გუნდებზე, ბიუჯეტსა და მინიმუმზე - ლანჩხუთის "გურიას" მაგალითი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხდომაზე "გურიას" ბიუჯეტი დაუმტკიცეს - 2014 წელს კლუბმა 665 ათასი ლარი უნდა იმყოფინოს.

"იმხელა ვალი გვაქვს, წინასწარ ვამბობ - 665 ათასი ლარი ჩემპიონატში გუნდის მონაწილეობისთვის არასაკმარისია. ბანკის 400-ათასლარიანი დავალიანების გასტუმრებას ლანჩხუთის გამგეობა და მუნიციპალიტეტი გვპირდებიან, მაგრამ კლუბს სხვა დავალიანებაც აქვს.

ამ თანხას ბიუჯეტიდან კიდევ რამეს დავამატებთო, მაგრამ როდის და რამდენს, ეს ჯერ არავინ უწყის. სპონსორებთან მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა, სახელმწიფოსთან კონსულტაციების მიუხედავადაც, დღემდე კონკრეტული შედეგები არ ჩანს და წარმოდგენა არ მაქვს, გუნდი როგორ იარსებებს", - ამბობს "გურიას" გენერალური დირექტორი კობა მირზაშვილი.

ვფიქრობთ, ლანჩხუთელთა მაგალითით კარგად ჩანს, უმაღლესი ლიგის მონაწილეს წლიურად რა ოდენობის ბიუჯეტი ესაჭიროება. შეგახსენებთ, რომ "გურიას" ხელმძღვანელობა ადგილობრივ ხელისუფლებას 1.7 მილიონ ლარს სთხოვდა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა - ლანჩხუთის ბიუჯეტი სულ 4 მილიონ ლარამდეა და 1.7 მილიონ ლარს "გურიას" ვერ მისცემენ.

თუმცა ესეც ერთგვარი ვაჭრობაა, რომლის მიზანიც გუნდისთვის რაც შეიძლება მეტი თანხის მოპოვებაა.

საკრებულოც ვაჭრობდა. თავიდან თქვეს, 300 ათასს მოგცემთო, მაგრამ ხომ იცოდნენ, რომ მეტი უნდა გაეცათ და საბოლოოდ, რაც გადაწყვიტეს, უკვე გითხარით. ამ დროს კი "გურიას" ბანკებისა და ფეხბურთელების 400-ათასიანი ვალი დაუბრუნდა. პლუს, ხელმძღვანელობისა და ფეხბურთელებისთვის გასაცემი ხელფას-პრემიების ოდენობა 350 ათასამდე ავიდა.

ასე რომ, 750 ათასი ვალში უნდა წავიდეს, ანუ "გურიას" მთელი ბიუჯეტი ვალებს მოხმარდება და 85 ათასი კიდევ გასასტუმრებელი დარჩება. ანუ გუნდს თეთრიც არ დარჩება, სპონსორების იმედი ჯერაც ილუზორულია და დიდი ალბათობით, 2014 წელი ლანჩხუთური გუნდისთვის ძალიან მძიმე იქნება.

კი არის დაპირება, რომ 400 ათასს სახელმწიფო გაუსტუმრებს, მაგრამ რომ არ გადაუხადოს, "გურიას" ჩემპიონატში მონაწილეობისა და შემდეგ თუნდაც პირველ ლიგაში სათამაშო სახსრებიც აღარ რჩება.

საფეხბურთო კლუბების მმართველებს ვკითხეთ და დავაზუსტეთ: მინიმალური გათვლებით, კლუბს გასვლით შეხვედრებზე 1000-დან 4500 ლარამდე ეხარჯება. ავტობუსის დაქირავებას 800-დან 1400 ლარამდე სჭირდება - გააჩნია, მატჩს ახლოს მართავს თუ შორს. სასტუმროში დაბინავება, სულ ცოტა, 2500 ლარადაა შესაძლებელი და ამაში კვებაც შედის. მაგრამ მატჩის შემდეგ დაღლილ-დაქანცული მოთამაშეების გზაში დანაყრება ცალკე ხარჯია, რაშიც, სულ მცირე, 400-500 ლარი იხარჯება.

ლანჩხუთის მდებარეობიდან გამომდინარე, გუნდს ეს ხარჯები საგრძნობლად ეზრდება.

მაგრამ არის ერთი შეღავათიც - მოგეხსენებათ, "გურია" საკუთარ მოედანზე ვერ თამაშობს და საშინაო მატჩებისთვის ქობულეთის სტადიონი 1000 ლარად უნდა ექირავა, მაგრამ "გურიას" გვერდით დაუდგა ქობულეთის "შუქურას" პრეზიდენტი, "ჩელე არენის" დირექტორი რევაზ ჩელებაძე და იჯარის თანხაზე უარი თქვა. ლანჩხუთელები ჩელებაძის მადლიერები არიან.

გარდა ზემოთქმულისა, უმაღლესი ლიგის მონაწილე "გურია" (ისევე, როგორც სხვები) კიდევ სამ გუნდს ინახავს - ისინი დუბლებისა და ჭაბუკთა ლიგის ორ ასაკობრივ ჩემპიონატში თამაშობენ. მთლიანობაში, ერთ ტურში გუნდის ხარჯი 4-დან 7 ათას ლარამდე მერყეობს.

მოდით, მინიმალურ ზღვრად 5 ათასი ლარი ავიღოთ. მთელი წლის განმავლობაში გუნდი 40 მატჩს ატარებს, აქედან ოცს - გასვლაზე. თითოეულზე, მინიმუმ 5 000 ლარი რომ დაიხარჯოს, მარტო გასვლით შეხვედრებზე მოკრძალებული მგზავრობისთვის წელიწადში 100 ათასია საჭირო.

უმაღლეს ლიგაში გუნდის მინიმალური სახელფასო ფონდი 50 ათასი ლარია, ესეც - ყველაზე ღარიბ გუნდში. უმრავლესობას კი ხელფასებში 100 ათასიდან 300 ათას ლარამდე ეხარჯება. პლუს, თანხის 20 პროცენტი საშემოსავლო გადასახადებში მიდის. გამოდის, რომ ტრანსპორტირებისა და სახელფასო ფონდის წლიური მინიმუმი 700 ათას ლარს აღწევს.

გასათვალისწინებელია წელიწადში ორი შეკრების სახსრებიც: საქართველოში ორკვირიან მომზადებაზე 25 ათასი ლარი მაინც იხარჯება, თურქეთში - 20 ათასი დოლარი. ესეც თქვენი 750 ათასი.

ჩვენ კიდევ მინიმალურ თანხებს ვასახელებთ, მაგრამ რეალურად ესეც რომ არასაკმარისია, ვერავინ იდავებს. კლუბი უვლის სტადიონს, კისერზე აწევს სეზონის მიმდინარეობისას გუნდის ხანმოკლე შეკრებაზე გადასვლისა და კიდევ სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები. ასეთი გუნდები კი ვერც ვერაფერს აღწევენ და ვერც ფეხბურთელებს ზრდიან, რაც ამ შემთხვევაში უმთავრესი პრობლემაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jorj
ჯობია სპონსორი მოიძიონ. მუნიცეპალიტეს ჯობია სხვა საკმეს მიხედოს რამდენი გაჭირვებული ხალხია და რატომ ფეხბურთი და სხვა სპორტის სახეობა არ თუ სპორტზე მიდგა საკმე?
vasiko
ქუთაისში კალათბურთის გუნდის ბიუჯეტი 800000 ლარია და ის არაა საკმარისი და ფეხბურთის გუნდს 665000 როგორ ეყოფა?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
ᓜᓐᓒᓕᕘᕡ ᓣᓠᕜᕐ ᓗᓣ ᓤᓔᕮᕑᓣᕠᓗᓘ?! - "ᓒᕣᕠᓘᓐᕡ" ᕮᓔᓚᕘᕡᕣᕤᓚᕔᕑᕐ ᕓᓐᓣᕞᕘᕠᕘᓡᓞᓘᕠᓓᓐ
"ᓛᓐᓡ
ᓐᓛᓝᓕᓘᓓᓐ ᓧᓔᓚᓨᓘ! - ᓕᓘᓡᓘᓐ "ᓒᓣᓠᓘᓐ", "ᓡᓐᓛᓢᓠᓔᓓᓘᓐ", "ᓢᓝᓠᓞᓔᓓᓝ"?
"1 ᓚᓐᓠᓘᓗ 10 ᓚᓐᓠᓘᓡ ᓡᓐᓥᕛᓔ ᓒᓐᓕᓐᓙᓔᕗᓔᕗ... ᕛᓔᓠᕔ ᓙᓘ ᓔᓕᓠᓝᓞᕐ ᓚᓘᕒᓐᓖᓔᓪ ᕒᓐᓡᓕᓚᓐ ᓛᓝᓒᓕᓗᓮᕝᓕᓔᓡ"
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
ᕚᓐᓜᓩᕮᕣᓗᓨᓘ ᓢᕐᓘᓛᓑᓝᓚᓖᓔ, ᓛᕐᓖᓔᕑᕡᓐ ᓓᓐ ᓧᓝᓛᓐᓠᓑᕐᓖᓔᕑᕖᓔ ᕐᓚᓐᓞᓐᓠᓐᕙᓓᕜᓔᕜ!
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ᓚᓐᓜᓩ
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა