეობას ტურნირში.

ჟუკოვსკი ძალიან განაწყენდა იმის გამო, რომ მისი მთავარი კონკურენტი არ იქნებოდა აუზში. მან ოქროს ხუთი მედალი და ტურნირის საუკეთესო მოცურავის პრიზი მოიგო, მაგრამ ამ ჯილდოებით ხელდამშვენებული ბრანზელის მწვრთნელს მიადგა.

ჟუკოვსკიმ სთხოვა მწვრთნელს, თავისი ტიტულები საავადმყოფოში მყოფი კონკურენტისთვის გადაეცა, თან ჯილდოებს წერილიც დაურთო თან:

"ვწუხვარ შენი ავადმყოფობის გამო. მალე გამოჯანმრთელდი, რათა ისევ შევძლოთ გაჯიბრება. შენ ჩემი აღმაფრენის წყარო იყავი, ვუყურებდი შენს გამოსვლებს და კიდევ უფრო სწრაფად ცურვის სურვილი მიჩნდებოდა. ამ ტურნირზე რომ ყოფილიყავი, მე, შესაძლოა, მეორე ადგილზე გავსულიყავი. ასე რომ, ჩემს პრიზებს შენ გიგზავნი. იმედია, მალე შევხვდებით ერთმანეთს აუზში. შენი მეგობარი, ჯოში".

ეს ბიჭები უკვე სამი წელია ეჯიბრებიან ერთმანეთს. რიზის მშობლებმა აღნიშნეს, რომ ეს იყო ყველაზე კეთილშობილური საქციელი, რაც კი მათი ოჯახის მიმართ გაკეთებულა. ეს დაეხმარა 10 წლის ბრანზელს, საკუთარი თავის რწმენა დაებრუნებინა და ისევ გაეგრძელებინა ვარჯიში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...