ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა შეიკრიბა

საქართველოს ეროვნულმა ჩემპიონატმა კრივში, რომელსაც ქუთაისის სპორტის სასახლე მასპინძლობდა, მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა (121) შეკრიბა საქართველოს ქალაქებიდან და რაიონებიდან. ცალკე ასპარეზობდა შეიარაღებული ძალების გუნდი. ათივე წონით კატეგორიაში რინგზე თითქმის ყველა ძლიერი მოკრივე გავიდა, თუმცა დანაკლისიც იყო. 69კგ-ში ლიდერს, კახა ჟვანიას ხელი აქვს მოტეხილი და ტურნირს გამოაკლდა. ნაკრების კიდევ ერთ ლიდერს კობა ფხაკაძეს (60კგ.) პროფესიონალებში უწევს ჩხუბი და ამის გამო ტურნირიდან გაათავისუფლეს.

რამდენიმე თვეა საქართველოში კრივის პროფესიული ლიგა ჩამოყალიბდა, რომლის წევრები მოყვარულებში ასპარეზობის უფლებას ინარჩუნებენ. ფხაკაძესაც ნაკრებში დაბრუნებისა და მსოფლიო ჩემპიონატში გამოსვლის შანსი არ დაუკარგავს. მიზეზთა გამო ქუთაისში რინგზე არ გასულა მძიმეწონოსანი ბექა ლობჟანიძეც. ჩემპიონატს თვალს ადევნებდა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ ფალიანი. ძირითადად ამ ასპარეზობის შედეგებით დაკომპლექტდებული გუნდი გაისად სექტემბერში ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებს. მანამდე რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი და აქტიური მოსამზადებელი პერიოდი იქნება.

დაძაბულად წარიმართა ფინალური ორთაბრძოლების უმრავლესობა, რომლებსაც საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი პეტრე ცისკარიშვილი და პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელიც ადევნებდნენ თვალს. ასპარეზობის მიმდინარეობითა და მოკრივეთა მომზადების დონით კმაყოფილი დარჩა რამაზ ფალიანი.

აი, მისი შეფასებაც: ”ასეთი საინტერესო ჩემპიონატი კარგა ხანია არ ჩატარებულა. მოკრივეები სერიოზულად იყვნენ მომზადებული და კარგი ორთაბრძოლები ვიხილეთ. რაიმე უკმაყოფილება რომ გამოგვერიცხა თურქეთიდან ორი ნეიტრალური მსაჯი გვყავდა მოწვეული. არაერთი საინტერესო ახალგაზრდა გამოიკვეთა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ჩემპიონატის მოგებით ნაკრებში მოხვედრა გარანტირებული აქვთ. შანსი მეორეადგილოსნებსა და იმ მოკრივეებსაც მიეცემათ, რომლებიც ჩემპიონატში ვერ ასპარეზობდნენ. მათ საერთაშორისო ტურნირებზე და შეკრებებზე გამოვცდით. მოკლედ, მოდუნების საშუალება არავის ექნება და ეს კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის."

კვარცხლბეკი

46-49 კგ.

1. გიორგი გოგატიშვილი (ფოთი)

2. ალეკსან ჩეჩელიანი (ახალქალაქი)

3. ხვიჩა დიასამიძე (აჭარა)

3. მიხეილ კაზანჯიანი (თბილისი)

52კგ.

1.გიორგი კილანავა (ფოთი)

2.ავთანდილ ჭუბაბრია (აჭარა)

3.ვენედიკ ერანოსიანი (ახალქალაქი)

3.სევერიან ჭილაძე (თბილისი)

56კგ.

1.ნიკოლოზ იზორია (ფოთი)

2.იროდი ონაშვილი (რუსთავი)

3.მერაბ თურქაძე (ქუთაისი)

3.ადილ ასლანოვი (თბილისი)

60კგ.

1.ირაკლი მელიქიშვილი (თბილისი)

2.დავით ლეკიშვილი (რუსთავი)

3.მინდია ჭინჭარაული (გარდაბანი)

3.ტურალ აქპეროვი (მარნეული)

64კგ.

1.ბაკურ გოგოჭური (თბილისი)

2.გიორგი კვერნაძე (ფოთი)

3.ბექა ხარძიანი (გარდაბანი)

3.ზვიად გოგია (ზუგდიდი)

69კგ.

1.ზაალ კვაჭატაძე (თბილისი)

2.ამბროსი სუთიძე (ქუთაისი)

3.როლანდ პეტრიაშვილი (არმია)

3.გიორგი ჯაფარიძე (ჭიათურა)

75კგ.

1.ჯაბა ხოსიტაშვილი (ახალციხე)

2.ნიკა სეხნიაშვილი (გორი)

3.ლაშა ხუჯაძე (არმია)

3.რომან თავაძე (ქუთაისი)

81კგ.

1.იაგო კიზირია (ფოთი)

2.ლევან გულედანი (თბილისი)

3.დავით სარიშვილი (არმია)

3.ლევან კლდიაშვილი(თბილისი)

91კგ.

1.ირაკლი გვენეტაძე (ქუთაისი)

2.დავით გოგიშვილი (ვარიანი)

3.ვენედიკ კაზარიანი (ახალქალაქი)

3.ჯუსტან ნარსავიძე (თბილისი)

+91კგ.

1.მიხეილ ბახტიძე (ქუთაისი)

2.ალექსანდრე კარტოზია (თბილისი)

3.ირაკლი აბაშიძე (აჭარა)

3.მურმან მეფარიძე (თბილისი)

გაზეთი ”ლელო”

ფოტო: დავით კოხრეიძის

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა